Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის მიერ გაცემული პასუხებით უკმაყოფილოა


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/03/preview.php-1.jpgსაპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის მიერ სოციალურ თემატიკაზე დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხებით უკმაყოფილოა.

ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ “პირველი ინფორმაციური კავკასიური” არხის პირდაპირ ეთერში მიხეილ სააკაშვილმა საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ შეკითხვებს შედარებით ამომწურავი პასუხი გასცა, სოციალურ სფეროსთან დაკავშირებით კი ინფორმირებული არ არის”.

 

“ყველაზე მწვავე კითხვებზე, რომელიც სოციალურ თემატიკას უკავშირდებოდა, პასუხები ვერ მივიღეთ. პრეზიდენტს ინფორმაცია არ აქვს. მაგალითად, სააკაშვილმა განაცხადა, რომ პენსიონერებს ძირითადი წამლები უფასოდ მიეწოდებათ, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მათ წელიწადში მხოლოდ 25 ლარის (თვეში 2,5 ლარის) წამალი ეძლევათ, რაც ცხადია, საკმარისი არ არის. პრეზიდენტს არ აქვს ინფორმაცია მიგრაციაზეც. 2008 წლის 1 იანვრიდან 2010 წლის 1 იანვრამდე ქვეყნიდან 200 000  ადამიანი გავიდა ისე, რომ უკან არ დაბრუნებულა”,- აცხადებს “ქრისტიან-დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე. მის აზრს ედპ-ის წარმომადგენელი, დეპუტატი გურამ ჩახვაძეც იზიარებს.

 

“პასუხები კითხვებზე, საგარეო პოლიტიკისა და რუსეთთან ურთიერთობების მიმართულებების გარდა, ვერ მოვისმინეთ. იყო კონკრეტული კითხვები ჯანდაცვასთან და სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით, პასუხები კი არადამაკმაყოფილებელი იყო. აშკარად ჩანს, რომ მთავრობას არ აქვს ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენი მოსახლეობის ინტერესებსა და მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს”, – განაცხადა ჩახვაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ “პირველი საინფორმაციო კავკასიური” არხის მიერ მომზადებულ სატელევიზიო პროექტში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხა.

 

პირWელი

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...