Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - მოსკოვის აფეთქების შესახებ ბოლო მონაცემები


Recommended Posts

რუსული საინფორმაციო სააგენტო რია ნოვოსტის მიერ გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციის მიხედვით, არსებობს წინასწარი მონაცემი, რომ გუშინდელი ტერაქტის დროს მოსკოვის „დომოდედოვის“ აეროპორტში ორი ტერორისტი იმყოფებოდა, რომელთაგან ორივე აფეთქების დროს დაიღუპა.

 

„აფეთქება იმ მომენტში მოხდა, როდესაც ტერორისტმა ქალმა ჩანთა გახსნა. მას თან მამაკაციც ახლდა, რომელსაც აფეთქების შედეგად თავი მოეკვეთა.

 

გამორიცხული არ არის, რომ ტერორისტებს დარბაზშივე უნდოდათ ასაფეთქბელი მოწყობილობის დატოვება და აფეთქება მოულოდნელად მოხდა“,–ამბობს რია ნოვოსტისთან საუბარში ინფორმაციის წყარო.

 

არსებობს ასევე მონაცემები, რომ ტერორისტები აეროპორტში მათმა თანამოაზრემ მიიყვანა, რომელიც ავტოსადგომებთან იცდიდა. ამ წუთებისთვის სამართალდამცავები პარკირების სრულ დოკუმენტაციას და ვიდეო კამერების ჩანაწერებს სწავლობენ.

 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ, მოსკოვის დროით 16:32 წუთზე, „დომოდედოვის“აეროპორტში აფეთქების შედეგად 35 ადამიანი დაიღუპა და 150 დაშავდა, რომელთაგან 25–ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

 

სამართალდამცავებმა და საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მომხდარი ტერორისტულ აქტად შეფასეს. არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნული ტერორისტული აქტი ჩრდილოეთ კავკასიის რომელიმე ტერორისტული ორგანიზაციის დაგეგმილია.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...