Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) IFFHS-ს ახალი სტატისტიკები


Recommended Posts

http://www.inter247.it/media/2010/06/01/start_mitte2.jpg

 

ი…

 

ბოლო 25 წლის საუკეთესო მეკარეების რეიტინგში პეპე რეინა 32-ე ადგილზე გავიდა. ხოლო იერჟი დუდეკი – 36-ზე. ხოლო ხუთეული კი ასე გამოიყურება:

 

1. ჯანლუიჯი ბუფონი

2. იკერ კასილასი

3. ედვინ ვან დერ საარი

4. პიტერ შმეიხელი

5. ოლივერ კანი

 

აღსანიშნავია, რომ პეპეს დღეს მოთამაშე მეკარეებიდან მხოლოდ პიტერ ჩეხი და ვიქტორ ვალდესი უსწრებენ რეიტინგში პირველი სამეულის გარდა…

 

უკანასკნელი 15 წლის საუკეთესო მწვრთნელთა სიაში კი რაფა ბენიტესი 14-ე ადგილზეა, ჟერარ ულიე – 27-ზე, ხოლო როი ჰოჯსონი 133-ზე. კენი დალგლიში ამ სიაში რათქმაუნდა ვერ მოხვდა, რადგან ბოლო 15 წელი იგი ჩამოშორებული იყო სამწვრთნელო კარიერას. რაც შეეხება ხუთეულს:

 

1. ალექს ფერგიუსონი

 

2. არსენ ვენგერი

 

3. მარჩელო ლიპი

 

4) გუს ჰიდინკი

 

5) ჟოზე მაურინიო

 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელებიდან კი ჰექტორ რაულ კუპერი 19-ე ადგილზეა, ტოპ მიოლერი – 95-ზე, თემურ ქეცბაია კი 203-ზე…

 

2010 წლის საუკეთესო 20 ფლეიმეიქერის რეიტინგში კი სტივენ ჯერარდი 13-ე ადგილზეა. პირველი სამეული ხავიმ, ინიესტამ და სნეიდერმა დაიკავეს. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ 12-ზე ალონსო, ხოლო 11-ზე ფრენკ ლამპარდი გავიდა… სტივენ ჯერარდი 2009 წლის  ფლეიმეიქერების რეიტინგში 5 ადგილზე იყო. 2008-ში 4-ზე, 2007-ში კი 6-ზე.

 

საკმაოდ საინტერესო იყო კლუბების 2010 წლის რეიტინგიც, სადაც ლივერპული 6-ზე ადგილზე გავიდა. პირველი პოზიცია რასაკვირველია ინტერმა დაიკავა. მეორე ბაიერნმა, მესამე კი ბარსელონამ. ხუთეულში ასევე მოხვდნენ უეფას თასის გამარჯვებული მადრიდის ატლეტიკო და არგენტინული ესტუდიანტესი. წითლებმა კი რეიტინგში ჩამოიტოვეს ჩელსიც, მანჩესტერიც, არსენალიც, რეალიც და სერია ა-ს ყველა გრანდიც. 2009 წლის რეიტინგში ლივერპული ოცეულშიც კი ვერ მოხვდა. ხოლო 2008 წელს მერსესაიდელებმა მესამე ადგილი დაიკავეს და მხოლოდ ბაიერნს და მანჩესტერს ჩამორჩნენ… ბოლო ოცი წლის განმავლობაში კი ლივერპული პირველ პოზიციაზე მხოლოდ 2005 წელს იყო ჩემპიონთა ლიგაზე დრამატულად გამარჯვების შემდეგ…

 

მიუხედავად იმისა, რომ  IFFHS ყველაზე კომპეტენტურ სარეიტინგო სისტემად ითვლება მსოფლიო ფეხბურთში, მსაჯების რეიტინგში მაინც ჰოვარდ ვები დასახელდა საუკეთესოდ… სხვანაირად ალბათ არც შეიძლებოდა, რადგან სწორედ ვებმა იმსაჯა ლიგის და მუნდიალის ფინალები. მაგრამ ვების გაპირველების მიზეზი არა IFFHS, არამედ FIFA არის, რომელიც ყოველთვის თვალს ხუჭავს მსაჯების ისეთ შეცდომებზე, რომლებიც აშკარა და ამავდროულად გადამწყვეტია მატჩის ბედისთვის…

 

ბოლოს  კი დავიტოვოთ იმედი, რომ ლივერპული მომავალ წელს მაინც მოექცება კლუბების რეიტინგის სათავეში. კენი დალგლიში მომავალი წლის საუკეთესო მწვრთნელი გახდება, ჯერარდი საუკეთესო გამთამაშებელი. ვები კი მსაჯთა ასეულშიც ვერ მოხვდება…

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...