planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/dmitri-medvedev-1-150x150.jpgრუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, დომოდედოვოს აეროპორტის ადმინისტრაციამ უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო პასუხი უნდა აგოს. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ აფეთქება შესაძლოა, რუსეთის ყველაზე არასტაბილურ რეგიონს უკავშირდებოდეს. მედვედევმა აღიარა, რომ გაჭირვება, კორუფცია და ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტი რუსეთის ყველაზე მძიმე შიდა პრობლემას წარმოადგენს. ვლადიმერ პუტინის მსგავსად, ვერც მედვედევს შეუძლია მოძებნოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ რეგიონსა და მთელ რუსეთში სტაბილურობას უზრუნველყოფდა. მედვედევი მოსახლეობას დაპირდა, რომ მომხდარში დამნაშავეებს იპოვნიან და კანონის სრული სიმკაცრით დასჯიან. გაზეთ ,,ვედომოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ აეროპორტში უსაფრთხოების ზომები აშკარად დარღვეული იყო. ,,მომხდარმა ცხადჰყო, რომ არსებულ კანონებს სხვადასხვა ადგილას სწორად არ იყენებენ. ამაში უნდა გავერკვეთ. ძალიან უნდა შეეცადო, რომ ასეთი რაოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერება გადაიტანო. ამის გამო ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვისაც კომპანიასთან აქვს კავშირი და გადაწყვეტილებას იღებს, რა თქმა უნდა, თავად აეროპორტის მენეჯმენტმაც”, – განაცხადა მედვედევმა. განსხვავებული კომენტარი გააკეთა ,,ბი-ბი-სი”-სთან ინტერვიუში პრემიერის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა. მან აღნიშნა, რომ ტერორიზმისგან არც ერთი ქვეყანა არ არის დაცული. ,,ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, თუმცა ტერორის ბუნება ისეთია, რომ არც ერთი ჩვენგანი, არც ერთი ქვეყანა არ არის დაზღვეული ამ საფრთხისგან. არც ერთ ჩვენგანს არ შეუძლია 100 %-იანი უსაფრთხოება უზრუნველყოს”, – აღნიშნა პესკოვმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts