planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/Dmitry-Medvedev-150x150.jpgდიმიტრი მედვედევი, აფეთქების გამო, დავოსში დაგეგმილ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ გაემგზავრა და კრემლში საგანგებო თათბირი ჩაატარა. მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი კი დაღუპულთა ნათესავებს დაპირდა, რომ 2 მილიონ რუბლს (დაახლოებით 67 ათასი დოლარი) გადასცემენ, მძიმედ დაჭრილებს _ 1.5 მილიონ რუბლს, საშუალო სიმძიმით და მსუბუქად დაშავებულებს კი 1 მილიონ რუბლს. აფეთქების შედეგად დაღუპული 35 ადამიანიდან 18 პირი ამოცნობილია, საავადმყოფოში ამ დრომდე 100-ზე მეტი რჩება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა ახლობლებს კიდევ არაერთხელ მოუწევთ ამოცნობის პროცედურის გავლა. საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარის, ვლადიმერ მარკინის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, დაღუპულთა შორის ერთი ტაჯიკეთის და ამდენივე მოლდოვას მოქალაქეა, დანარჩენების ვინაობა ამ დრომდე ზუსტდება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულებს შორის დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქეც არის, თუმცა ოფიციალურ ლონდონს ეს ჯერ არ დაუდასტურებია. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts