planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/transparency-international-logo-150x150.gif,,საერთაშორისო გამჭვირვალობის” შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა დევნილების გამოსახლების პროცესი საზოგადოებისათვის ნათლად აეხსნა. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობი” ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, სამწუხაროდ, ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ მთავრობამ ვერ მოახერხა საზოგადოებისთვის ნათლად აეხსნა თუ როგორ და რატომ იღებს გადაწყვეტილებებს გამოსახლებაზე, ფულად კომპენსაციასა და პრიორიტეტებზე დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის შესახებ. ცოტას თუ ესმის, რომ ამ პროცესში მთავარ როლს ისეთი პრაგმატული შეხედულებები თამაშობს როგორიცაა, ხარჯები და მოცულობა, თუმცა ასეთი ხარჯ-ეფექტური მიდგომის მთავარი მინუსი ისაა, რომ ყველაზე მოწყვლადი ოჯახები ხშირად ვერ იღებენ სარგებელს. საჭიროა მთავრობის გადაწყვეტილბების უფრო ეფექტური კომუნიკაცია, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში გაანელებს საზოგადოების უკმაყოფილებას. მათი შეფასებით, საქართველოში დევნილების გამოსახლების პრცესს საზოგადოება უკიდურესად უსამართლოდ აღიქვამს. იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმდინარე გამოსახლებამ, რომელსაც საპროტესტო აქციები და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის მიერ ამ საკითხით მანიპულირება მოჰყვა, მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა. საზოგადოება დევნილთა გამოსახლებებს აღიქვამს როგორც უკიდურესად უსამართლოს. ,,მიუხედავად ამისა, არ არსებობს ამ საკითხის შესახებ ხელმისაწვდომი და ამომწურავი ინფორმაცია, რომელიც წარმოდგენას შეგვიქმნიდა იმაზე, თუ რა ხდება რეალურად. არც მთავრობას უცდია ნათელი მოეფინა ამ საკითხისათვის. ამის შედეგად ხდება დევნილთა პრობლემების პოლიტიზირება, განზოგადება და არასწორად ინტერპრეტირება~,-აღნიშნულია ორგანიზაციის შეფასებაში. ორგანიზაცია განმარტავს, რომ თბილისის მასშტაბით, 21 დროებით თავშესაფარში მცხოვრები დაახლოებით 600 დევნილი ოჯახი ახალი პროცედურების გათვალისწინებით უნდა გამოასახლონ. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ახორციელებს დევნილთათვის საცხოვრებლით უზრუნველყოფის მონიტორინგს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ. ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. ამ საბჭოს შემადგენლობაში შედიან შესაბამისი მთავრობის წარმომადგენლები და დონორები, რომლებიც ახორციელებენ დევნილთა პოლიტიკის კოორდინაციას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts