planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 მსჯავრდებულთა გრძელვადიანი პაემანი კანონით გათვალისწინებულ ვადაზე 2 წლით ადრე ამოქმედდება. ცვლილება პატიმართა კოდექსშიც შედის. საქართველოს მთავრობამ ცვლილება უკვე მოიწონა და იგი უახლოეს ბიუროს სხდომაზე იქნება ინიცირებული. მთავრობა მისი დაჩქარებული წესით განხილვასაც მოითხოვს. კანონის ძალაში შესვლიდან გრძელვადიანი პაემანის უფლება მიეცემა არა მხოლოდ არასრულწლოვნებს, არამედ ღია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არღვევს წესრიგს და იცავს შინაგანაწესს. ცვლილების თანახმად, ხანგრძლივვადიანი პაემანის უფლებით ისარგებლებენ ის პატიმრებიც, რომლებსაც უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი. ხანგრძლივვადიანი პაემანი წელიწადში ორჯერ, ერთიდან ორ დღემდე გაგრძელდება. არასრულწლოვანთათვის კი წელიწადში 3 გრძელვადიანი პაემანია გათვალისწინებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts