planetanews Posted January 25, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 25, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/virus_grippa-150x150.gifსაქართველოში გრიპის ვირუსის შემთხვევებმა იმატა. ამ დროისთვის ლაბორატორიულად 90– მდე შემთხვევა დადასტურდა. ღუდუშაურის კლინიკაში უკვე, მეოთხე დღეა ვირუსების მატების გამო კარანტინია გამოცხდებული. ამ დროისათვის, კლინიკაში ვირუსულ გრიპზე 25 პაციენტი გადის მკურნალობას. მათგან 8 პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. მიუხედავად, ვირუსის შემთხვევების ამგავრი მატებისა მედიკოსების განცხადებით, პანდემიის საშიშროება არ არსებობს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ სიფრთხილე გამოიჩინონ და გრიპის პირველი სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ. ექიმების ვარაუდით, ვირუსის ყველაზე დიდი ტალღა თებერვლის ბოლოს, მარტის დასაწყისშია მოსალოდნელი. საგანგებო რეჟიმზეა გადასული ჯანდაცვის სამინიტროს საგანგებო სიტუაციების სამსახური. ისინი დღეიდან ექიმებთან ეტაპობრივ შეხვედრებს იწყებენ და შესაბამის მითითებებს მისცემენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts