Jump to content
Planeta.Ge

gtn.ge- 27 იანვარს თეონა ქუმსიაშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება


Recommended Posts

http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/teona.jpg27 იანვარს, 17 საათზე დუშეთის კულტურის სახლში გაიმართება 2010 წლის 22 ივლისს ხევსურეთში ტრაგიკულად დაღუპული, ცნობილი მომღერლის, თეონა ქუმსიაშვილისადმი მიძღვნილი საღამო.

საღამოზე ფოლკლორული ანსამბლები და მომღერლები შეასრულებენ თეონას სიმღერებს. წაიკითხავენ მის და მისადმი მიძღვნილ ლექსებს. თეონა ბავშვობიდან აქტიურად მონაწილებდა სხვადასხვა ფოლკლორულ კონცერტებსა და ფესტივალებზე. იყო ანსამბლ „სიონის ზარების“ სოლისტი. თავად წერდა ტექსტებს საკუთარი მელოდიებისთვის. გამოცემული ჰქონდა სიმღერების სოლო ალბომი „ვეღარც სიმღერით გითხარ ამდენი სიყვარული“.

იგი 27 იანვარს 27 წლის გახდებოდა.

შეგახსენებთ, რომ 22 ივლისს, ხევსურეთში, მუცოს ხეობაში, დღეობის შემდეგ გზად მანქანა გადავარდა ადიდებულ მდინარეში, სადაც 10 ადამიანი იჯდა – თეონა ქუმსიაშვილი და მისი მეუღლე ხევსური პოეტი და მომღერალი გელა დაიაური 2 შვილთან (2 წლის დემეტრე და 9 თვის ჯარჯი), თეონას და ნათია ქუმსიაშვილი, ძმა თორნიკე ქუმსიაშვილი, ნათესავი თეონა ჭინჭარაული, მეგობარი ბერდია არაბული, მისი მეუღლე სოფიო ღოღობერიძე და მათი 4 თვის შვილი მამუკა. ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი. გადარჩნენ გელა დაიაური, თორნიკე ქუმსიაშვილი და თეონა ჭინჭარაული. დემეტრე დაიაურისა და მამუკა არაბულის ცხედრების პოვნა ვერ მოხერდა.

საღამო ტარდება დუშეთის მუნიციპალიტეტის და ტურისტული კომპანია ”თებულოტურის” მხარდაჭერით.

 

დასწრება თავისუფალია.

 

Share

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...