Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) დალგლიში:”გლენი ფანტასტიური იყო”


Recommended Posts

http://www.kopsource.com/wp-content/postimages/332-kenny-dalglish-liverpool.jpg

 

 

კენის თქმით ჯონსონი გუნდს ძალიან დიდ სამსახურს უწევს თავისი პოზიციის შეცვლით.

 

 

ლივერპულის დაცვაში მასიური ცხვლილებები იქნა განხორციელებული, ლივერპულის მარჯვენა მცველმა გლენ ჯონსონმა გადაინაცვლა მარცხენა ფლანგზე, მისი ადგილი კი ასევე ახალგაზრდა მარჯვენა მცველმა მარტინ კელიმ დაიკავა. კენის თქმით გლენს ადაპტირებაზე პრობლემა საერთოდ არ ჰქონია.

 

 

დალგლიში:”გლენი შესანიშნავად თამაშობს მარცხენა ფლანგზე, ბოლო სამმა მატჩმა ეს ნამდვილად დაადასტურა”. “მან მონაწილეობა მიიღო ევერტონთან გოლის გატანაში, ის შეტევის ჩაშლის თვალსაზრისით უკეთესად გამოიყურებოდა ვულვზთან, ზოგადად იგი შესანიშნავად თამაშობს”.

 

 

“მე ვფიქრობ იგი უდიდეს სამსახურს უწევს საფეხბურთო კლუბ ლივერპულს, რადგანაც მარცხენა ფლანგი ეს არ არის მისი ჩვეული პოზიცია, მაგრამ როდესაც მას ვუთხარით მარცხენა ფლანგის შესახებ მას ერთი სიტყვაც არ უთქვია საწინააღმდეგო იგი უხმოდ დათანხმდა ახალ პოზიციაზე თამაშს, ის პროფესიონალია”.

 

 

“დიდებულია, ის უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, ფაქტია ის შესანიშნავად თამაშობს, ასევე შესანიშნავია მარტინ კელი თავის პოზიციაზე მარჯვენა ფლანგზე ისინი ორივენი შესანიშნავი მცველები არიან”.

 

 

კენის თქმით მარტინი საოცრად დაეხმარება ლივერპულის დაცვას.

 

 

“მარტინი შესანიშნავია ჩვენთვის, ის ისეა როგორც ახალი შენაძენი, ის მუდმივად ადაპტირებს, მიუხედავად თავისი ასაკისა ასაკს არ აქვს მნიშნვნელობა მთავარია შენ კარგად თამაშობდე და შანსი მოგეცემა ზუსტად ასე იყო მარტინის სიტუაციაშიც”. “მან უკვე 4 მატჩი ითამაშა ძირითად შემადგენლობაში”.

 

 

კენის აზრით 31 პასი და შემდეგ ტორესის შესანიშნავი დარტყმული საუკეთესო იყო სეზონში.

 

 

“ძალიან სასიამოვნოა როდესაც გაგაქვს, გოლი ეფექტური გოლი”. “ჩვენ საოცრად დიდი ხნით შევძელით ბურთის დაჭერა ეს იყო ფანტასტიური, ბურთს ვიჭერდით მივიღეთ შანსი და დაუყოვნებლივ გავიტანეთ”.

 

 

“ძალიან ხშირად გადის ძალიან უსახური გოლები, შენ ყოველთვის ვერ განსაზღვრავ გოლის ხარისხს, მაგრამ ჩვენი სამივე გოლი იყო ძალიან გააზრებული და ფანტასტიური”. “ყველა ფეხბურთელმა საოცარი მოთბინება გამოიჩინა, ისინი კლუბის ერთგულები დარჩნენ”. “არაფერი არ მიკვირდა რაც სტადიონზე ხდებოდა ეს ის არის რის მიხწევასაც ვცდილობთ ჩვენ ჩვენი თავის წარმოჩენა შევძელით”.

 

 

დალგლიშის თქმით წითლების სანახაობას დიდ ყურადღებას მიაქცევენ, და ეს გამარჯვებები ფეხბურთელებს რწმენას შეჰმატებს ფეხბურთში თავდაჯერებულები უდიდესი უპირატესობაა, მისი თქმით სწორედაც ეს თავდაჯერებულობა დაეხმარება წითლებს ფულემთან 3 ქულის მოპოვებაში.

 

 

“რწმენა ფეხბურთში უმნიშვნელოვანესი ფაქტორია”. “არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე გჯაბნის თუ არა შენ უნდა ირწმუნო შენი თავის რაც არ უნდა ხდებოდეს სტადიონზე”.

 

 

“მე ფულემს აღვიქვავ როგორც კარგად ორგანიზებულ კლუბს, მარკ ჰიუზის შეგირდები ძალიან კარგად არიან ფიზიკურად მომზადებულები, მაგრამ ჩვენ სახლში ვთამაშობთ”.

 

 

დალგლიში შეეხო რაიან ბაბელის ტრანსფერის საკითხსაც.

 

 

“ის რჩება, ის მელვუდზე გააგრძელებს მოღვაწეობას”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...