planetanews Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/0_20110124184600-150x150.jpgბოლო ინფორმაციით, მოსკოვში დომოდედოვოს აეროპორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 32 ადამიანი დაიღუპა. რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაშავებულების რაოდენობა, 51 შეადგენს მათგან 39 მძიმე მდგომარეობაშია. როგორც რუსული მედია იუწყება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა დომოდედოვოს აეროპორტში აფეთქების შემდეგ აეროპორტებსა და სატრანსპორტო კვანძებში უსაფრთხოების რეჟიმის გაძლიერების განკარგულება გასცა.როგორც “რია ნოვოსტი” იუწყება, დავალება მთავრობის წევრებს მედვედევმა საგანგებო თათბირზე მისცა. მედვედევმა ტრანსპორტისა და შინაგან საქმეთა მინისტრებს უშიშროების ფედერალურ სამსახურთან ერთად შესაბამისი პროცედურის ჩატარება დაავალა. თათბირში ასევე მონაწილეობდა რუსეთის გენერალური პროკურორი და საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელი. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts