Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - დაზუსტება: პოლიციელები მძიმედ არიან დაჭრილი ხოლო 3 ეჭვმიტანილი ლიკვიდირებულია


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/patruli3-150x150.jpgზუგდიდში სოფელ კახათში ინტენსიურ სროლისას 2 პოლიციელი მძიმედ დაიჭრა და 3 ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული იქნა.

 

“ექსპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, ორმხივი სროლა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც სამი ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე მოკლა, ხოლო ეჭვმიტანილებმა ორი პოლიციელი მძიმედ დაჭრეს. ისინი ზუგდიდის წმინდა ლუკას საავადმყოფოში მკურნალობენ, ექიმების ცნობით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

 

პოლიციის მიერ მოკლული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 27 წლის გოგა კვარაცხელიაა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსის” ზუგდიდის კორესპონდენტს კვარაცხელიას ნათესავებმა აცნობეს.

 

“ექსპრესნიუსის” წყაროს ცნობით, კავარაცხელია ორ თანამზრახველთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდა თავს. მათ სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებდნენ.

 

პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილმა ოთხმა პირმა დატოვა ოკუპირებული აფხაზეთი და ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში იმყოფებოდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...