planetanews Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2011/01/1kavkasiuri-300x214.pngტელეკომპანია ”პირველი საინფორმაციო კავკასიური” ეთერში ხვალიდან გავა. “ევროპის სახლში” დღეს გამართულ ბრიფინგზე არხის ხელმძღვანელობამ საზოგადოებას ტელეკომპანიის ხედვა, გეგმები და განვითარების პერსპექტივები გააცნო.საინფორმაციო, საგანმანათლებლო და გასართობი არხი მაუწყებლობას რუსულ ენაზე განახორციელებს. სიგნალი დაფარავს სომხეთის, უკრაინის, ბელორუსის, რუსეთის, თურქეთის და ირანის ტერიტორიას. ტელეკომპანია ეთერში თანამგზავრიდან “ჰოთ ბერდ” გავა. როგორც არხის თანამშრომლები აცხადებენ, “პირველი საინფორმაციო კავკასიური” არის უნიკალური მედიაპროექტი კავკასიის ისტორიაში. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობის შეკითხვებს პასუხს სატელევიზიო პროექტში გასცემს, რომელიც “პირველ საინფორმაციო კავკასიურ” არხზე მზადდება. გადაცემას პირდაპირ ეთერში გადასცემს საზოგადოებრივი მაუწყებელიც. ტელეხიდი მოსახლეობასთან, პირდაპირი ჩართვები რეგიონებიდან და დედაქალაქიდან – პროექტში მთელი საქართველო მიიღებს მონაწილეობას. შეკითხვის გაგზავნა შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე prezident@gpb. ge. იმუშავებს საინფორმაციო ცენტრიც. მოქალაქეებს დარეკვა და საკუთარი შეკითხვის დაფიქსირება შეეძლებათ ტელეფონის ნომერზე 402 – 402. ზარი უფასოა. პროექტი ეთერში 25 იანვარს 18 საათზე დაიწყება. 1არხი Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts