planetanews Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2010/02/5005-300x250.jpg ზუგდიდში სოფელ კახათში ინტენსიურ სროლისას 2 პოლიციელი მძიმედ დაიჭრა და 3 ეჭვმიტანილი ლიკვიდირებული იქნა. “ექსპრესნიუსის” კორესპონდენტის ცნობით, ორმხივი სროლა რამდენიმე წუთი გრძელდებოდა, რის შედეგადაც სამი ეჭვმიტანილი პოლიციამ ადგილზევე მოკლა, ხოლო ეჭვმიტანილებმა ორი პოლიციელი მძიმედ დაჭრეს. ისინი ზუგდიდის წმინდა ლუკას საავადმყოფოში მკურნალობენ, ექიმების ცნობით მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პოლიციის მიერ მოკლული ერთ-ერთი ეჭვმიტანილი 27 წლის გოგა კვარაცხელიაა. ამის შესახებ “ექსპრესნიუსის” ზუგდიდის კორესპონდენტს კვარაცხელიას ნათესავებმა აცნობეს. “ექსპრესნიუსის” წყაროს ცნობით, კავარაცხელია ორ თანამზრახველთან ერთად ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას აფარებდა თავს. მათ სამართალდამცველები ჩადენილი დანაშაულისთვის ეძებდნენ. პოლიციისთვის ცნობილი გახდა, რომ სხვადასხვა დანაშაულში ეჭვმიტანილმა ოთხმა პირმა დატოვა ოკუპირებული აფხაზეთი და ზუგდიდის რაიონის სოფელ კახათში იმყოფებოდნენ. Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts