Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - „ქართული პარტიის“ ლიდერები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენელს შეხვდნენ


Recommended Posts

„ქართული პარტიის“ ლიდერები - სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, კოკა გუნცაძე და ეროსი კიწმარიშვილი - საქართველოში ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელს ფილიპ დიმიტროვს შეხვდნენ. „ქართული პარტიის“ ოფისში გამართული შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და ერთი საათი გაგრძელდა. მისი დასრულების შემდეგ, სოზარ სუბარმა ფილიპ დიმიტროვთან გამართული მოლაპარაკებების ძირითად ასპექტებზე ისაუბრა.

 

„ქართული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით, მან და მისმა თანაგუნდელებმა საპატიო სტუმარს გააცნეს პარტიის მიზნები, გეგმები და პოლიტიკური ბრძოლის მეთოდები, აგრეთვე, საქართველოში დღეს არსებული მდგომარეობა.

 

„ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირში გაწევრიანებაა. ევროპისკენ სვლას დემოკრატია სჭირდება. მმართველი ძალა ევროპულ ღირებულებებზე მხოლოდ ლაპარაკობს, რეალურად კი ქვეყანაში ავტოკრატიას ნერგავს“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის მისიის ახალ ხელმძღვანელთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი იყო დევნილების უკანონო გამოსახლებასთან, მედიის მდგომარეობასთან, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და საკუთრების ხელყოფისთან დაკავშირებით.

 

სუბარის განცხადებით, ევროკავშირის მისიის ახალი ხელმძღვანელი საქართველოში დღეს შექმნილი მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ კარგად არის ინფორმირებული.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...