planetanews Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ამ წუთებში პარლამენტთან დევნილებისადმი სოლიდარობის გამოსახატავად 100-მდე ადამიანია შეკრებილი. დევნილები ამბობენ, რომ თავშესაფრის მოთხოვნით ისინი საელჩოებს მიმართავენ. მათი თქმით, თუ საელჩოები მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, საპროტესტო აქციებს საელჩოებთანაც გამართავენ. პარლამენტთან დევნილები, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები, ,,კონსერვატიული პარტიის" წევრები და უბრალო მოქალაქეები იმყოფებიან. დევნილთა სოლიდარობის აქცია პარლამენტთან ყოველდღე 2 საათზე იმართება. აქციის მონაწილეები დევნილთა გამოსახლების პროცესს უკანონოს უწოდებენ და მათთვის თავშესაფრის უზრუნველყოფას მოითხოვენ. სრული ინფო(netgazeti.ge) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts