Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/ugulavagigi1-150x150.jpgთბილისის მერის გიგი უგულავას ინიციატივით, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, იანვრის მეორე ნახევრიდან მარტის ჩათვლით, თბილისელებისთვის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების ექიმების გამოძახება უფასო იქნება.

 

თბილისის მოსახლეობას 60 პოლიკლინიკა უბნების, ანუ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოემსახურება.

 

თბილისის მერია 800-მდე უბნისა და ოჯახის ექიმს ეპიდ-საშიშ პერიოდში თვეში 225 ლარის ოდენობით პრემიას დაუნიშნავს, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, თითოეულ ექიმზე 50 ლარით დააფინანსებს.

 

თბილისის მერიის განცხადებით, პროგრამის განხორციელების შედეგად, გაუმჯობესდება სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ხოლო პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ექიმებს ექნებათ დამატებითი სტიმული, რათა ნებისმიერ პაციენტს უკეთ მოემსახურონ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...