Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ეკა ბესელია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/beselia553-150x150.jpgმოძრაობა ,,სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ლიდერი, ეკა ბესელია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება.

 

მისი განცხადებით, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ, საპატრიარქოს მოთხოვნის დაკმაყოფილება უმნიშვნელოვანესია.

 

,,სახელმწიფო ვალდებულია საპატრიარქოს პოზიციის გათვალისწინებით ისტორიული ძეგლების რესტავრაციისა და მისი საკუთრების დაცვის მიზნით მოლაპარაკებები აწარმოოს. მხარს ვუჭერთ საპატრიარქოს მოთხოვნას სამართლიანობის და თანაბარუფლებიანობის დაცვასთან დაკავშირებით,”- აცხადებს ბესელია.

 

მისივე თქმით, ქართული ძეგლები უნდა აღდგეს, მაგრამ შეთანხმება უნდა შედგეს მხოლოდ თანაბარ პოზიციაზე მყოფი სახელმწიფოების დონეზე.

 

როგორც ცნობილია ქართულ და თურქულ მხარეებს შორის, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ტაძრების აღდგენის შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, რომ თურქეთის მხარე, სანაცვლოდ, საქართველოს ტერიტორიაზე რამდენიმე მეჩეთის აღდგენას და ერთის აშენებას ითხოვს. საქართველოს საპატრიარქომ რამდენიმე დღის წინ, განცხადება გაავრცელა და გააპროტესტა, რომ საპატრიარქო მოლაპარაკების პროცესში ჩართული არ არის.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...