planetanews Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/preview.php_-150x150.jpgბილაინმა, პროექტის “ნათელი ფერები ბავშვებს” მეორე ეტაპის შედეგებს გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, აქციის მეორე ეტაპი, რომელიც 9 ნოემბერს გურიაში დაიწყო 9 იანვარს დასრულდა. პროექტში მონაწილეობა ბილაინის ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლო, რომელიც ამ პერიოდში ბილაინის მობილურ ტელეფონს ან სასტარტო პაკეტს ახლადგახსნილ აბონენტთა მომსახურების ოფისში, გურიაში შეიძენდა. გაყიდული მობილური ტელეფონის ღირებულებიდან 1 ლარი, ხოლო ნებისმიერი სასტარტო პაკეტის ღირებულებიდან, 50 თეთრი მცირე საოჯახო სახლს ერიცხებოდა. სულ შეგროვდა 1500 ლარი, და ეს თანხა საოჯახო სახლის რვა აღსაზრდელისათვის, თბილი ტანსაცმლის და პირველადი საჭიროების ნივთების შეძენას მოხმარდა. “ბილაინის მიერ ორგანიზებული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტი, განკუთვნილია ბავშვებისათვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი მზურუნველობა, მახარებს ის ფაქტიც, რომ აქციაში ჩართვა ბილაინის ნებისმიერ ახალ აბონენტს შეეძლება, ,,ნათელი ფერები ბავშვებს” არ იქნება ერთჯერადი ღონისძიება და ყველა ჩვენი ახალი ოფისი მზრუნველობამოკლებული ადამიანების დახმარებისაკენ მიმართული აქტივობებით გაიხსნება” – განაცხადა ბილაინის გენერალურმა დირექტორმა, ანდრეი პიატახინმა. შეგახსენებთ, რომ სოციალური პასუხისმგებლობის კამპანია ” ნათელი ფერები ბავშვებს” თბილისში 6 ივლისს დაიწყო. შეგროვილი თანხით ბილაინმა თბილისის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვის სამხატვრო ოთახი მოეწყო. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts