Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა” სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/devnilebi1-150x150.jpg,,დევნილთა სამოქალაქო მოძრაობა”, დევნილების უკანონო გამოსახლების თაობაზე, სასამართლოში სარჩელის შეტანას და საელჩოებთან მიმართვასს აპირებს

 

ამასთან დაკავშირებით, დღეს, პარლამენტის წინ საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

 

დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენელმა, დიმიტრი ომანაძემ განაცხადა, რომ ისინი კვლავ გააგრძელებენ აქციებს, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება:

 

,,საინფორმაციო შეხვედრები იქნება ყოველდღე – პარასკევამდე, პარასკევს კი გაიმართება აქცია, მერე დევნილები მიადგებიან საელჩოებს (სავარაუდოდ, გერმანიის და ამერიკის) და მათგან მოითხოვენ დახმარებას, ამასთანავე ადვოკატებთან ერთად, მზადდება სარჩელი, რომელსაც შევიტანთ სასამართლოში და მისი დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში მივმართავთ სტრასბურგის სასამართლოს,” – აცხადებს დიმიტრი ომანაძე

 

დღევანდელ ბრიფინგზე ისიც ითქვა, რომ არსებობს დევნილებში ინფორმაცია ბაკურციხეში გადაღებული ქალბატონის შესახებ, რომელიც მაღალჩინოსნის – ბესო წერედიანის ნათესავია და ,,აღფრთოვანებით” საუბრობდა სააკაშვილზე და სუბელიანზე.

 

ბრიფინგს ,,კონსერვატორების” და ,,ხალხის პარტიის” წარმომადგენლები, ლაშა ჩხარტიშვილი და ალეკო შალამბერიძეც ესწრებოდნენ.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...