Jump to content
Planeta.Ge

ვეტერანების საკითხთან დაკავშირებით იურისტების დასკვნა


Recommended Posts

http://blog.planeta.ge/?page_id=71

აქ იხილეთ სრულად .

საკმაოდ ვრცელი ტექსტია :) ფორუმზეც ავტვირთავ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დასკვნა

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ (მოს. თეა თადაშვილი), 2010 წლის 4 იანვარს ვეტერანთა საქმეზე გამოტანილი დადგენილების ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ

 

1. ვეტერანთა აქცია და საქართველოს კანონმდებლობა

2010 წლის დასასრულს საქართველოში ვეტერანთა პროტესტი გამოიწვია მათთვის საპენსიო, სამედიცინო და სხვა სოციალური შეღავათების გაუქმებამ, რომელთაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მათთვის. ვეტერანთა აზრით, უკანასკნელ ხანებში სხვადასხვა საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მათი მდგომარეობა პრაქტიკულად გაუტოლდა სოციალურად დაუცველთა კატეგორიას.

2010 წლის დეკემბერში, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ 1997 წლის 12 ივნისის საქართველოს კანონით (ნო 763) დადგენილი პირობების დაცვით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 1990-იან და 2008 წლებში მებრძოლმა ომის ვეტერანებმა თბილისის მერიას აცნობეს მათი და მათი მხარდამჭერების საპროტესტო პერმანენტული აქციის ორგანიზების, მისი ადგილის, ფორმისა და ხანგრძლივობის შესახებ (ნო 12-145828-1 წერილი).

შესაბამისად, ზემოხსენებულ წერილში მითითებული პირობების დაცვით, 2010 წლის 27 დეკემბერს, თბილისში, გმირთა მოედნის ერთ-ერთ კუთხეში, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალურ დაფასთან დაიწყო 30-მდე ვეტერანის აქცია, რომლებიც 50 000-მდე ვეტერანის ინტერესებს გამოხატავდნენ. ის ვეტერანები, რომლებიც შიმშილობდნენ (13 კაცი), მემორიალურ დაფასთან ჩამწკრივებულნი ისხდნენ ძირს დაგებულ ლეიბებზე. მიუხედავად იმისა, რომ აქცია ღამითაც მიმდინარეობდა, მოცემულ ადგილას საცხოვრებელი კარვის ან მსგავსი დროებითი ნაგებობის არსებობა არ დასტურდება. დადასტურებულია მხოლოდ ორი მცირე ზომის, ორადგილიანი ქარხნული წარმოების კარვის არსებობა, რომლებიც იდგა ოდნავ მოშორებით და მათში ინახებოდა მოშიმშილეთა ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები. ეს კარვები არც ტრანსპორტის და არც ქვეითად მოსიარულეების მოძრაობას ხელს არ უშლიდა. თბილისში, ამ დროს, ჰაერის ტემპერატურა მერყეობდა 8-15 ჩ° შორის.

შევნიშნავთ, რომ მოქმედი კანონი არ აწესებს ვეტერანებისათვის რაიმე განსაკუთრებულ შეზღუდვას შეკრების თავისუფლებით სარგებლობისას, არ კრძალავს შეკრების ან მანიფესტაციის მოწყობას მემორიალთან და არ კრძალავს კარვის განთავსებას აქციის ადგილზე, თუკი ეს ტრანსპორტის მოძრაობას ხელს არ უშლის.

რაც შეეხება აქციის მიმდინარეობას, უნდა აღინიშნოს, რომ მემორიალური დაფის მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს გმირთა მოედნის (მთლიანი ფართობია დაახ. 3 ჰა) მცირედ ნაწილს, რომელიც გზის სავალი ნაწილისგან გამოყოფილია გაზონითა და ხეებით და არ არის განკუთვნილი ტრანსპორტის მოძრაობისათვის. ეს ადგილი აგრეთვე გამოყოფილია ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი ტროტუარისგან. სხვადასხვა მედია საშუალებებით სხვადასხვა დროს გავრცელებული ინფორმაციით დასტურდება, რომ აქცია მიმდინარეობდა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვით, არ იწვევდა ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვას ან მოქალაქეთა ყოველდღიური ცხოვრების ჩვეული სტილის შეცვლას. გადაჭარბებული ხმაურის ან ანტისანიტარიის შესახებ თვითმმართველობის შესაბამის სამსახურებს პრეტენზია არ გამოუთქვამთ.

აქციის მიმდინარეობის კვალდაკვალ, ვეტერანებმა უკვე საჯაროდ განაცხადეს, რომ ისინი აქციას 6 იანვრიდან შეწყვეტდნენ.

ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც არც ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს და არც რომელიმე სხვა კომპეტენტურ ორგანოს სადავოდ არ გაუხდია, ადასტურებს, რომ ვეტერანთა აქცია პირველი დღიდანვე იყო კანონიერი და მიმდინარეობდა საქართველოს კანონის დაცვით.

 

2. აქციის დაშლა

2010 წლის 3 იანვარს 15 საათისათვის, დაუდგენელი ოფიციალური პირის მიერ დაუდგენელი საფუძვლებით გაცემული ბრძანების თანახმად, აქციის ადგილზე მივიდნენ ჯერ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ხოლო მოგვიანებით კი - სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, დაუდგენელი უწყების წარმომადგენელი პირები.

საქმის მასალებთან ერთად ჩვენს წინაშე წარმოდგენილია ვიდეომასალა (ტელეკომპანია კავკასია და მედია-კავშირი ობიექტივი), რომელიც არ წარმოადგენს რაიმე ტიპის ჟურნალისტურ სიუჟეტს და ასახავს პოლიციის ადგილზე მისვლის შემდეგ განვითარებული მოვლენების კადრებს უკომენტაროდ. ამ ვიზუალური მასალის მიხედვით, მოცემულ მომენტში არ დასტურდება აქციის ადგილზე რაიმე ტიპის დროებითი ნაგებობის არსებობა, ხოლო ზემოხსენებული კარვებიც აღებული ჩანს. ვეტერანთა განცხადებით, ეს კარავი დაშლილ იქნა პოლიციის პირველი მოთხოვნისთანავე, რომლებიც თვლიდნენ რომ “კარვები ცუდად ჩანდა გზიდან” და ინსპექტორებთან მოხერხდა მშვიდობიანი შეთანხმების მიღწევა ლეიბების აღებასთან დაკავშირებითაც. იგივე ვიდეო მასალით დასტურდება პოლიციელთა მიერ აქციის შეწყვეტის მოთხოვნაც გაურკვეველი მოტივით და ისმინება ვეტერანებთან მათი ხმამაღალი დიალოგი ამგვარი მოთხოვნის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. ვეტერანთა მხრიდან უცენზურო გამონათქვამები, ძალადობრივი ან აგრესიული ქმედებები ამ მასალებით არ დასტურდება. ჩანს, რომ, საბოლოოდ, ვეტერანები იღებენ გადაწყვეტილებას აქციის შეწყვეტის შესახებ, რასაც გარკვეულ წილად ადგილზე მისული თადარიგის გენერლის - გიორგი ყარყარაშვილის რჩევაც განაპირობებს.

ვიდეოკადრებით აგრეთვე დასტურდება ადგილზე რამდენიმე ათეული პოლიციელის ყოფნა, მათი ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დგომა და ფიზიკური შეხება ვეტერანებთან მათი აქციის ადგილიდან ტრანსპორტის სავალ ნაწილზე გადმოყვანის მიზნით. პოლიციელთა და განსაკუთრებით სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილ ოფიციალურ პირთა სპორადულად აგრესიული მიდგომა ვეტერანებისადმი კულმინაციას აღწევს, როდესაც ერთ-ერთი უფორმო სამართალდამცავი მუშტით ძლიერ დარტყმას აყენებს ერთ-ერთი ვეტერანის მეუღლეს სახეში. ეს იწვევს ვეტერანების და კერძოდ კი მალხაზ თოფურიას აღშფოთებას, რომელსაც მოგვიანებით გაკავებულს ცემენ.

საბოლოოდ, დაკავებულ იქნა 10 ვეტერანი, მათ შორის 3 მოშიმშილე:

ლევან ასათიანი (თადარიგის პოლკოვნიკი), ვალერიან ძებისაშვილი (თადარიგის პოლკოვნიკი), მალხაზ თოფურია (თადარიგის მაიორი), ლეონიდ ეხვაია (თადარიგის მაიორი), ზაზა გერმანოზაშვილი (თადარიგის მაიორი), ამური რევიშვილი (თადარიგის უფროსი ლეიტენანტი), შოთა ზღუდაძე (თადარიგის ლეიტენანტი), ლევონ ასატრიანი (თადარიგის ზემდეგი), ილია ჩიღოშვილი (თადარიგის რიგითი), და ყოფილი მებრძოლი სერგო დვალი.

8 ვეტერანის ადგილზე ყოფნა და დაკავება დასტურდება გადაღებული ვიდეო მასალით, ხოლო დანარჩენი 2 ვეტერანი (ლეონიდ ეხვაია და ზაზა გერმანოზაშვილი), მათი და მათი კოლეგების მტკიცებით, დაკავებულ იქნენ მოგვიანებით, ქალაქის სხვა რაიონში, როდესაც ისინი ტოვებდნენ საქართველოს ლეგიონის ოფისს. თუმცა, დაკავების ოქმების მიხედვით, ეს ორი ვეტერანიც აქციის ადგილას იმყოფებოდა და არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს. თავად სამართალდარღვევის ოქმების შინაარსს კი, სასამართლო სხდომის ოქმის თანახმად, ვეტერანები რეალურად სასამართლო სხდომაზევე გაეცნენ.

ზემომოყვანილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ, რომ, რადგანაც აქცია კანონის დარღვევით არ მიმდინარეობდა, მისი შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან იყო უსაფუძვლო და ამიტომაც უკანონო (იხ. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის 11-ე მუხლის მე-4 პუნქტი). გარდა ამისა, აქციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლებამოსილება, ზემოხსენებული კანონის მე-13 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, მხოლოდ ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს.

აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილი კიდევაც რომ მცირე ხნით გადაეკეტათ, ან გამოეწვიათ მოქალაქეთა ცხოვრების ჩვეული რიტმის მოშლა, ევროპული პრეცედენტის თანახმად, ხელისუფლების ორგანოებს ამ შემთხვევაშიც ექნებოდათ შეწყნარების ვალდებულება გარკვეული დროით (იხ. მაგალითისთვის, ოია ატამანი თურქეთის წინააღმდეგ, ნო. 74552/01, §§ 38-42). ამგვარს კი ადგილი არ ჰქონია აქციის მონაწილეების მხრიდან, რაც სადავო არასოდეს გამხდარა. ამასთან, არსებული მტკიცებულებებიდან არ გამომდინარეობს, რომ აქციის დაშლის საჭიროება არსებობდა ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესების დაცვის მიზნით, ან უწესრიგობის ან დანაშაულის აღკვეთისათვის, ან ჯანმრთელობის, მორალის ან მესამე პირთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიზნით. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა შეკრების თავისუფლების დარღვევას ევროპული კონვენციის მე-11 მუხლის გაგებით. თუ ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი მაინც სახეზე იყო, ეს საკითხი უნდა გამოეკვლია მოსამართლეს, აღედგინა პოლიციელთა მიერ დარღვეული უფლებები ან დამაჯერებლად დაედგინა, რომ ამგვარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

 

3. სასამართლო პროცესის შესაბამისობა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან (შეკრების თავისუფლება)

მოცემული სასამართლო პროცესის გამოხატვის თავისუფლებასთან შესაბამისობის შემოწმება არ ხდება, რადგან ამ უფლებას მოიცავს შეკრების თავისუფლება, რომელიც, ამ შემთხვევაში, სპეციალური ნორმაა (ეზელინ (Eზელინ) საფრანგეთის წინააღმდეგ, § 37).

მოსამართლემ მოუსმინა მხარეებს – დაკავებულებსა და პოლიციელებს, მოუსმინა ორ მოწმეს და გადაწყვიტა, რომ დაკავებულებმა (ათმა ვეტერანმა და მოქალაქე შოთა იამანიძემ) ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა, საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და მოქალაქეთა სიმშვიდეს და რომ მათვე ჩაიდინეს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ილანძღებოდნენ უცენზურო სიტყვებით და არ დაემორჩილნენ პოლიციის მოთხოვნას, შეეწყვიტათ აღნიშნული ქმედება (ადმინისტრაციულ სამართლდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები).

თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მოსამართლეს საერთოდ არ გამოუკვლევია არც თავად აქციის კანონიერების და არც მისი დაშლის კანონიერებისა და ლეგიტიმურობის საკითხები. ეს კი უმთავრესი საკითხები გახლავთ, რომელთა გამოკვლევაც ევალება მოსამართლეს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საქმეებში.

ამრიგად, მოსამართლეს ყურადღება არ მიუქცევია იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტისთვის, რომ, რადგანაც აქცია კანონის დარღვევით არ მიმდინარეობდა, აქციის შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო (იხ. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის 11-ე მუხლის მე-4 მუხლი). უფრო მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, სასამართლო “სიტყვაზე ენდო” პოლიციელებს, რომელთაც ამგვარი მოთხოვნის არსებობა საერთოდ უარყვეს.

კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ვეტერანთა განმარტებები მათი ქმედებების კანონიერების შესახებ და არც დაცვის მოწმეების ჩვენებები იმ ერთადერთი მოტივით, რომ ისინი არ “ემსახურებოდა საქმეზე რეალური ფაქტების დადგენის მიზანს და მოხმობილი იყო მათ მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით”. სამაგიეროდ, სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მეორე მხარის - პოლიციელთა არგუმენტები და არ ახსნა, თუ რატომ იყო ეს არგუმენტები უფრო მეტად სარწმუნო, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარისა.

დაცვის შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებად საქმეს დართვოდა მოვლენების ამსახველი უკომენტარო ვიდეოფირი (ტელეკომპანია კავკასია), რომლიდანაც ჩანდა კონფლიქტის მიზეზები და აუცილებელი მტკიცებულება იყო მხარეების არგუმენტებს შორის წინააღმდეგობების დასაძლევად, სამჯერ იქნა უარყოფილი მოსამართლის მიერ ამ შუამდგომლობის “უსაფუძვლობის გამო”. სხვა მოტივი მოსამართლის მიერ არ ყოფილა დასახელებული და არც უსაფუძვლობის დასკვნა დასაბუთებული. ეს ვიდეომასალა შესაბამისად არ ყოფილა ნაჩვენები სხდომაზე და გამოკვლეული სასამართლოს მიერ. ნიშანდობლივია, რომ ვიდეოფირის გამოკვლევას კატეგორიულად შეეწინააღმდეგნენ პოლიციელები შემდეგი მიზეზებით: “არ ვიცით, სრულად აჩვენებს თუ არა ინციდენტს; არ ვიცით, დამონტაჟებული ხომ არ არის; დაცვამ ჩვენი არგუმენტები დაე ახსნა-განმარტებებით გააბათილოს; არ ვიცით ვისი გადაღებულია; რა საჭიროა, როცა ჩვენ ოქმები შედგენილი გვაქვს კანონის დაცვით; არ ვართ დარწმუნებულები, რომ სრული სურათი იქნება ასახული აღნიშნულ დისკებზე; და სხვ.” მართლაც, ძნელია იცოდე, რა არის ასახული ამა თუ იმ დისკზე თუკი მისი ნახვა არ გსურს. ყოველ შემთხვევაში, ევროპული კონვენციის თანახმად, მოსამართლეს ევალებოდა, რომ საქმე განეხილა სამართლიანად, თუნდაც ამისათვის რომელიმე მტკიცებულების სანდოობის საკითხის ექსპერტიზით შემოწმება დასჭირვებოდა.

საქმის მასალებიდან აშკარაა, რომ მოსამართლემ ჭეშმარიტების საზიანოდ უარყო დაცვის არაერთი შუამდგომლობა ვიდეოფირის საქმეზე მტკიცებულებად დართვისა და მისი ნახვის შესახებ.

მოსამართლე აგრეთვე არ დაინტერესებულა, ილანძღებოდნენ თუ არა აქციის მონაწილეები ან სხვაგვარად არღვევდნენ თუ არა ისინი საზოგადოებრივ წესრიგს, რითაც პოლიციის ადგილზე მისვლა გამოიწვიეს თუ, პირიქით, იქ მისული პოლიციისა და უფორმო სამართალდამცავების ქმედებებმა გამოიწვია უცენზურო სიტყვების გამოთქმა. თუ ამგვარ გამოთქმებს მართლაც ჰქონდა ადგილი, მოსამართლის მიერ გამოსარკვევი იქნებოდა, მის წინაშე წარდგენილ აქციის კონკრეტულად რომელ მონაწილეს რა ხარისხის პასუხისმგებლობა მიუძღვოდა ამგვარ საქციელში, რის საპასუხოდ ჰქონდა ესა თუ ის უცენზურო სიტყვა გამოთქმული, არღვევდა თუ არა ეს უცენზურო სიტყვები საზოგადოებრივ წესრიგს და რომელმა მათგანმა შეწყვიტა ეს ქმედება მოთხოვნის შემდეგ და რომელმა - არა. ამის საწინააღმდეგოდ, მოსამართლემ კოლექტიურად განიხილა ვეტერანთა ბრალის საკითხი უცენზურო სიტყვების გამოთქმასა და ამ ქმედების შეწყვეტის შესახებ მოთხოვნის უგულებელყოფაში და თითოეულ მათგანს ავტომატურად იდენტური სახდელი შეურჩია 400 ლარიანი ჯარიმის სახით, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალიზაციის ფუძემდებლურ პრინციპს.

სხდომის ოქმით დასტურდება, რომ როგორც დაკავებულები ასევე მოწმეები მიუთითებდნენ უფორმო პირების მონაწილეობაზე, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მოსამართლეს ამ უფორმო ადამიანების საკითხი არ გამოუკვლევია არანაირი ფორმით და არ ჩაუთვლია საჭიროდ, ენახა ვიდეოფირი მათი იდენტიფიკაციის მიზნით.

ამრიგად, საქმის შესაბამისი გარემოებების შესწავლისა და დადგენის გარეშე, მოსამართლემ დადასტურებულად ცნო, რომ აქციის მონაწილეებმა ჩაიდინეს წვრილმანი ხულიგნობა და სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა. ამგვარი პროცესის ფარგლებში, ცხადია, ვერ მოხდებოდა დაპირისპირებულ ინტერესთა ერთმანეთთან მორიგება სამართლიანად და საკმარისი მოტივების მოყვანა აქციის დაშლის აუცილებლობის დასასაბუთებლად. თვით აქციის დაშლის ფაქტი კი მოსამართლის მიერ საერთოდ არ ყოფილა გამოკვლეული, რაც კვალიფიცირდება როგორც მართლმსაჯულებაზე უარის თქმა, გამორიცხავს სამართალდამცავთა მიერ აქციის უკანონოდ დაშლის ფაქტის სასამართლოს მეშვეობით გამოსწორებას და, აქედან გამომდინარე, არღვევს კონვენციის მე-11 მუხლს (აშუღიან სომხეთის წინააღმდეგ, §§ 99-101; სერგეი კუზნეცოვი რუსეთის წინააღმდეგ, ნო. 10877/04, §§ 42-48).

 

4. პროცესის შესაბამისობა კონვენციის მე-6 მუხლთან (სამართლიანი სასამართლოს უფლება)

გამომდინარე იქიდან, რომ ევროპული კონვენციის ტექსტი მხოლოდ სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საქმეებს მოიხსენიებს, ევროპული სასამართლოს პრეცედენტით დადგენილია, რომ მსგავსი ტიპის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან წარმოებულ პროცესთან მიმართებაში სისხლის სამართლის პროცესის კრიტერიუმები გამოიყენება (იხ. აშუღიან სომხეთის წინააღმდეგ, §§ 17, 33 და 51, და გალსტიან სომხეთის წინააღმდეგ, ნო. 26986/03, §§ 55-60) და, აქედან გამომდინარე, მოსამართლისადმი წაყენებული მოთხოვნები არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე სამოქალაქო პროცესში.

როგორც უკვე აღინიშნა, მიკერძოებული სასამართლო პროცესის ფარგლებში, ვეტერანებს არ მიეცათ საშუალება თანაბარ პირობებში დაეცვათ თავიანთი პოზიცია. ეს საკითხი დაწვრილებით არის განხილული წინარე მე-3 პუნქტში და მასში მოყვანილი გარემოებები ცხადყოფს, რომ შეკრების თავისუფლების გარდა, სასამართლომ აგრეთვე დაარღვია მხარეთა თანასწორობის პრინციპი.

გარდა ამისა, ფორმალურად ღია სასამართლო სხდომა პრაქტიკულად დახურულ კარს მიღმა წარიმართა. 25-30 კვ.მ ფართობის ე.წ. სამორიგეო დარბაზში მხოლოდ სასამართლოს შემადგენლობა, ვეტერანები, ადვოკატები და პოლიციელები მოთავსდნენ, ხოლო საზოგადოება მასში ვერ დაეტია. გამომდინარე იქიდან, რომ სხდომა მოსამართლეს დახურულად არ გამოუცხადებია, რადგან ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა, მას და სასამართლოს ადმინისტრაციას ევალებოდათ ისეთი დარბაზის შერჩევა, რომელშიც მისული საზოგადოება, მათ შორის დილის ათი საათიდან გარეთ მდგარი პარლამენტარი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დ. ლორთქიფანიძე და ჟურნალისტები შეძლებდნენ, უშუალოდ ედევნებინათ თვალი მართლმსაჯულების განხორციელებისათვის (რიპან ავსტრიის წინააღმდეგ, ნო. 35115/97, § 29). დაცვამ დააყენა შუამდგომლობა, სხდომის საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით მისი დიდ დარბაზში გადატანის შესახებ, რაც უარყოფილ იქნა “უსაფუძვლობის გამო”. ეს კი მართლმსაჯულების საქვეყნობის პრინციპის დარღვევაა.

ამრიგად, 2011 წლის 4 იანვრის სასამართლო დადგენილება არის გამოტანილი მხარეთა თანასწორობისა და მართლმსაჯულების საქვეყნობის პრინციპების დარღვევით. ამასთან, არ არის დადგენილი თითოეული ვეტერანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი მივიჩნევთ, რომ ასეთი საერთოდ არსებობს. საქმე გვაქვს პირთა ჯგუფის კოლექტიურ პასუხისმგებლობასთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შერჩეულ იდენტურ და არაადექვატურ სახდელებთან. ყოველივე ეს შეუსაბამობაშია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

5. ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის (არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა) დარღვევის შესახებ

წარმოდგენილი ვიდეომასალით ცალსახად დასტურდება, რომ ადგილზე დაკავებულ პირთაგან ნაცემი იქნა ვეტერანი მალხაზ თოფურია. აგრეთვე უდავოა, რომ ქ-მა მათიაშვილმა მუშტის ძლიერი დარტყმა მიიღო სახეში უცნობი პირის მხრიდან, რომელიც შემდგომში შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციითვე ამ სამინისტროს უფორმო წარმომადგენელი – ბატონი ოთარ გვენეტაძე აღმოჩნდა. შსს დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი დაკავებულის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება როგორც მალხაზ თოფურიას ასევე შოთა იამანიძის სხეულზე დაზიანებების არსებობა. დაკავების შემდეგ სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა აგრეთვე სერგო დვალს.

მოსამართლე თადაშვილი მის წინაშე წარმოდგენილი ვეტერანებისადმი არაადამიანური მოპყრობის საკითხით არ დაინტერესებულა. ამიტომ, ამ საკითხით უნდა დაინტერესდეს პროკურატურა და არა მხოლოდ შესაბამისი ვეტერანების, არამედ ქ-ნი მათიაშვილისა და ბ-ნი შოთა იამანიძის მიმართაც. ევროპული პრეცედენტის თანახმად, პროკურატურას ევალება გამოძიება დაიწყოს ავტომატურად, დაზარალებულთა მხრიდან საჩივრის შეტანამდეც, ვინაიდან არაადამიანური მოპყრობის ავტორები პოლიციელები და შსს-ს სხვა, იდენტიფიცირებული წარმომადგენლები არიან (გლდანის კონგრეგაცია საქართველოს წინააღმდეგ, 71156/01, § 97).

 

 

წინამდებარე იურიდიული დასკვნა დამტკიცებულია საქართველოს ლეგიონის ოფისში, საქართველოს ვეტერანთა ინიციატივით 2011 წლის 20 იანვარს გამართულ სხდომაზე. მას ხელს აწერენ:

 

მინდია უგრეხელიძე, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (1999-2008 წწ.), საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე

 

თეა წულუკიანი, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს ყოფილი იურისტი (2000-2010 წწ.)

 

ნინო ცაგარეიშვილი, სახალხო დამცველის აპარატი

 

ზაზა ხატიაშვილი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

 

ნანა დევდარიანი, ყოფილი სახალხო დამცველი (2000-2003 წწ.)

 

დიმიტრი ლორთქიფანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

 

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი, ადვოკატი

 

ეკა ბესელია, “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს”

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

თამარ გაბისონია, არასამთავრობო ორგანიზაცია “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იგივე ვიდეო მასალით დასტურდება პოლიციელთა მიერ აქციის შეწყვეტის მოთხოვნაც გაურკვეველი მოტივით და ისმინება ვეტერანებთან მათი ხმამაღალი დიალოგი ამგვარი მოთხოვნის კანონიერების საკითხთან დაკავშირებით. ვეტერანთა მხრიდან უცენზურო გამონათქვამები, ძალადობრივი ან აგრესიული ქმედებები ამ მასალებით არ დასტურდება. ჩ

 

მოსამართლეს ყურადღება არ მიუქცევია იმ უმნიშვნელოვანესი ფაქტისთვის, რომ, რადგანაც აქცია კანონის დარღვევით არ მიმდინარეობდა, აქციის შეწყვეტის მოთხოვნა პოლიციელების მხრიდან იყო უკანონო (იხ. შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონის 11-ე მუხლის მე-4 მუხლი). უფრო მეტიც, საქმის მასალების მიხედვით, სასამართლო “სიტყვაზე ენდო” პოლიციელებს, რომელთაც ამგვარი მოთხოვნის არსებობა საერთოდ უარყვეს.

 

კერძოდ, სასამართლომ არ გაიზიარა ვეტერანთა განმარტებები მათი ქმედებების კანონიერების შესახებ და არც დაცვის მოწმეების ჩვენებები იმ ერთადერთი მოტივით, რომ ისინი არ “ემსახურებოდა საქმეზე რეალური ფაქტების დადგენის მიზანს და მოხმობილი იყო მათ მიმართ მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით”. სამაგიეროდ, სასამართლომ მთლიანად გაიზიარა მეორე მხარის – პოლიციელთა არგუმენტები და არ ახსნა, თუ რატომ იყო ეს არგუმენტები უფრო მეტად სარწმუნო, ვიდრე მოწინააღმდეგე მხარისა.

 

ამრიგად, 2011 წლის 4 იანვრის სასამართლო დადგენილება არის გამოტანილი მხარეთა თანასწორობისა და მართლმსაჯულების საქვეყნობის პრინციპების დარღვევით. ამასთან, არ არის დადგენილი თითოეული ვეტერანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხი, თუკი მივიჩნევთ, რომ ასეთი საერთოდ არსებობს. საქმე გვაქვს პირთა ჯგუფის კოლექტიურ პასუხისმგებლობასთან, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შერჩეულ იდენტურ და არაადექვატურ სახდელებთან. ყოველივე ეს შეუსაბამობაშია ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის 1-ლ პუნქტთან, რომელიც იცავს სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

 

-- მოკლე შინაარსი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო წავიკითხე ეგ სტატია და მერე რაა სააკიანცი რომ უხეშად არღვევს ყველანაირ კანონს და ლუდოვიკოსავით თავად როა კანონი ეგ ახალი ამბავია?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო წავიკითხე ეგ სტატია და მერე რაა სააკიანცი რომ უხეშად არღვევს ყველანაირ კანონს და ლუდოვიკოსავით თავად როა კანონი ეგ ახალი ამბავია?

 

არავის აღარაფერი აღარ უკვირს. საკვირველი ის იქნება, რამე კარგი გააკეთონ ხალხისთვის და არა ვირტუალური ტურისტებისთვის, რომლებიც ცოცხალი თავით არ ჩამოდიან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არავის აღარაფერი აღარ უკვირს. საკვირველი ის იქნება, რამე კარგი გააკეთონ ხალხისთვის და არა ვირტუალური ტურისტებისთვის, რომლებიც ცოცხალი თავით არ ჩამოდიან.

რავიცი აბა სატურნმა ლამის დამახრჩო აზიურად აზროვნებო და ევროპული გლობალიზაციის შემომტანი ტურისტებიც რომ არსად ჩანან :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰო წავიკითხე ეგ სტატია და მერე რაა

მეც ეგ აზრი დამებადა..და მერე რა..?? :) :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მეც ეგ აზრი დამებადა..და მერე რა..??

მერე ის რომ ყველამ კარგად იცის ვინც არის სააკიანცი და ნაცმო და ამ სტატიებით ახალი არაფერი ითქმის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იძახეთ ახლა, მერე რა,

მერე რა და შეძახილმა ხე გაახმოვო, ნათქვამია...

თვიტონ მიშიკომ იმდენი იძახა ოკუპეიშნ, ვიდრე ხმაშეწყობილად არ აალაპარაკა ამერიკა ევროპა,

ამ კაცის ენერგია რომ ქონდეს დღეს ვინმეს, ყოველდრე რომ თქვას, მიშა ჩამოვარდები ლიჟებიდან ან თვითმფრინავიდანო

და კისერს მოიტეხავო, აქამდე გიპსში ექნებოდა ფეხი ჩასმული :givi:

თქვენ ლაპარაკიც გეზარებათ სხვების გასაგონად, უკაკუნეთ მაშინ კლავიატურას უხმოდ :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Marta1

იძახეთ ახლა, მერე რა,

მერე რა და შეძახილმა ხე გაახმოვო, ნათქვამია...

თვიტონ მიშიკომ იმდენი იძახა ოკუპეიშნ, ვიდრე ხმაშეწყობილად არ აალაპარაკა ამერიკა ევროპა,

ამ კაცის ენერგია რომ ქონდეს დღეს ვინმეს, ყოველდრე რომ თქვას, მიშა ჩამოვარდები ლიჟებიდან ან თვითმფრინავიდანო

და კისერს მოიტეხავო, აქამდე გიპსში ექნებოდა ფეხი ჩასმული :givi:

თქვენ ლაპარაკიც გეზარებათ სხვების გასაგონად, უკაკუნეთ მაშინ კლავიატურას უხმოდ :givi:

თავს იიმედებ,თუ ჩვენ გვაიმედებ.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კაცის ენერგია რომ ქონდეს დღეს ვინმეს, ყოველდრე რომ თქვას, მიშა ჩამოვარდები ლიჟებიდან ან თვითმფრინავიდანო

და კისერს მოიტეხავო, აქამდე გიპსში ექნებოდა ფეხი ჩასმული

 

ენერგეტიკულად იცავენ სართიჭალელი მოლები და მაგები. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...