fashisti Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) თამაშში jeopardy შედგა შეჯიბრი ადამიანსა და IBM-ის სუპერ კომპიუტერს შორის (ადამიანებში იგულისხმებიან jeopardy-ის 2 მსოფლიო ჩემპიონი Ken Jennings და Brad Rutter) კომპიუტერისთვის დიდ სირთულეს ის წარმოადგენდა რომ კითხვა შეიძლება იყოს დასმული ნებისმიერი კატეგორიიდან და კითხვებს სვავს ადამიანი ხოლო კომპიუტერმა უნდა გაიგოს და აღიქვას ადამიანის ნათქვამი შემდეგ კი მოძებნოს სწორი პასუხი ეს შეიძლება რთული აღმოჩნდეს ვინაიდან ადამიანი ხშირად უშვებს გრამატიკულ შეცდომებს და ლაპარაკობს სლენგზე (ასევე ბევრი სხვა სირთულეცაა) როგორც გახსოვთ 1997 წელს IBM-ის კომპიუტერმა დაამარცხა ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი... ეს შეჯიბრი არის დაახლოებით ასეთივე მნიშვნელობის რადგან კომპიუტერმა დაამყარა ადამიანთან პირდაპირი კომუნიკაციის გზა რის გამოც კომპიუტერები გადავიდნენ განვითარების შემდეგ საფეხურზე... ტქნიკური თვალსაზრისით ეს ბრძოლა კომპიუტერისთვის უფრო რთული იქნება ვინაიდან ჭადრაკში ყველაფერი კონკრეტულია და ერთმნიშვნელოვნი ხოლო jeopardy-ში ბევრი სირთულეა (პირველ რიგში დასმული კითხვის სწორად გაგება შემდეგ კი სწორი პასუხის მოძებნა და ამ პასუხის გაცემა ადამიანზე უფრო სწრაფად) შეცდომის დაშვების შანსი ან წაგების გაცილებით უფრო მეტია ვიდრე 1997 წელს კასპაროვის წინააღმდეგ თამაშის დროს... IBM-ის ამ სუპერ კომპიუტერს ქვია watson ის დღეს დღეობით არის ყველაზე თანამედროვე კომპიუტერი თავის კლასში. მას 25 მეცნიერი აპროგრამებდა 4 წლის განმავლობაში... იგი შეიცავს პროცესორის 2880 ბირთვს რომელსაც შეუძლია 1 წამში გააკეთოს 80 მილიარდი გამოთვლა იგი ასევე შეიცავს 15 ტერაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას და ზომაში 10 მაცივრის ხელაა http://s013.radikal.ru/i325/1101/17/4f24b097c45f.jpg კომპიუტერში შეყვანილია 200 მილიონი ფურცელი (ინფორმაცია) ესენია: ენციკლოპედიები, ისტორიული წყაროები და უამრავი სხვა რამ... კომპიუტერი არაა მიერთებული ინტერნეტთან ამიტომ მას უწევს მხოლოდ თავის თავზე დაყრდნობა... დასმული კითხვის გაანალიზების შემდეგ იგი თავის მყარ დისკზე შეტანილი 200 მილიონ ფურცელ ინფრომაციაში ეძებს სწორ პასუხს ხოლო სწორი პასუხის მოსაძებნად იგი იყენებს ასობით ალგორითმს რასაც ანდომებს დაახლოებით 3 წამს მოკლედ აგერ უშუალოდ ვიდეო და დატკბით სანახაობით http://www.youtube.com/watch?v=WFR3lOm_xhE თუმცა ეს არ იყო ოფიციალური შეჯიბრი ესე ვთქვათ უბრალოდ მოთელვა იყო... ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა 14,15,16 თებერვალს გაიმართება ოფიციალური ფინალური შეჯიბრი სადაც საბოლოო გამარჯვებული მოიგებს 1 მილიონ დოლარს საპრიზო თანხა კი ასეთია პირველი ადგილი: 1,000,000$მეორე ადგილი: 300,000$მესამე ადგილი: 200,000$ თუმცა ასეა თუ ისე კომპიუტერმა არაოფიციალურად გაიმარჯვა http://s008.radikal.ru/i305/1101/df/ab72a8ad542e.jpg შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ IBM-ის კომპიუტერის ჩასმა რობოტში (რათქმაუნდა შეიძლება რობოტის ინტერნეტით დაკავშირება ასეთ კომპიუტერთან მაგრამ დამოუკიდებელი "რობოტი ბიბლიოთეკა" მაინც სულ სხვაა) http://i012.radikal.ru/1101/66/825b90e2bc12.jpg პ.ს. დამავიწყდა მეთქვა (ეს ჩემი პირადი ვარაუდია თუმცა სხვა ახსნას ვერ ვხედავ) ალბათ ეგ 200 მილიონი ფურცელი ჩაწერეს ოპერატიულ მეხსიერებაში თორე ვინჩესტერზე ჩაწერილ ამხელა ინფორმაციის დასკანირებას 3 წამში ვერანაირად ვერ მოასწრებდა Edited January 24, 2011 by fashisti Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 შემდეგი ნაბიჯი უნდა იყოს ამ IBM-ის კომპიუტერის ჩასმა რობოტში (რათქმაუნდა შეიძლება რობოტის ინტერნეტით დაკავშირება ასეთ კომპიუტერთან მაგრამ დამოუკიდებელი "რობოტი ბიბლიოთეკა" მაინც სულ სხვაა)ჩემი აზრიტ აზრს ვერ ვხედავ რომ jeopardy-ს მოთამაშე რობოტი აუცილებლად ადამიანის ფორმის რობოტი უნდა იყოს თუმცა იგი შეიცავს პროცესორის 2880 ბირთვს რომელსაც შეუძლია 1 წამში გააკეთოს 80 მილიარდი გამოთვლა იგი ასევე შეიცავს 15 ტერაბაიტ ოპერატიულ მეხსიერებას 200 მილიონი ფურცელი (ინფორმაცია)ამ მონაცემების კომპიუტერის მილიარდობით საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ინსტრუქციით დატვირთვა შეიძლება რომელთა მეშვეობითაც რობოტი ბევრ ამონანას გადაწყვეტს დამოუკიდებლად შესაძლებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის არცთუ პრიმიტიული ფორმის შექმნა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted January 28, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 ჩემი აზრიტ აზრს ვერ ვხედავ რომ jeopardy-ს მოთამაშე რობოტი აუცილებლად ადამიანის ფორმის რობოტი უნდა იყოს თუმცაკაცო დილით სახლს რომ დაგილაგებს ეგ რობოტი და მერე ვთქვათ ბავშვი რომ გაცივდეს შეგიძლია ჰკითხო და აბსოლიტურად ამომწურავი პასუხი მიიღო ნებისმიერ სიმპტომებზე დაავადებებზე და რავიცი ან ვთქვათ შეიძლება კაცი ამეცადინოს ფიზიკაში მათემატიკაში ან გინდაც გიტარაზე დაკვრა გასწავლოს უბრალოდ ელაპარაკები რობოტს და ღებულობ შენთვის ნებისმიერ სასურველ ინფორმაციას ნებისმიერ საკითხში ასევე ფიზიკურადაც აძლევ ბრძანებებს წადი ის გააკეთე ან ეს გააკეთე... ძალიან მაგარია ესეთი რამ მხოლოდ ფანტასტიკურ ფილმებშია ახლა კი უკვე რეალობაშიც იქნება ეს უბრალოდ დროის საკითხია ეგ დრო კი უახლოეს მომავალში დადგება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
utilizatori Posted January 28, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 28, 2011 ჩემი აზრიტ აზრს ვერ ვხედავ რომ jeopardy-ს მოთამაშე რობოტი აუცილებლად ადამიანის ფორმის რობოტი უნდა იყოს თუმცა ამ მონაცემების კომპიუტერის მილიარდობით საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ინსტრუქციით დატვირთვა შეიძლება რომელთა მეშვეობითაც რობოტი ბევრ ამონანას გადაწყვეტს დამოუკიდებლად შესაძლებელი იქნება ხელოვნური ინტელექტის არცთუ პრიმიტიული ფორმის შექმნა ადამიანის ფორმის რობოტის შექმნის ცთუნება ძალიან დიდი იყო ყოველთვის ანუ შემოქმედი ხდები ფაქტიურადაალფა და ომეგა იგივე გაიმერო რაც ღმერთმა და ა.შ. ხელოვნურ ინტელექტს რაც შეეხება ძალიან შორს ვართ მაგისგან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted January 29, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 29, 2011 fashistiიმას ვამბობ რომ მაგ კომპიუტერს მხოლოდ jeopardy-ს ტამაში შეუძლია თუმცა თუ ინსტრუქციებს შეუცვლიან იმის ნაწილს მაინც შეძლებს რაც ზემოთ დაწერე მაგრამ ალბათ 20-25 წლის შემდეგ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.