Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ”El Niño”-ს პირველი საუკუნე პრემიერლიგაში


Recommended Posts

http://www.fernando9torres.com/images/img4d35ce870e3fc.jpg

 

 

ფერნანდო ტორესმა მერსისაიდულ დერბში წინა კვირას თავისი მე-100 თამაში ჩაატარა ლივერპულის მაისურით, მოდით მოკლედ გადავავლოთ თვალი მის კარიერას ლივერპულში…

 

 

”წითლების” რიგებში მან 100 თამაშში 63 შთამბეჭდავი გოლის გატანა შესძლო, მისი შეტევები ხშირად დახმარებია როგორც მას ინდივიდუალური პრიზების მოპოვებაში, ისე კლუბს, წარმატების მიღწევაში.

 

 

”ენფილდელმა” 9 ნომრით გულშემატკივრების სიყვარული მალევე დაიმსახურა, მთელი პლანეტის მაშტაბით მისი სახელი, ნომერი და მაისური ყველაზე პოპულარული გახდა, ”ლივერპულში” ტორესის სადებიუტო სეზონის (2008 წლის ბოლოს) დასასრულს საერთაშორისო ორგანიზაციამ ”Barclays Global Fan Report” ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც 185 ქვეყანაში მცხოვრებმა ფეხბურთის ფანმა ფერნანდო აღიარა პრემიერლიგაში მოთამაშე ყველაზე პოპულალურ, საუკეთესო მოთამაშედ.

 

 

ნანდომ ასევე მოიგო ”Barclays Golden Boot 10-goal Landmark Award”, ასევე მოხვდა პრემიერ ლიგის საუკეთესო XI-ში, ასვე ორჯერ გახდა ‘Barclays Player of the Month’-ის მფლობელი. მან მოიგო PFA-ს მიერ დაწესებული ჯილდო და უამრავი პრიზი, რომლთა სიის გაგრძელებაც გაგვიჭირდება.

 

 

ტორესმა მოახერხა პრემიერლიგის დარჩენილი 19 კლუბიდან 17-ის კარის აღება. გამონაკლისი იყო ”ბირმინგემი” და ”ვულვერჰემპტონი”(მაგრამ მან გუშინდელ მატჩში დუბლის გაფორმება მოახერხა). ”El Niño” -ს აქვს 10 გოლი გატანილი ”დიდი სამეულის” წინააღმდეგ: ”არსენალი”(2), ”მანჩესტერი”(3), ”ჩელსი”(5), მისი ფავორიტი სწორედ ჩელსია, რომელის წინაარმდეგაც პირველი გოლი გაიტანა. ასევე 3 გოლის აქვს გატანილი, ქალაქ ლივერპულის მეორე გუნდის, ”ლურჯების” კარში.

 

 

აქვე იხილეთ რამდენიმე გოლი მისი შესრულებით, რომელიც კლუბს გადამწყვეტ და მნიშვნელოვან შეხვედრებში ეხმარბოდა.

 

 

ჩელსი-ლივერპული (19 აგვისტო-2007)

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...