planetanews Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 http://gtn.ge/wp-content/uploads/2009/11/Nogaideli_zura_663847745-300x234.jpgმოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” თავმჯდომარის პოსტიდან გადაყენებული ზურაბ ნოღაიდელი ახალი პოლიტიკურ მოძრაობის პრეზენტაციას ხვალ გამართავს .პრეზენტაცია თბილისში, 13:00 საათზე, ლვოვის ქ. #56-ში გაიმართება. ახალ პოლიტიკურ მოძრაობას სხვა სახელწოდება ექნება, თუმცა შინაარსობრივად იგივე სტრუქტურა ექნება, როგორც “სამართლიან საქართველოს”. ზურაბ ნოღაიდელს მის მიერვე შექმნილი პარტიის თავმჯდომარის პოსტი თანაპარტიელების ნაწილის მოთხოვნით, მიმდინარე წლის 11 იანვარს დაატოვებინეს. მოძრაობა “სამართლიანი საქართველოსთვის” ქვეყნის მასშტაბით 67 რაიონულ ორგანიზაციას აერთიანებს. ნოღაიდელი ახალ მოძრაობაში ამ ორგანიზაციების შენარჩუნება აპირებს, პოლიტიკურ ასპარეზზე განახლებული ბრძოლის მეთოდებზე კი ხვალინდელ პრეზენტაციაზე ისაუბრებს. IPN Share View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts