asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 kisaasdsპო;იტფორუმზე ბანი აიკიდე თუ რა ხდება?ეხლა ჩვენ ხარჯზე გინდა თვითრეალიზება? .... ეგ თვითრეალიზება თქვენ ხარჯზე როგორ არის? ან შენ და სხვა ფორუმელები აქ თვითრეალიზების მიზნით პოსტავთ? რავიცი ხალხო ტიპი დროს ვკლავ და რაღაც ამბავში ვერთობი : )) თქვენ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობთ პოლიტგანყში პოსტვით? ) ხანდახან მართლა კარგს იტყვი ხოლმე კისა ..... T_A_T რა იყო პირველად გაიგე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტებს რომ თრეულობდა ხალხი ცხინვალში? ვლადიკავკაზში ამდენი ქართველი, ქართველი/აზერბაიჯანელი და ქართველი/სომეხი ციდან ჩამოფრინდა შენი აზრით? :018: აფხაზეთზე კი ვთქვი რასაც ვფიქრობ და ვიღაც არაკომპეტენტურმა იდიოტმა რომ მოქალაქეობაზე უარი უთხრა შენ ნაცნობს იმას არ ნიშნავს რომ სოხუმის პოლიტიკაა ასეთი.. პლუს ხაზგასმით ავღნიშნე რომ სასურველია დევნილების დაბრუნება სოხუმთან იყოს შეთანხმებული გაუგებრობების თავიდან აცილება რომ მოხერხდეს.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsეგ თვითრეალიზება თქვენ ხარჯზე როგორ არის? უი ჟერტვა ვარ? რა იყო პირველად გაიგე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტებს რომ თრეულობდა ხალხი ცხინვალში? ოოო დაიწყო ეხლა ისევ-სირტულეს ვადარებ კაცო -შტო ვ ცხინვალე კოზა ტო ვ სუხუმე ბიკ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asds ეგ თვითრეალიზება თქვენ ხარჯზე როგორ არის? აი ესერავიცი ხალხო ტიპი დროს ვკლავ და რაღაც ამბავში ვერთობი : ))შენით დაწერე მიზეზი ეს რომ მე მეთქვა ჰაერში გაიკვანძებოდი და 10 პროსტინა პოსტს გამოაცხობდი თუმცა არც ეხლაა გვიან თქვენ პოლიტიკური კარიერის გაკეთებას ცდილობთ პოლიტგანყში პოსტვით? კე! მე ტატი , მაკა და მარტა ვაპირებთ საპრეზიდენტო არჩევმნებში ჩვენი კანდიოდატურების დაყენებასრით ვართ ბურჯიკაზე ნაკლები ბარიშნები :018: ხანდახან მართლა კარგს იტყვი ხოლმე კისა მაქსიმალურად ვცდილობ გაგრთო მეტი რა ვქნა ეხლა, კოკოიტთან ვერ წავალ ოღონდ, არც მთხოვო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 kisaკე! მე ტატი , მაკა და მარტა ვაპირებთ საპრეზიდენტო არჩევმნებში ჩვენი კანდიოდატურების დაყენებასრით ვართ ბურჯიკაზე ნაკლები ბარიშნები მე პას------ვერ ვიტან იამამოტოს სამკაულებს და შანელის კასწიუმჩიკებს....მე ვიქნები თქვენი გერკულესის კაშა-ჩაგიდგებით ოპოზიციაში და სულ ტოტებს დაგიმტვრევთ ფოთლებს დაგაწიწკნიტ,,,, :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 T_A_Tფოთლებს დაგაწიწკნიტ,,,,მწვანე ფო.....ბს ხელი უშვი! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) McLarenეთნოწმენდას ვერასდროს ვერ ექნება გამამართლებელი მიზეზი. რას ნიშნავს ქართველების პლაცდარმი იყო? 2008-ში რუსებმა დაიპყრეს მთელი ლიახვის ხეობა, და იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსებისთვის? არადა მაგ სოფლების განადგურება უკვე ომის მერე მოხდა. რეალურად ამათ არ უნდოდათ რომ ცხინვალთან ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყო. ეგაა ზუსტად ფაშიზმი......შენ თავად ამბობ რომ არ უნდოდათ ცხინვალის ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყოო (ალბათ მიზეზი ქონდათ "არ ნდომებისთვის"), არც მე ვთქვი რაიმე განსხვავებული. ანკლავს დაარქმევ ეხლა იმ სოფლებს თუ პლაცდარმს ეს ინტერპრეტაციის და ლინგვისტური წიაღსვლების ამბავია.. ეთნოწმენდას გამართლება არ აქვს და მე პირადად არ ვამართლებ, უბრალოდ შევეცადე იმ მიზეზების დანახვას თუ რამ აიძულა ცხინვალი ისე ემოქმედა რამდენიმე ქართულ სოფელთან მიმართებაში როგორც იმოქმედა.. როცა ეთნოწმენდაზეა საუბარი სამართლიანი იქნებოდა იმაზეც გეთქვა ერთი ორი სიტყვა ეთნიკურად ქართველმა უმრავლესობამ ქართლის ტერიტორიაზე რა და როგორ მოუწყო ოსი ეროვნების ადამიანებს.. მერეა და აგვისტოს ომი ვინ დაიწყო დღესაც საკამათოა შენთვის? სააკაშვილმა დაიწყო ხო? სააკაშვილი საქართვეოს სახელით მოქმედებს ხო? ხოდა საქართველოს და საქართვეოს მოსახლეობას მოუწია მაგ ნაგიჟარის დანაშაულებებზე პასუხის გებაც და რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ვერც დროს დავაბტუნებთ უკან და ვერც ქართველებსა და ოსებს შევარიგებთ ერთ და ორ დღეში.. .... "რა თქმა უნდა თბილისმა უნდა იზრუნოს კომპენსაციებზე, მას მერე რაც აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია აღდგება. მანამდე უბრალოდ წარმოუდგენელია რა სახით უნდა გასცეს თბილისმა კომპენსაციები. რომელიმე ბანკში ბაღაფშის პირად ანგარიშზე უნდა გადმორიცხოს თანხა, თუ კურიერები შეუშვას აფხაზეთში და ეგრევე ქეშად დაურიგოს ვის რაც ეკუთვნის?"..... აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს იურისდიქცია ვეღარასდროს აღსდგება იმ ფორმით რა ფორმითაც კონფლიქტებამდე იყო. ეს იმას არ ნიშნავს რომ მხარეების დაახლოვების პროცესს არ უნდა ქონდეს ადგილი და მით უმეტეს არ ნიშნავს რომ მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის კონტექსტში არ შეიძლება სხვა საკითხებთან ერთად კონპენსაციების საკითხის განხილვა/გადაწყვეტა.. ....... "ბაღაფშს აქვს ნათქვამი, რომ აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღარსდროს აღარ იქნებიანო. მან ეს მოაყოლა დევნილების დაბრუნების საკითხს. ლაპარაკი იყო მხოლოდ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე. მეორე, აფხაზეთის მოქალაქე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მაგ პასპორტით აფხაზეთის ტერიტორიას ვერ გაცდები, და მაგ ტერიტორიაზე ვინმემ თუ რამე გიქნა, შენი პატრონი არავინაა, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. მაგიტომაა რომ ყველას რუსული პასპორტი უდევს მანდ. და მაგ მოქალაქეობის პირობის წაყენება, უბრალოდ შანტაჟია "... შესაძლოა შანტაჟად შეაფასო სოხუმის მხრიდან აფხაზეთის მოქალაქეობაზე აპელირება, შეიძლება სხვა რამედ, მაგრამ როგორც აღიარებული რესპუბლიკა სოხუმი ვალდებულია საქმეთა წარმოება დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან შესაბამისობაში მოიყვანოს.. მესმის რომ აფხაზებთან ურთიერთობების მოგვარება და დევნილების დაბრუნების პროცესი კომპლექსური თემაა და მარტივად არ გადაწყდება, მაგრამ თუ თბილისში ადეკვატური ხელისუფლება იქნება დარწმუნებული ვარ, რომ სოხუმი გალის რაიონშიც დააბრუნებს დევნილებს და დანარჩენ აფხაზეთშიც. ბაღაფშმა რა თქვა და როგორ თქვა უმცირესობა-უმრავლესობასთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს. აფხაზები უკვე დღეს უმცირესობაში არიან და ობიექტური რეალობიდან გამომდინარე ვერ მოახერხებენ დომინანტი ეთნოსის როლის შენარჩუნებას.. Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 kisa"აი ესე მაქსიმალურად ვცდილობ გაგრთო " პრინციპში მეც იგივეს არ ვაკეთებ? გართობთ რა შეძლებისდაგვარად. დიდი კლოუნობას ვერა, მაგრამ პატარა მასხარაობას ქე გავქაჩავ რამეფრა :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsროცა ეთნოწმენდაზეა საუბარი სამართლიანი იქნებოდა იმაზეც გეთქვა ერთი ორი სიტყვა ეთნიკურად ქართველმა უმრავლესობამ ქართლის ტერიტორიაზე რა და როგორ მოუწყო ოსი ეროვნების ადამიანებს..მე არასდროს არ გამიმართლებია ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური პოლიტიკა. მაგრამ იმის მერე 20 წელი გავიდა. რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს ექმნება დღეს პრობლემა საქართველოში საკუთარი ეროვნების გამო? რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს უთხრეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იცხოვრო იქ სადაც კონფლიქტამდე ცხოვრობდი შენი ეროვნებისდა გამო? ცხადია თუ ვინმეს სახლი აღარ დარჩა აქეთ, კომპენსაციაც ეკუთვნის, და ბოდიშის მოხდაც ეკუთვნის ოფიციალურ თბილისს. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად საქართველოში დღეს სხვა რეალობაა, ხოლო სეპარატისტულ რეგიონებში ზუსტად ისევენაირად აზროვნებენ, როგორც 90-იანების დასაწყისში. დღემდე ეროვნების გამო ავიწროვებენ ხალხს, და ამას ღიად აცხადებენ. და რუსეთი ასევე ღიად უჭერს ამ ყველაფერს მხარს. მერეა და აგვისტოს ომი ვინ დაიწყო დღესაც საკამათოა შენთვის? სააკაშვილმა დაიწყო ხო? სააკაშვილი საქართვეოს სახელით მოქმედებს ხო?ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, საქართველოს ცხინვალში 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. არც ერთი ოფიციალური განცხადება არ არსებობს, რომ ოსებმა უნდა დატოვონ საკუთარი სახლები. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რომ ქართველს მიზანმიმართულად მოეკლა ან სახლიდან გაეძევებინა რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანი. აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე საქართველოს იურისდიქცია ვეღარასდროს აღსდგება იმ ფორმით რა ფორმითაც კონფლიქტებამდე.. ეს იმას არ ნიშნავს რომ მხარეების დაახლოვების პროცესს არ უნდა ქონდეს ადგილი და მით უმეტეს არ ნიშნავს რომ მომავალში საერთო კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნის კონტექსტში არ შეიძლება სხვა საკითხებთან ერთად კონპენსაციების საკითხის განხილვა/გადაწყვეტა..მაგრამ მაშინ რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, და რამე ფორმა უნდა მოინახოს თუ როგორ მოხდება ამ თანხის გახარჯვა. + რუსეთმაც შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეეშვას ეროვნებისდა მიხედვით ადამიანების ბედის გადაწყვეტას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) ეს ქვეყანა ამ ხელისუფლებას დავუთმოთ??? რა ელჩები რის ელჩები ტო??? რა არის ევრ გავიგე ესე მგონია სიტუაციას იყენებენ სხვა ქვეყანაში რომ წავიდნენ.. რატომ არ სტხოვენ ხელისუფლებას უფრო რადიკალურად? ხმმმ მაგათ მხარდამჭერ აქციაზე მივედი და ესენი მაშინ საელჩოებს ტავშესაფარს ტხოვდნენ.. ხმმმ ======აფხაზებს მაინცს სთხოვონ თავშესაფარი... რა უბედურებააა Edited January 23, 2011 by PEPE. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ოსების არ ვიცი,მაგრამ აფხაზები ლტოლვილებს არ მიიღებენ..თორემ აქამდე ბევრი დაბრუნდებოდა.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Ostap Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 დევნილები საქართველოს მოქალაქეობაზე უარს ამბობენ საინტერესოა ხელისუფლების მხრიდან თუ იყო რაიმე რეაქცია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ოსების არ ვიცი,მაგრამ აფხაზები ლტოლვილებს არ მიიღებენ..თორემ აქამდე ბევრი დაბრუნდებოდა..კაცო დაბრუნებაზე კი არააა...წარმოიდგნე ეს რამხელა ციებ-ცხელებას გამოიწვევდა და რა სირცხვილი იქნებოდა საქარტველოსთვის. აქედან გამომდინარე ხელისუფლებას მოუწევდა მათი მოტხოვნების დაკმაყოფილება რატა არ შერცხვენილიყვნენ საერტაშორისო არენაზე თუნდაც...აი დევნილები კი მააგზე როგორც ცანს არ ფიქრობენ ევროპაში ჰგონიათ ოქროს კოშკებს დაახვედრებენ საინტერესოა ხელისუფლების მხრიდან თუ იყო რაიმე რეაქციაკიდიათ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) McLaren"მე არასდროს არ გამიმართლებია ეროვნული მოძრაობის ნაციონალისტური პოლიტიკა. მაგრამ იმის მერე 20 წელი გავიდა. რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს ექმნება დღეს პრობლემა საქართველოში საკუთარი ეროვნების გამო? რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანს უთხრეს, რომ შენ არ გაქვს უფლება იცხოვრო იქ სადაც კონფლიქტამდე ცხოვრობდი შენი ეროვნებისდა გამო? ცხადია თუ ვინმეს სახლი აღარ დარჩა აქეთ, კომპენსაციაც ეკუთვნის, და ბოდიშის მოხდაც ეკუთვნის ოფიციალურ თბილისს. მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავად საქართველოში დღეს სხვა რეალობაა, ხოლო სეპარატისტულ რეგიონებში ზუსტად ისევენაირად აზროვნებენ, როგორც 90-იანების დასაწყისში. დღემდე ეროვნების გამო ავიწროვებენ ხალხს, და ამას ღიად აცხადებენ. და რუსეთი ასევე ღიად უჭერს ამ ყველაფერს მხარს." ერთის მხრივ გეთანხმები, დღეს ეთნიკურ უმცირესობებზე საქართველოში ისეთი ზეწოლა არ ხორციელდება როგორც 90-იან წლებში და ეს მისასალმებელია, მაგრამ ზეწოლის ელემენტებს ნამდვილად აქვს ადგილი და ამ მხრივ დასახვეწი არც თუ ისე ცოტაა.. გეთანხმები იმაშიც რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შემწყნარებლობის ხარისხი გაუმჯობესებას საჭიროებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რომ საქართველო და თბილისი იყო და იმედია არის განათლებისა და კულტურის კერა ბოლო საუკუნეებში და არა სოხუმი ან ცხინვალი.. გარკვეული ჩამორჩენა ჰუმანიტარული- ცივილიზაციური თვალსაზრისით სამხრეთ ოსეთისთვისაც რეალური პრობლემაა და აფხაზეთისთვისაც, თუმცა ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ დროის საკითხია ვითარების გაუმჯობესება და შემწყნარებლობისა და ტოლერანტონის ხარისხის ამაღლება.. გარდა ამისა ქართველი და ოსი ხალხის უერთიერთშეღწევის, გინდაც ინტეგრირების ხარისხი იმდენად მაღალია, რომ მომავალში ხალხებს შორის ჯამრთელი ურთიერთობების აღდგენა გარდაუვალი მგონია. ეს ფაქტორი თავისთავად დააჩაქარებს დევნილების დაბრუნებისა და მთლიანობაში მხარეების დაახლობის თემას. აფხაზეთთან მიმართებაში ვითარება ცოტა უფრო რთულადაა, მაგრამ ოფიციალური თბილისის ადეკვატური მოქმედებების შემთხვევაში ვფიქრობ აფხაზებისა და ქართველების შერიგება სოხუმის პრიორიტეტულ ინტერესთა სფეროში შეიძლება აღმოჩნდეს, რაც თავისთავად თბილისის ინტერესიც არის. თუნდაც იმიტომ რომ აფხაზი ეთნოსი ფიზიკურად გადარჩეს და რუსეთში არ გაითქვიფოს.. "ვისაც არ უნდა დაეწყო ომი, საქართველოს ცხინვალში 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყვია. არც ერთი ოფიციალური განცხადება არ არსებობს, რომ ოსებმა უნდა დატოვონ საკუთარი სახლები. არც ერთი ფაქტი არ დადასტურდა, რომ ქართველს მიზანმიმართულად მოეკლა ან სახლიდან გაეძევებინა რომელიმე ოსი ეროვნების ადამიანი." კი ბატონო, ქართულ მხარეს 2008 წელს ეთნოწმენდა არ მოუწყია, მაგრამ ეს ალბათ უფრო იმიტომ რომ საომარი მოქმედებები საქართველოსთვის არასასურველი სცენარით განვითარდა და არა იმიტომ რომ ოფიციალური თბილისის პოლიტიკა იყო ასეთი.. კაცმა არ იცის რამდენი ოსი ეროვნების ადამიანი იცხოვრებდა დღეს სამხრეთ ოსეთში სააკაშვილის დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურა წარმატებით რომ დასრულებულიყო.. აქვე ვიტყვი რომ ჩემი აზრით სააკაშვილის დავალებას/ამოცანას აგვისტოს დანაშაულებრივი სამხედრო ავანტიურის დროს კონფლიქტში რუსეთის ჩათრევა წარმოადგენდა და არა სამხრეთ ოსეთში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა. ... "მაგრამ მაშინ რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, და რამე ფორმა უნდა მოინახოს თუ როგორ მოხდება ამ თანხის გახარჯვა. + რუსეთმაც შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას და შეეშვას ეროვნებისდა მიხედვით ადამიანების ბედის გადაწყვეტას." რათქმაუნდა გეთანხმები. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და კორუფციული ელემენტებისგან დაცლილი უნდა იყოს. ნებისმიერ შემთხვევაში ვფიქრობ რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემაზე სერიოზული მუშაობა მხოლოდ მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, როდესაც საქართველოში ადეკვატური ხელისუფლება იქნება და არა სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმი.. Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 Ostapსაინტერესოა ხელისუფლების მხრიდან თუ იყო რაიმე რეაქცია ხვალ საჯაროდ ერორების მეშვეობით ბოდიშის მოხდას აპირებენ.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 PEPE.წარმოიდგნე ეს რამხელა ციებ-ცხელებას გამოიწვევდა და რა სირცხვილი იქნებოდა საქარტველოსთვის.ვერ წარმოვიდგინე..იმიტომ რომ დიდი-დიდი აღშფოთებას გამოიწვევდა და რომც გამოეწვია რამე,ერორები მაინც მორიგ გამარჯვებათ ახარებდნენ ქვეყანას.. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.