kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsთქვენ ხალხო ოსურ მედიარესურსებს ადევნებთ თვალყურს პერიოდულად მაინც? რატომ უნდა ვკითხულობდე?ამიხსენი - რატომ?შენ და აქუნდა აგერ არ ხართ - მოკლედ და პოპულარულად ხსნით ყველაფერს, თან ძალიან გასაგებადაც ახალგორში რატომ არცერთ მოქალაქეს არ შეუქმნეს პრობლემა და რაღა მაინც და მაინც ცხინვალის მიმდებარე სოფლებსგაუსწორდნენ? ხო, აი ამათ ეშველათ!სამოთხეში აღმოჩდნენ, თან ისე კარგად არიან, რომ გვშურს რა ვქნა ახალგორში ხომ არ გადავსახლდე? აგერ ტატი თავშესაფარს ეძებს, მიასწავლე იქნებ მოეწონოს ეს აზრი asdsახალგორის რაიონში რატომ არცერთი სახლი არ გაანადგურეს და რატომ არცერთი მოქალაქე არ შეავიწროვეს? საიდან იცი რომ არ შეავიწროვეს ?იმიტომ, რომ ესე გითხრეს?რავი, ეს სხვა უზერს უნდა კითხო - კანადაში რომ გაქუსლა - მისი მშობლიური ახალგორი აქვე არ იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) kisaხო, აი ამათ ეშველათ!სამოთხეში აღმოჩდნენ, თან ისე კარგად არიან, რომ გვშურს რა ვქნა ახალგორში ხომ არ გადავსახლდე? .... ირონიზირება არ არის საჭირო, პასუხი რომ არ გაქვს ეგ ცუდი არ არის, რადგან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის მსგავსად არც შენ ფლობ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში მიმდინარე პროცესებზე.. ახალგორის რაიონში არავინ შეაწუხეს, რადგან იგივე ქურთას და თამარაშენის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით ახალგორელებს ოსი მეზობლები არ დაუხოციათ და არც გამსახურდიას და არც სააკაშვილის რეჟიმების დროს ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ.. ეს არის და ეს.. იმიტომ არის რომ არაფერს ახალგორის რაიონის მაცხოვრებელ ქართველებს არ ერჩიან.. ასეა თუ ისეა ლტოლვილებს ყველა უფლება აქვთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეობა მიიღონ. რაც მთავარია ეს შესაძლებელია. არა ბიჭო მიშპოცას სიგიჟეების გამო თბილისის ქუჩებში უნდა ათენონ და აღამონ, იქნებ თავებიც დაიხოცონ სააკიანცის გასახარად??? Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) kisaსაიდან იცი რომ არ შეავიწროვეს ?იმიტომ, რომ ესე გითხრეს?რავი, ეს სხვა უზერს უნდა კითხო - კანადაში რომ გაქუსლა - მისი მშობლიური ახალგორი აქვე არ იყო?..კისა თემაზე რომ კამათობ კარგია, მაგრამ მეტი ინფორმირებულობის ჰამბავში ერთ ახალგორიდან დევნილთან მაინც გისაუბრია? ბოდიში და ჯერ კიდევ მანდ ვიყავი კავკასიაზე რომ უთმობდნენ ეთერს ერთ ახალგორელ აქტიურ ახალგაზრდა ქალს და ოსები არაფერს გვერჩიან, სააკაშვილის რეჟიმი გვიქმნის პრობლემებსო რომ უბნობდა.. ჩემი თუ არა აქუვიზიასი ხომ გჯერა? : ))) Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ასეა თუ ისეა ლტოლვილებს ყველა უფლება აქვთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეობა მიიღონ.გაცხადებული და არდაცული უფლება აქვთ - არავინ იქ მათ არც ელის და არც შეუშვებს და არც უშვებსაგერ არიან ლამის 20 წელი დეიდაცემი და ბიძაცემი, რომლებიც სრულიად მშვიდობიანი მოსახლეები იყვნენ. ერთი რეპორტაში ან თუდაც რამოდენიმე ადამიანის ნათქვამი არაფერს ნიშნავს, კოკოითისთვის მომისმენიადა მისი განცხადებები კარგად მახსოვს აფხაზებზეწ რომ აღარაფერი ვთქვა.გალის რაიონიდან არის ჩემი დაქალი - დისშვილი წამებით მოუკლეს რამოდენიმე წლის წინ მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი იყო. მორჩა შენთან ბაასი - ერთობი, მე კი უსაფუძვლო ლაი-ლაი მეზარება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 kisa ოკ დავასრულოთ.. ..... ისე გალის რაიონში რამდენი ათასი ქართველი ცხოვრობს ხომ არ იცის ვინმემ? აფხაზეთში მოქმედი კრიმინალური ბანდ-ფორმირებების "სამიზნე" მარტო ქართველები ხდებიან თუ აფხაზებიც, სომხებიც და რუსი დამსვენებლებიც? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsახალგორის რაიონში არავინ შეაწუხეს, რადგან იგივე ქურთას და თამარაშენის მაცხოვრებლებისგან განსხვავებით ახალგორელებს ოსი მეზობლები არ დაუხოციათ და არც გამსახურდიას და არც სააკაშვილის რეჟიმების დროს ძმათამკვლელ ომში მონაწილეობა არ მიუღიათ..და ლიახვის ხეობაში ყველა მეზობლების ხოცვით იყო დაკავებული არა? ის საწყალი 12 მოხუცი კეხვში რომ დახვრიტეს უკვე ომის მერე, ესენიც ალბათ ოსებს კლავდნენ ხო? ასეა თუ ისეა ლტოლვილებს ყველა უფლება აქვთ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში დაბრუნდნენ და ადგილობრივი მოქალაქეობა მიიღონ. რაც მთავარია ეს შესაძლებელია.მგონი შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ იხილავდა რუსულ-აფხაზური რაღაც კომისია, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში ქონების დაბრუნების საკითხს. და დაასკვნეს რომ ჯერ საქართველომ უნდა გადაუხადოს აფხაზეთს 13 მილიარდი დოლარი, და შემდეგ აფხაზური თვითმარქვია ხელისუფლება ამ ხალხს დაურიგებს კომპენსაციებს. აფხაზეთში დაბრუნებაზე კიდე ნურც იოცნებონო. ლოგიკა ამიხსენი? ჯერ ერთი რა შუაშია საქართველო როცა ლაპარაკი რუსეთის მოქალაქეებზე მიდის? მეორე საკითხი, თანამედროვე სამყაროში არც ერთ პასპორტში არ იწერება ეროვნება. ხოდა ადამიანის ქართველობის შემოწმებას როგორ აპირებენ? გვარის დაბოლოებით? ამას ფაშიზმის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. შენ კიდევ იძახი რომ ესენი თბილისიდან წამოსულ დევნილებს მიიღებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 McLarenasdsჩემთან იყო ლტოლვილი- დედით აფხაზი. მშობლები იქ დარჩნენ. დედა მალე გარდაიცვალა ეს ჩავარდნილი მამის სანახავად დადიოდა ხოლმე, რომელსაც ბიძა-ბიძაშვილი აფხაზები პატრონობდნენ. ბევრჯერ ვტხოვეო გამიკეტეტ საბუტები რომ ჩამოვალ და დავრჩები ბარემ-მამა რომ მოკვდება სახლი ისე როგორ იყოსო...არაო ვერ გაგიკეტებტო...ტუ ქმარტან გაყრას გააკეტებ . მარტო ჩამოხვალ და მერე რუსულ მოქალაქეობას მიიღებ კიდე შეიძლება ჩალიჩიო...ოჯახს იმიტომ არ მიკეტებენ -რუსებისგან ქონიათ "უკაზი" არანაირი შერეული ოჯახები არ შემოუშვათო-ერტი რომ წამოვა მერე მოყვება და მოყვებაო...მთლად მეგრელებზე( ქართველებზე) საერტოდ არაა ბაასი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) McLarenდა ლიახვის ხეობაში ყველა მეზობლების ხოცვით იყო დაკავებული არა? ის საწყალი 12 მოხუცი კეხვში რომ დახვრიტეს უკვე ომის მერე, ესენიც ალბათ ოსებს კლავდნენ ხო? .... მე მგონი გასაგებად ვთქვი რომ ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლებიდან რეგულარულად ხდებოდა დიპლომატიურად რომ ვთვქა ვითარების დაძაბვა. ქურთას, თამარაშენს და ცხინვალის მიმდებარედ მდებარე სხვა ქართულ სოფლებს ოსები ვერ იტანდნენ, რადგან ამ სოფლებში და ამ სოფლების მკვიდრთა ხელით 90-იანი წლებიდან მოყოლებული ათეულობით ოსი ეროვნების ადამიანი დაიღუპა.. სწორედ ამ სოფლებიდან იწყებოდა ყველა სამხედრო ოპერაცია რომელსაც თბილისი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ იწყებდა, გინდა გამსახურდიას დროს და გინდა სააკაშვილის დროს.. ეს არის ფაქტი და ვინაიდან აღნიშნული ქართული სოფლები პლაცდარმის როლს ასრულებდნენ თბილისის აგრესიული მოქმედებებისას ოსებმა ამ პლაცდარმის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება გადაწყვიტეს და ესეც არის მიზეზი იმისა რომ რიგი ქართული სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული.. ვიმეორებ რომ მე პირადად არ ვამართლებ ასეთ ქმედებას, მაგრამ ვხედავ იმ მიზეზებს თუ რატომ გააკეთა ცხინვალმა ის რაც გააკეთა.. რაც შეეხება მშვიდობიანი მოსახლეობის ფიზიკურ განადგურებას არაერთხელ მაქვს ნათქვამი რომ სამხედრო დამნაშავეები უნდა დაისაჯონ და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს ოსი ეროვნების ბოროტმოქმედია უდანაშაულო ადამიანების სისხლში გარეული, ქართველი თუ რუსი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს! "მგონი შენ არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. სულ რაღაც ერთი კვირის წინ იხილავდა რუსულ-აფხაზური რაღაც კომისია, რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველი ლტოლვილების აფხაზეთში ქონების დაბრუნების საკითხს. და დაასკვნეს რომ ჯერ საქართველომ უნდა გადაუხადოს აფხაზეთს 13 მილიარდი დოლარი, და შემდეგ აფხაზური თვითმარქვია ხელისუფლება ამ ხალხს დაურიგებს კომპენსაციებს. აფხაზეთში დაბრუნებაზე კიდე ნურც იოცნებონო. ლოგიკა ამიხსენი? ჯერ ერთი რა შუაშია საქართველო როცა ლაპარაკი რუსეთის მოქალაქეებზე მიდის? მეორე საკითხი, თანამედროვე სამყაროში არც ერთ პასპორტში არ იწერება ეროვნება. ხოდა ადამიანის ქართველობის შემოწმებას როგორ აპირებენ? გვარის დაბოლოებით? ამას ფაშიზმის გარდა სხვას ვერაფერს დაარქმევ. შენ კიდევ იძახი რომ ესენი თბილისიდან წამოსულ დევნილებს მიიღებენ. " .... რაც შეეხება აფხაზეთს. თქვენ ხალხო როგორ ფიქრობთ სოხუმში იდიოტები ზიან? არა მართლა ფიქრობთ რომ მარტო თბილისში შეიძლება აზროვნებდნენ და სოხუმში და ცხინვალში გაგებაში არ არიან არაფრის? სოხუმმა არაერთხელ განაცხადა რომ იმ მოქალაქეებს რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში უპრობლემოდ დააბრუნებდა აფხაზეთში თუ ეს ადამიანები აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებდნენ და თავად დევნილთა დაბრუნების პროცესი ორგანიზებული და შეთანხმებული იქნებოდა. მნიშვნელობა სოხუმისთვის არ აქვს რუსეთის მოქალაქე გახდა ეს მოქალაქე თუ ამერიკის.. სოხუმს რათქმაუნდა აქვს გარკვეული მოთხოვნები და როგორც მხარეს რომელიც თბილისის აგრესიის მსხვერპლი გახდა და რომელიც დღეს აკონტროლებს აფხაზეთს ალბათ აქვს მორალური და სამართლებლივი უფლება იმისა რომ მომავალში ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით პრევენციულ ზომებს მიმართოს.. რაც შეეხება 13 მილიარდიან კონპენსაციას (უშუალოდ კონპენსაციის თანხა გამჭვირვალედ უნდა გაიშიფროს) მე პირადად ვფიქრობ რომ თბილისმა აფხაზეთსაც უნდა აუნაზღაუროს ომისა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ფაქტიური ბლოკადის შედეგად მიყენებული ზარალი და სამხრეთ ოსეთსაც.. თავის მხრივ სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმაც უნდა მისცეს კონპენსაცია იმ მოქალაქეებს რომელთაც საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი სახლები დაკარგეს და წლები დევნილობაში გაატარეს.. რა არის ამაში ან ალოგიკური ან უსამართლო? სხვა ქვეყანას, მაგალითად რუსეთს რომ ეხებოდეს ეს ყოველივე უსამართლოდ ჩათვლიდი დაუშვად დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გარდაქმნილი ჩეჩნეთის მოთხოვნას კონპენსაციაზე? Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) T_A_Tჩემთან იყო ლტოლვილი- დედით აფხაზი. მშობლები იქ დარჩნენ. დედა მალე გარდაიცვალა ეს ჩავარდნილი მამის სანახავად დადიოდა ხოლმე, რომელსაც ბიძა-ბიძაშვილი აფხაზები პატრონობდნენ. ბევრჯერ ვტხოვეო გამიკეტეტ საბუტები რომ ჩამოვალ და დავრჩები ბარემ-მამა რომ მოკვდება სახლი ისე როგორ იყოსო...არაო ვერ გაგიკეტებტო...ტუ ქმარტან გაყრას გააკეტებ . მარტო ჩამოხვალ და მერე რუსულ მოქალაქეობას მიიღებ კიდე შეიძლება ჩალიჩიო...ოჯახს იმიტომ არ მიკეტებენ -რუსებისგან ქონიათ "უკაზი" არანაირი შერეული ოჯახები არ შემოუშვათო-ერტი რომ წამოვა მერე მოყვება და მოყვებაო...მთლად მეგრელებზე( ქართველებზე) საერტოდ არაა ბაასი ..... კიბატონო შენი ნაცნობი ლტოლვილი შესაძლოა სოხუმიდან იყო, გაგრიდან ან გუდაუთიდან ვთქვათ და პრობლემები შეექმნა საბუთების აღებაში, მაგრამ პირადად მან აფხაზეთის ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართა აფხაზეთის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით? სოხუმი რამდენადაც ვიცი მოსახლეობის ეტაპობრივი დაბრუნების მომხრე იყო და გალის რაიონიდან უნდოდა დევნილთა დაბრუნების დაწყება.. წინაპირობა საბრძოლო მოქმედებებში მოქალაქეობის მსურველის არ მონაწილეობა და აფხაზეთის მოქალაქეობის მიღება იყო.. რუსებმა ბევრი რამე შეიძლება მოთხოვონ ან ურჩიონ აფხაზეთს, მაგრამ ოფიციალურ სოხუმს არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები ამ თემაზე და არა მგონია დღეს საკუთარ სიტყვებზე უარი თქვას.. აგერ მე ვიცნობდი თბილისში რამდენიმე ადამიანს რომლებიც აფხაზეთში ისვენებდნენ ზაფხულობით, ერთი გალის რაიონში მიდიოდა და კაიფით კვდებოდა, მეორე სოხუმში მიდიოდა უპრობლემოდ.. ოფიციალურად თუ მიმართა ვინმემ სოხუმს და ცხინვალს მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით და უარი მიიღო ეგ თქვით თორე სააკაშვილის რეჟიმის პროვოკაციებს თუ არ წამოეგებიან და ზოგადად უნდობლობას თუ იჩენენ ქართველების მიმართ ამაში გასაკვირი არაფერია ვგონებ.. Edited January 23, 2011 by asds Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ვსე კრუგომ ბელიე ი პუშისტიე ოდნი მი უ მამი უროდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsგაურკვევლად დავწერე? ბიძებმა ოფიციალურიდან გამომდინარე უტხრეს უარი ტორე აბა ქართველ სიძეს უვლიდნენ და თავისი აფხაზი დისშვილი რამენაირად პადპოლნა დაუჯდებოდა იქ ხომ? პ.ს.დანდრაზეა ლაპარაკი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 T_A_Tasdsგაურკვევლად დავწერე?ბიძებმა ოფიციალურიდან გამომდინარე უტხრეს უარი ტორე აბა ქართველ სიძეს უვლიდნენ და თავისი აფხაზი დისშვილი რამენაირად პადპოლნა დაუჯდებოდა იქ ხომ?პ.ს.დანდრაზეა ლაპარაკი ......... არ ვიცი, შესაძლოა ვიღაც მესნი ჩინოვნიკი ყავთ ტვინნაღრძობი, თორე აფხაზეთის მკვიდრს რომელსაც საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია შეუძლებელია მოქალაქეობაზე უარი უთხრან.. პრინციპში სასამართლო ხელისუფლების მაგვარი რამ ხომ აქვთ აფხაზეთში? ხოდა გაასაჩივროს სასამართლოში თუ შესაძლებელია.. რავიცი ტო ნახევარ გორის რაიონს თუ არა ნახევარ საქართველოს ცხინვალში ქონდა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტები აღებული და აფხაზეთი რა გახდა ვითომ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
T_A_T Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsრავიცი ტო ნახევარ გორის რაიონს თუ არა ნახევარ საქართველოს ცხინვალში ქონდა თავის დროზე სამხრეთ ოსეთის და რუსეთის პასპორტები აღებული და აფხაზეთი რა გახდა ვითომ? ეხლა ტავიდან ბოლომდეო შენს პროსტინებს (მითუმეტეს ღAმის საატებში) ვკითხულობტქო ტავს ვერ დავდებ მარა მსგავსი სისულელე არ შემხვედრია დაგეწეროს :huhu: სად სამხრეტ ოსეტი სად ....ერეკლე( არა- პირიქით.....) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsპო;იტფორუმზე ბანი აიკიდე თუ რა ხდება?ეხლა ჩვენ ხარჯზე გინდა თვითრეალიზება? :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsმე მგონი გასაგებად ვთქვი რომ ცხინვალის გარშემო მდებარე ქართული სოფლებიდან რეგულარულად ხდებოდა დიპლომატიურად რომ ვთვქა ვითარების დაძაბვა. ქურთას, თამარაშენს და ცხინვალის მიმდებარედ მდებარე სხვა ქართულ სოფლებს ოსები ვერ იტანდნენ, რადგან ამ სოფლებში და ამ სოფლების მკვიდრთა ხელით 90-იანი წლებიდან მოყოლებული ათეულობით ოსი ეროვნების ადამიანი დაიღუპა.. სწორედ ამ სოფლებიდან იწყებოდა ყველა სამხედრო ოპერაცია რომელსაც თბილისი სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ იწყებდა, გინდა გამსახურდიას დროს და გინდა სააკაშვილის დროს.. ეს არის ფაქტი და ვინაიდან აღნიშნული ქართული სოფლები პლაცდარმის როლს ასრულებდნენ თბილისის აგრესიული მოქმედებებისას ოსებმა ამ პლაცდარმის ერთხელ და სამუდამოდ განადგურება გადაწყვიტეს და ესეც არის მიზეზი იმისა რომ რიგი ქართული სოფლები მიწასთან იქნა გასწორებული.. ვიმეორებ რომ მე პირადად არ ვამართლებ ასეთ ქმედებას, მაგრამ ვხედავ იმ მიზეზებს თუ რატომ გააკეთა ცხინვალმა ის რაც გააკეთა..ეთნოწმენდას ვერასდროს ვერ ექნება გამამართლებელი მიზეზი. რას ნიშნავს ქართველების პლაცდარმი იყო? 2008-ში რუსებმა დაიპყრეს მთელი ლიახვის ხეობა, და იქ დარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები რა საფრთხეს წარმოადგენდნენ ოსებისთვის? არადა მაგ სოფლების განადგურება უკვე ომის მერე მოხდა. რეალურად ამათ არ უნდოდათ რომ ცხინვალთან ახლოს ქართული ანკლავი ყოფილიყო. ეგაა ზუსტად ფაშიზმი. რაც შეეხება 13 მილიარდიან კონპენსაციას (უშუალოდ კონპენსაციის თანხა გამჭვირვალედ უნდა გაიშიფროს) მე პირადად ვფიქრობ რომ თბილისმა აფხაზეთსაც უნდა აუნაზღაუროს ომისა და ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე ფაქტიური ბლოკადის შედეგად მიყენებული ზარალი და სამხრეთ ოსეთსაც..რა თქმა უნდა თბილისმა უნდა იზრუნოს კომპენსაციებზე, მას მერე რაც აფხაზეთში საქართველოს იურისდიქცია აღდგება. მანამდე უბრალოდ წარმოუდგენელია რა სახით უნდა გასცეს თბილისმა კომპენსაციები. რომელიმე ბანკში ბაღაფშის პირად ანგარიშზე უნდა გადმორიცხოს თანხა, თუ კურიერები შეუშვას აფხაზეთში და ეგრევე ქეშად დაურიგოს ვის რაც ეკუთვნის? სოხუმმა არაერთხელ განაცხადა რომ იმ მოქალაქეებს რომელთაც მონაწილეობა არ მიუღიათ საბრძოლო მოქმედებებში უპრობლემოდ დააბრუნებდა აფხაზეთში თუ ეს ადამიანები აფხაზეთის მოქალაქეობას მიიღებდნენ და თავად დევნილთა დაბრუნების პროცესი ორგანიზებული და შეთანხმებული იქნებოდა.ბაღაფშს აქვს ნათქვამი, რომ აფხაზები თავის მიწაზე უმცირესობაში აღარსდროს აღარ იქნებიანო. მან ეს მოაყოლა დევნილების დაბრუნების საკითხს. ლაპარაკი იყო მხოლოდ გალის რაიონში დევნილების დაბრუნებაზე. მეორე, აფხაზეთის მოქალაქე, ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს. მაგ პასპორტით აფხაზეთის ტერიტორიას ვერ გაცდები, და მაგ ტერიტორიაზე ვინმემ თუ რამე გიქნა, შენი პატრონი არავინაა, იმიტომ რომ არც ერთი ქვეყნის მოქალაქე არ ხარ. მაგიტომაა რომ ყველას რუსული პასპორტი უდევს მანდ. და მაგ მოქალაქეობის პირობის წაყენება, უბრალოდ შანტაჟია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.