planetanews Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 http://www.epltalk.com/wp-content/uploads/2009/12/mm.jpg როგორც ვულვზის მთავარი მწრთვნელი აცხადებს, ისინი ბოლო მომენტში არაზუსტად მოქმედებდნენ როდესაც შეტევა უნდა დაეგვირგვინებიათ. დეკემბერში ლივერპულმა მარცხი იგემა ვულვზთან, უარდის გოლის წყალობით წითლებმა სამი ქულა დაკარგეს, მაგრამ დალგლიშის მოსვლის შემდეგ მერსესაიდელებმა შური იძიეს და გასვლით მატჩში მიწასთან გაასწორეს ვულვზის მოთამაშეები. როგორც მაკკარტნი აცხადებს, დაცვითი შეცდომებმა და მეტოქის დიდი ხნით ბურთის ფლობა რომ არა ამხელა ანგარიში არ დაფიქსირდებობდა ტაბლოზე. “არ ვფიქრობ რომ შედეგი ასეთი უნდა ყოფილიყო, ანგარიში ყოველთვის არ შეესაბამება იმას რაც სტადიონზე ხდება, მაგრამ ხვალ ფურცელზე 0:3 ჩაიწერება, ჩემს ბიჭებს აშკარად მოტივაცია აკლდათ”. “პირველ ტაიმში არ იყო თამაშგარე, რადგანაც რაულ მეირელეში სიღრმიდან გამორბოდა, და მისი პასით ფერნანდო ტორესმა გოლი გაიტანა, მაგრამ შედეგი არ ნიშნავს იმას რომ ჩვენი გუნდი დაინგრა”. “მეორე ტაიმი თითქოსდა კარგად დავიწყეთ, მაგრამ რაულის დარტყმული შესანიშნავი იყო და გოლიც გავიდა, მესამე გოლი კი საშინელება იყო ჩვენ სტადიონზე უბრალოდ მეტოქეს დავსდევდით მეტს ვერაფერს ვერ ვაკეთებდით”. “ჩვენ ვთამაშობდით კარგ პასებს ვუტევდით მეტოქეს, მაგრამ როდესაც საჯარიმოს ვუახლოვდებოდით ან ზუსტ პასს ვეღარ ვაკეთებდით ან გოლი ვეღარ გაგვქონდა იღბალი გვაკლდა”. “ასევე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით კუთხურებით და ჯარიმებით, ეს ჩვენი იარაღია ხშირ შემთხვევაში”. “მიუხედავად უიღბლობისა მე ვამაყობ იმით რომ ამ კლუბის ლიდერი ვარ”. “ჩვენ მწირი დაორდენობით გვქონდა ბურთი და ბუნებრივია შეტევებსაც ნაკლები რაოდენობით განვახორციელებდით”. “ჩვენ ბევრი კარგი გუნდი დავამარცხეთ და ბევრი მარცხი დავთეთ კიდეც, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვივარჯიშებთ მეტს, რადგანაც გადამწყვეტ მომენტში ზუსტი პასი გავაკეთოთ და ზუსტად დავარტყათ კარის მიმართულებით”. მაკკარტის თქმით ეს არ იყო ის ლივერპული რაც გასულ სეზონში ამ კლუბს აშკარად ეტყობა პროგრესი, ეს ყველაფერი კი კენის გამო ხდება. მაკკარტნის თქმით კენი უდიდესი მწრთვნელია, მას აქვს განსხვავებული თაქტიკა და განსხვავებული კულტურა. “ამ მომენტში კენის დაბრუნებით ლივერპული აშკარად გამოცოცხლებულია”. “ვფიქრობ პირველი გოლის გატანის საშუალება არ უნდა მიგცეცა მერსესაიდელებისთვის, ჩემი მოთამაშეები ძალიან შეცდდნენ და წითლებმაც შანსი გამოიყენეს”. “კენი უდიდეს გადატრიალებას მოახდენს ლივერპულელების ისტორიაში, სწორედაც იმ დროს მოვიდა ის როდესაც საჭირო იყო, მაგრამ მისი დაბრუნება სამწუხარო აღმოჩნდა ჩემი კლუბისთვის”. “რთული სათქმენული ჩემთვის როიზე ცუდის თქმა არა, ის შესანიშნავი ადამიანია და ტოპ კლასის მწრთვნელი, უბრალოდ მანდ ვერ წარმართა თავის საქმე ისე როგორც სურდა, მე მასთან ლოიალური დამოკიდებულება მაქვს”. “ლივერპულმა მასთან ერთად ვერაფერი შეძლო, მაგრამ ეხლა მის ადგილას საოცარი ადამიანი დანიშნეს კენის სახით ლივერპულის ისტორიის უდიდესი ლეგენდა”. “მის უკან მთელი მერსესაიდი არის გაერთიანებული, და ფანებიც კი ეხმარებიან მას ბეღელის თრევაში, როის სამწუხაროდ ასეთი დამოკიდებულება არ გააჩნდა ფანების მხრიდან”. “მე ვიგრძენი რომ ეს არ იყო შარშანდელი ლივერპული ეს არის სრულიად სხვა მენტალიტეტის ლივერპული”. ასევე ვულვზის ბოსმა ადამ ჰამილზეც ისაუბრა რომელსაც სტადიონზე სათამაშოთ სულ რაღაც 17 წუთი ჰქონდა, მინდა ერთი რაღაც ავღნიშნო ჰამილი 1995-2006 წლებში ლივერპულში თამაშობდა, ის არ თამაშობდა ძირითადში სამწუხაროდ, მაგრამ ვისაც ამ ბიჭის თამაში უნახავს იგი გენიოსია, და ძალიან ძნელია იმის გაგება თუ რატომ დაკარგა ლივერპულმა ასეთი ტალანტი. “მე მას შანსი მივეცი ვიცი რომ შესანიშნავი მოთამაშეა, ვიცი მისი ნიჭის შესახებ, ვიცი რომ იგი ფეთქებადი მოთამაშეა და შეუძლია თამაშის გამოცოცხლება”. “ის უფრო დიდი ფეხბურთელი გახდება ვიდრე ეხლა არის, მას უდიდესი ნიჭი აქვს მან უნდა აჩვენოს თავისი პოტენციალი”. აცხადებს “მიკ მაკარტი” ვულვზის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში. View the full article ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts