lasha_alo Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 (edited) 20 დეკემბერი 1990წ.მიტინგზე მივედი. მაინტერესებს რას იტყვიან. რესპუბლიკის მოედანზე ხალხი მოგროვდა . პარლამენტის წინ კი მომიტინგეები საგრძნობლად შემცირდნენ,მაგრამ მაინც აღემატება გაერთიანებულ ოპოკრებას.ყველას დაძაბული სახე აქვს . მეგობრებთან ერთად ჩვენთვის ვიცინივართ , ვითომ გვკიდია, მაგრამ ყველანი ვატყობთ , გარშემო დენთის სუნი ტრიალებს.-აუ წავიდეთ რა აქიდან, ჯოკერი ვითამაშოთ...-კარგი რა შჩმ, არ გაინტერესებს რა იქნება--ამათი დ.შ ერთისაც და მეორესიც . ხვალ გამოცდა მაქვს ჩასაბარებელი...მიკროფონთან სათვალიანი , ინტილიგენტი ტიპი მივიდა...-ვინაა ეს შჩ?!-ლომოურია აკადემიკოსი , შე დებილო..."მეგობრებო, აბა ორგანიზირებულად დავიძრათ მთავრობის სახლის მიმართულებით და ჩვენი ხმა გავაგონოთ გამსახურდიას !!!!!!!!!!-გადაირია?! -........ ჰმ,აღარც მახსოვს ვინ რას მელაპარაკებოდა.ხუმრობის და ჯოკრის ხასიათზე აღარ ვიყავი. დაპირისპირება უკვე რეალური გახდა. ოპოზიციის აქტივისტი სტუდენტები სატვირთო მანქანებში შევნიშნე, ბარიკადების წინ წაწევა სურდათ. იქითა მხრიდან ვიღაც მდედრიონელები წიკვინებდნენ. ამ კარვის ქალების შემხედვარე კიდევ უფრო დავიძაბე. იყო მომენტი , როცა თითქოს მომიტინგებმა მშვიდი საუბარი დაიწყეს . აურა განიმუხტა, მაგრამ სიგუამ რაღაც მიკროფონიანი ცისფერი მანქანიდან თავისიანებს ძალების მობილიზაციისაკენ მოუწოდა. იმ ღამე ხალხის ნაწილი იქ დარჩა. მე სახლში გვიან წამოვედი. უკვე ვიცოდი დაპირისპირება გარდაუვალი იყო. ერთი მხრივ ზვიადის გარემოცვა გულზე არ მეხატებოდა, ნაწილობრივ ოპოზიციის მოთხოვნებს ვეთანხმებოდი,მაგრამ იმ დღეს ჩემში ყველაფერი შეიცვალა , ლომოურის სიფათი დღემდე მახსოვს და იმ წუნკალი "ინტილიგენტების" ქცევა , ვისაც მორალი არ ყოფნის საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს. 21ში სახლში დავრჩი. იმ დღის ინციდენტები უკვე ლოგიკურ გაგრძელებად მეჩვენა,მაგრამ მაინც იმედი მქონდა...... ტყვია არ გავარდებოდა.სულ ტყუილად....22ში გავარდა..., ის მეგაფონიანი მანქანა შევნიშნე პირველი , დამწვარი.სპექტაკლი კი უკვე მანამდე დადგმული იყო....ასე დამთავრდა საქართველოს დამოუკიდებლობა ......ჩემი ოცნებაც შინდისფერ შავთეთრ ფერიანიჩვენი ხელით , პრეზიდენტის გარშემო არსებული მყრალი გარემოცვის , ორდენოსანი ინტილიგენტების ,მ რენეგატი სიგუასა და გარეწარი კიტოვანის მონაწილეობით. იანვრის პირვლ დღეებში ვინმე შარაშენიძე ჰიდფჰბვვრვ კონვენციებზე მოხმობით საუბრობდა "სახალხო ამბოხების" უფლებაზე . ვიცი ის კაცი ცოცხალი არაა და შესაძლოა სხვა დროს კარგი საქმეებიც უკეთებია ,მაგრამ მიმიფურთხებია ამ ტიპის სამართლისათვის .ჩეგე ,შენს აპოლიტიკურ კითხვაზე მარტივი პასუხია ყველაფრის გამართლება შესაძლებელია , თუ კარგი ადვოკატი გყავს და ძალა შენს მხარეზეა.მიშისტური თემაა ? არა , მიშიზმი ესაა შხამი , რომელიც 22 დეკემბრის პროდუქტია და მისი გაუვნებელყოფა საზოგადოებრივი გონიერების გაზრდის შემთხვევაში არის შესაძლებელი. ის არ განიკურნება , ეს ყველამ უნდა გავაცნობნიეროთ . ანტისახელმწიფოებრივი დესტრუქციაა მთლიანობაში ,რადგანაც მოსულია ვარდების პუტჩის მეშვეობით და ამდენად არსში აქვს ძალადობით მანიპულირება ჩადებული . ამიტომაც ცდილობს ცნობიერება გვიკონტროლოს , იდეოლოგიურად "დაგვგრუზოს " , პრესა ჯისნაირი უწყინარი სააგენტოებიც კი ხელთ იგდოს , მაგრამ ყველა იმ ძალის ################################ ვინც ოპოგანწყობილებას სიგუასავით გამოიყენებს და იმ ინტილიგენტებს თავზე დაისვავს.რას ემსახურება ეს თემა? ერთხელ მაინც ეს წრე უნდა გაირღვეს,არჩევნებით მოხდეს ცვლილებები.... თუმცა ეს სურვილია და არა რეალობა,რადგანაც ვატყობ, არ გამოირიცხება სააკაშვილის ქმდებების წყალობით მეორე წრეზე წავიდეეთ ,სადაც გამარჯვებული მხოლოდ გარე ძალა და რეტროგრადი სვავები შეიძლება იყვნენ. Edited January 23, 2011 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.