Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სტივ ბული:”მე მიყვარს ლივერპული”


Recommended Posts

http://static.guim.co.uk/sys-images/Sport/Pix/columnists/2010/2/4/1265314324171/Steve-Bull-001.jpg

 

 

როგორც ვულვზის ლეგენდა “სტივ ბული” აცხადებს მას ძალიან უყვარს ლივერპული და ძალიან დიდი იმედი აქვს რომ კენი დალგლიში ენფილდს დაუბრუნებს ძველ დიდებას.

 

 

 

45 წლის სტივი ბული ვულვზის ისტორიის საუკეთესო ფორვარდად არის აღიარებული, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ის ვულვზის ფეხბურთელი იყო იგი ყოველთვის გამოირჩეოდა ლივერპულის მიმართ უდიდესი სიყვარულით.

 

 

“მე ყოველთვის ვიყავი ლივერპულის ფანი, ამ კლუბს მთელი ცხოვრებაა უდიდეს პატივს ვცემ”.

 

 

“1970-1980 წლებში ლივერპული უყოყმანოდ იყო პლანეტის საუკეთესო კლუბი ამის უარყოფა არავის შეუძლია, ამას კლუბი მიღწევებიც ადასტურებს”. “იან რაში რომელიც ლივერპულის ისტორიის საუკეთესო ბომბარდირია, ის ყოველთვის იყო ჩემი კერპი, მე სულ ვცდილობდი დავმსგავსებოდი მას”. “მე რამდენიმე წლის წინ მასთან ერთად ვითამაშე რამდენიმე საქველმოქმედო მატჩში, და ეს იყო ძალიან ამაღელვებელი მომენტი ჩემს ცხოვრებაში”. “ლივერპულს ძალიან რთული პერიოდი უდგას, მაგრამ სულ მალე ლივერპული ისევ იქ დადგება სადაც იგი წლების განმავლობაში იდგა მოწინავე პოზიციაზე”.

 

 

“დალგლიშს კლუბი ძალიან უყვარს მან იცი ამ კლუბზე ყველაფერი, იცის თუ იგი ამჟამად სად იმყოფება იგი კლუბს დაეხმარება”. “ვფიქრობ მიუხედავად ყველაფრისა ლივერპულში თამაში უდიდესი სიამოვნებაა, კენი ლივერპულში მივიდა რადგანაც ფეხბურთელებს ახალი იდეები შთააგონოს”. “ლივერპულში ერთმა მწრთვნელმა ვერ გაამართლა და იგი დაითხოვეს, მაგრამ კენის შემთხვევაში ეს ასე არ მოხდება დარწმუნებული ვარ იგი ლივერპულში ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დარჩება”.

 

 

“კენის მხარში უდგანან მოთამაშეებიც და ფანებიც, აი ამ ხალხის ერთობლიობა უდიდეს შედეგს გამოიღებს”.

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...