Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სუარესამდე ერთი კვირა რჩება…


Recommended Posts

http://sphotos.ak.fbcdn.net/hphotos-ak-snc6/hs051.snc6/168125_190378830988943_100000504828541_645750_5124747_n.jpg

 

 

აიაქსის მთავარმა მწვრთნელმა უტრეხტთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ლუის სუარესის ტრანსფერზე ისაუბრა…

 

 

ფრანკ დე ბურმა თავი ვერ აარიდა ლივერპულის და სუარესის სატრანსფერო თემას და საკმაოდ კონკრეტული განცხადებების გაკეთებაც მოხდა…

 

 

“სუარესის დარჩენ იდეალური იქნება, რადგან მისი შეცვლა ძალიან რთულია” – განაცხადა აიაქსის ბოსმა – “მაგრამ გეგმა B ნამდვილად გვაქვს და მისი წასვლის შემთხვევაში აუცილებლად მოვძებნით მის ალტერნატივას. თუმცა გარწმუნებთ რომ ლუისი აიაქსს 31 იანვირს ღამის 11 საათსა და 55 წუთზე არ დატოვებს, რადგან ჩვენ მას შემცვლელის პოვნის გარეშე არ გავყიდით…”

 

 

ფრანკ დე ბურის განცხადებით მათ უკვე აქვთ სავარაუდო სამიზნეთა სია, სადაც გავრცელებული ინფორმაციით ეიდურ გუდიონსენი და ბაზ დოსტი ლიდერობენ. თუმცა არც რაიან ბაბელის ტრანსფერია გამორიცხული აიაქსში, რადგან მას ჯერ არ გაუფორმებია პირადი კონტრაქტი ჰოფენჰაიმთან და თუ აიაქსმა და ლივერპულმა შეთანხმებას მიაღწიეს ამ ფეხბურთელების გაცვლაზე და ამავდროულად წითლების მხრიდან თანხის დამატებაზე, მაშინ როგორც ლივერპულის პრობლემა (ტორესის მეწყვილე), ისე აიაქსის პრობლემაც (სუარესის შემცვლელი) მოგვარდება…

 

 

ვიდრე ლივერპული და ჰოფენჰაიმი ბაბელის სატრანსფერო თანხაზე შეთანხმებას მიაღწევდნენ, რაიან ბაბელმა ღიად განაცხადა, რომ მზად იყო სუარესის ტრანსფერში მიეღო მონაწილეობა და თავის მშობლიურ აიაქსში დაბრუნებულიყო. არაა გამორიცხული, რომ ჰოფენჰაიმთან პირადი მოლაპარაკებების დროში გაწელვა, სწორედ სუარესთან და აიაქსთან იყოს დაკავშირებული…

 

 

ფაქტი კი ერთია. ზუსტად 1 კვირა რჩება სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, წითლების კი ჯერჯერობით არავინ შეუძენიათ და რაც დრო გადის, უფროდაუფრო მცირდება შანსი მეგა-ტრანსფერისა…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...