Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - დევნილთა აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან


Recommended Posts

პარლამენტის წინ შეკრებილი დევნილები და მათი მხარდამჭერები ამ წუთებში პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციისკენ მიემართებიან. ისინი აქციის გაგრძელებას სწორედ რეზიდენციასთან გეგმავენ მოთოვნით, შეჩერდეს დევნილთა გამოსახლება თბილისში არსებული კომპაქტური ჩასახლებებიდან.

 

ნეტგაზეთის ჟურნალისტი აქციიდან იტყობინება, რომ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ათი წარმომადგენელი საპატრიარქოში წავიდა. ისინი საქართელოს კათალიკოს-პატრიარქთან აპირებენ შეხვედრას და მას სთხოვენ, როგორმე დაეხმაროს დევნილებს და ხელი შეუშალოს მათ გამოსახლებას თბილისში არსებული საერთო საცხოვრებლებიდან.

 

დევნილთა გამოსახლება თბილისში დღეს დილით კვლავ განახლდა. კონსერვატორების ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ჩხარტიშილის ინფორმაციით დევნილებს დღეს ასახლებენ შემდეგი მისამართებიდან: მიცკევიჩის 29ა, ტაშკენტის 5, კანდელაკის 12 და მუხიანის ხევი, გოგებაშვილის სახელობის ყოფილი კოლეჯი.

 

აქციაზე დევნილებთან ერთად შეკრებილნი არიან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. დევნილთა სოლიდარობის აქცია პარლამენტის წინ 3 საათზე დაიწყო და დაახლოებით 300 კაცი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები უკმაყოფილონი არიან აქციზე მისული ხალხის რაოდენობით. ისინი უფრო მეტ სოლიდარობას ელოდნენ.

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...