Jump to content
Planeta.Ge

netgazeti - პატრიარქი დევნილებს არ შეხვდა


Recommended Posts

"ჭერი ყველა დევნილს! შეწყდეს დევნილთა დევნა!"-ეს ლოზუნგები ისმოდა ავლაბარში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან სადაც დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს.

 

დევნილებმა და მათმა მხარდამჭერებმა მსვლელობა პარლამენტიდან რეზიდენციისკენ 17 საათისთვის დაიწყეს. მსვლელობამ მშვიდად ჩაიარა. დევნილები აპროტესტებენ და პირადად პრეზიდენტისგან მოითხოვენ თბილისის კომპაქტური დასახლებებიდან დევნილთა გამოსახლების შეჩერებას. ამასთანავე ისინი პრეზიდენტისგან ადეკვატური საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

 

დევნილები პარლამენტის წინ აქციის გაგრძლეებას ხვალაც გეგმავენ. ორშაბათიდან კი ისინი, სურვილისამებრ, სხვადასხვა ქვეყნის საელჩოში შეიტანენ განაცხადს თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაბრუნდნენ დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის ის წარმომადგენლები, რომლებიც საპატრიარქოში პატრიარქთან შეხვედრის მიზნით მივიდნენ. ერთ-ერთი დევნილის, დავით მალაზონიას თქმით, მათ პატრიარქთან შეხვედრა ვერ მოახერხეს, რადგან მას ლოცვა ჰქონდა. მალაზონიას ინფორმაციით, მათ საპატრიარქოში განუცხადეს, რომ პატრიარქი შეხვდა კობა სუბელიანს. მათ დევნილთა პრობლემებზე ისაუბრეს, საუბრის დეტალები კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

აქცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან უკვე დასრულდა.

 

 

 

 

 

სრული ინფო(netgazeti.ge)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...