planetanews Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი რამაზ იოსელიანი "თეატრში ათონელზე" მიიწვიეს. რეჟისორ ქეთი დოლიძის ახალ სპექტაკლში "დილა მშვიდობისა, ასდოლარიანო" იგი მთავარ როლს ასრულებს. გაზიარება[ნინო მაისურაძე. 18:51 22-01-2011]http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTr8tMafV0I/AAAAAAAAEXY/bPrtHBwzJ_0/s400/ramaz%2Bioseliani%2Bda%2Bshorena%2Bbegashvili.%2Bioselianis%2Bfoto%2Bekutvnis%2B24%2Bsaats.gifსპექტაკლი სატირულ-იუმორისტული ჟანრისაა და ქართულ რეალობას ასახავს. ბატონი რამაზი თეატრზე და საერთოდ, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე ლაპარაკობს:- სხვა ქართულ თეატრებთან ერთად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრიც უნდა წასულიყო გასტროლზე ლონდონში, მაგრამ მთავრობამ სახსრები ვერ გამონახა. მართალია, გენიალური მომღერლები არიან პლაჩიდო დომინგო, ბოჩელი და უნდა ჩამოიყვანო, აბა, რა უნდა ქნა, მაგრამ არც შენი თეატრი უნდა შეაფერხო. რაც ამ კონცერტებში დაიხარჯა, იმ ჰონორარის მეასედი გვეყოფოდა, 12 დღით გასტროლზე რომ წავსულიყავით. ამით ხომ ქართულ კულტურას ვაჩვენებდით ევროპელ მაყურებელს. ჩვენს ხელისუფლებას ურჩევნია, აქ ჩამოიყვანოს უცხოელი მომღერლები და მშიერ ხალხს თვალები დაუბრმაოს. მე, ქეთი დოლიძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს კი არ გვჭირდება საზღვარგარეთ გასვლა, არამედ ქვეყნის სახელისთვის უნდა გააკეთონ ეს. ჩვენ ამ ხელისუფლებამ მტრად გამოგვაცხადა! არავის მტერი არ ვარ. მე ვარ ჩემი საქმის მოყვარე და ჩემი სამშობლოს ნაწილი, რომელზეც გული შემტკივა. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის თეატრალური ფესტივალი "საჩუქარი" ახალი თეატრალური ფესტივალით ჩაანაცვლეს... - ფესტივალ "საჩუქარზე" საზღვარგარეთელი სტუმრები უჰონორაროდ ჩამოდიოდნენ, თავის ფესტივალზე კი ხელისუფლებამ უზარმაზარი ჰონორარები გადაიხადა. ხელისუფლების მიერ მოწყობილ ფესტივალზე დასწრება ძალიან ძვირი ღირდა, რასაც ვერ ვიტყვი "საჩუქარზე".თქვენ თუ მიგიწვიეს ახალ ფესტივალზე?- არა მხოლოდ მე, უამრავი ღირსეული მსახიობი და რეჟისორი არ დაპატიჟეს, თუმცა რამდენიმე სპექტაკლს დავესწარი. თითო ბილეთში 36 ლარამდე გადავიხადე...ახლა თუმანიშვილის თეატრში ბიძინა ივანიშვილის ფონდის დახმარებით კოსმეტიკური რემონტი მიმდინარეობს, მაგრამ კოსმეტიკა რომ დამთავრდება, რომელი სპექტაკლი უნდა ვაჩვენოთ მაყურებელს? ამ თეატრში სპექტაკლებს დგამენ ისეთი რეჟისორები, რომლებსაც ღირებული არაფერი შეუქმნიათ. არ მინდა, ამგვარმა რეჟისორებმა თავიანთი ძალები ჩვენს გენიალურ მსახიობებზე მოსინჯონ. კინომსახიობთა თეატრი მკვდარია, მაყურებელი არ დადის, ერთი და იგივე სპექტაკლი ტრიალებს და ამაზე არავინ იღებს ხმას, რეჟისორ ქეთი დოლიძეზე კი აყვირდნენ და მოხსნეს.ფილმშიც არავის შემოუთავაზებია გადაღება? - 19 წელია ფილმში არავის გადავუღივარ, სსრკ-ის დანგრევამდე "ლენფილმი", "მოლდოვფილმი", ოდესის კინოსტუდია, ლიტვის კინოსტუდია სისტემატურად მიღებდნენ ფილმებში. საქართველოში კი არავის ვჭირდები, თუმცა ბედნიერი ვარ, რომ მთავარ როლს წელიწადში ორ სპექტაკლში მაინც ვთამაშობ. ჩემი მიზანია, კარგ რეჟისორთან ვმუშაობდე და მაყურებლის სიყვარულს ვგრძნობდე: რაღა უნდა გვიკვირდეს, როცა პირდაპირ ეთერში ვიღაც წამყვანი ვიღაც ტიპს ტუჩებში კოცნის (თიკო სადუნიშვილს გულისხმობს, რომელმაც გადაცემა "თბილისი ლაივის" დაჯილდოების ცერემონიაზე მომღერალ "თი ელ"-ს ტუჩებში აკოცა - ნ.მ.). ვითომ თავისუფლებას "აწვებიან", არადა, თავისუფლება შენში უნდა იყოს. რაც უფრო მოკრძალებული იქნები და შენს საქმეს ყვირილისა და კივილის გარეშე გააკეთებ, უფრო არ დაგაფასებენ? ერთი და იგივე სახეები რომ ტრიალებენ სატელევიზიო ეთერში, არ რცხვენიათ? მესმის, რომ უყვართ ფული, მაგრამ ზნეობაც ხომ არსებობს?რაც უნდა გასაოცარი იყოს, ჩემი "უსაყვარლესი" ბატონი პრეზიდენტი ორჯერ არის თეატრში ნამყოფი. ერთხელ ქალაქ გორში ნახა ჩემ მიერ დადგმული სპექტაკლი "წეროს ფრთები", რომელზეც მართლა გაგიჟდა. როგორც მითხრეს, სააკაშვილს გორის თეატრში 5 წუთით შემოურბენია, ხალხს დავენახვებიო და ისე გაიტაცა სპექტაკლმა, ბოლომდე დარჩა. მეორე სპექტაკლი, რომელიც ბოლომდე ნახა, იყო "კომედიანტები", სადაც მე ვთამაშობდი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თეატრი უყვარს და სჭირდება. შევარდნაძე აფასებდა თეატრს და ხელოვან ხალხს პატივს სცემდა. პრეზიდენტი ვანო ჯავახიშვილის ენით რომ გელაპარაკება და გაიძახის, "თავგასიებული გურამაო", რაღაზე უნდა ელაპარაკო? მუხრან მაჭავარიანის ლექსები სხვა პოეტების ლექსებში ერევა და ამ ადამიანს შექსპირის ციტატების დაზეპირებას ნუ მოვთხოვთ. თუ ბავშვობიდან არ შეაყვარე თეატრი, კონცერტები და გამოფენები, რომ გაიზრდება, მერე როგორღა შეიყვარებს? სააკაშვილს საიდან დაესიზმრება ეს ყველაფერი? სააკაშვილს ბავშვობაში ტელეეკრანზე "ბონი ემი" და ტოტო კუტუნიო ჰყავს ნანახი და საქართველოში სწორედ ეს ხალხი ჩამოიყვანა, პლაჩიდო დომინგო კი გაუგონია და ამიტომ ჩამოაქანა.ამბობენ, საახალწლო კონცერტი ბათუმში რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდაო...- გორის თეატრის შენობა ინგრევა, სახურავიც არ აქვს. თეატრს რომ ეარსება, მცირე დარბაზი გავაკეთე და ასე გადავარჩინე დახურვას. 8-10 წელია შენდება ფოთის თეატრი და საშველი არ დაადგა. სენაკის თეატრი საოცარი არქიტექტურით გამოირჩევა, მაგრამ შიგნით გაპარტახებულია, წყალი ჩამოდის და ინგრევა, ინგრევა ჭიათურის თეატრის შენობაც. ეს მილიონები, რომელიც ბათუმის კონცერტზე დაიხარჯა, საქართველოს თეატრებს რომ მოხმარებოდა, ქართული დასები მსოფლიოს გააკვირვებდნენ. საქართველო გახდებოდა მსოფლიოს თეატრალური ცენტრი. საქართველოში ბოლო ხანს გადაღებულ ფილმებს როგორ შეაფასებთ?- საშინელებაა ამდენი სიბინძურე, ნარკომანია, მკვლელობა, გინება, პროსტიტუცია... აღარ დაიღალნენ? ჰბაძავენ ამერიკელებს... იმ ყველაფერს, რასაც ესენი იღებენ, მაყურებელი ისედაც ხედავს და ამ დამძიმებულ ცხოვრებას რაღას უმძიმებენ? შორენა ბეგაშვილს რომ აქცევ ვარსკვლავად, დეგენერატი არ ხარ?! იმ გოგოსთან კი არა, ქართველ საზოგადოებასთან მაქვს პრეტენზია, სწორედ რომ ჩვენი საზოგადოების სახეა ბეგაშვილი, რომელსაც ინტელექტის ნასახი არ გააჩნია, არადა, არაჩვეულებრივი გარეგნობა აქვს, ლამაზი ქალია. რეჟისორმა ცოტათი ამოუცნობი და მიუწვდომელი რომ გახადოს, უფრო საინტერესო არ იქნება? ეტყობა, თავში ტვინი არ აქვს, როგორც კი დაუძახებენ, გარბის და შიშვლდება. ქართული ხელოვნება ვულგარული გახდა. სული აქვს გაყიდული და გავაჭრებულია ხელოვნება.გასართობ შოუებში არ გიწვევენ?- ჯერ ერთი, რომელ შოუში უნდა მიმიწვიონ და რატომ უნდა მივიდე? "ნანუკას შოუში" გულწრფელობა ვითამაშო, თუ "ვანოს შოუში" მივიდე, სადაც ერთი და იგივე დეგენერატობა ტრიალებს და ერთი და იგივე "სასტავი" ზის? რა კარგი ბიჭი იყო გიგი დედალამაზიშვილი, როგორ მომწონდა მისი სიმღერები, მაგრამ მისი მოსმენა აღარ მსურს. თუ ადამიანი ცოტა მიუწვდომელი არ არის, მისი ფასი ეცემა. როდესაც ყველგან ხარ, უინტერესო ხდები. ან ეს სოფო ნიჟარაძე ყველგან რატომ არის? თუმცა ეს გოგო პრეზიდენტის ფავორიტია. იცით, ეს ადამიანები ყოველდღე ტელევიზიაში რატომ სხედან? - უსაქმურები არიან. რომ მუშაობდნენ, ამ გადაცემებისთვის დრო აღარ დარჩებათ.გაზეთი "ყველა სიახლე"ambebi.gehttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts