planetanews Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gamosaxleba4-150x150.jpgთბილისში მდებარე ობიექტებიდან დევნილების გამოსახლება გრძელდება. 50-მდე დევნილი ოჯახის გამოსახლება მიმდინარეობს მიცკევიჩის ქ.#29-დან, დედათა და ბავშვთა სამკურნალო ცენტრის ყოფილი შენობიდან. დევნილები ამ შენობაში ორი წლის განმავლობასი ცხოვრობდნენ. დევნილები აცხადებენ, რომ არ იციან, სად წაიყვენენ. გამოსახლების პროცესს მონიტორინგს უწევენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. ადგილზე მობილიზებულია 100-მდე სამართალდამცავი. დევნილთა ნივთები სატვირთო მანქანებით გადააქვთ. ცოტა ხნის წინ, დასრულდა დევნილთა გამოსახლება ტაშკენტის ქ.#5-ში, სასაზღვრო დეპარტამენტის ყოფილ შენობიდან, არნისნული ობიექტიდან 42 ოჯახი გამოასახლეს. ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით დევნილებს 22 ობიექტიდან გამოასახლებენ და საცხოვრებელ ფართებს რეგიონებში გამოუყოფენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts