planetanews Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 http://www.epn.ge/wp-content/uploads/2011/01/gamosaxleba1-150x150.jpgმიზნის მიღწევისთვის საჭიროა მეტი მონდომება და აქტიურობა. მიაჩნია “კონსერვატიული პარტიის” წევრს ლაშა ჩხარტიშვილს. როგორც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე “კონსერვატიული პარტიის” წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა “ექსპრესნიუსს” განუცხადა, დევნილებისა გამოსახლების პროცესი ჯერ კიდევ, რომ მიდინარეობს ეს ჩვენი საზოგადოების დაბალი აქტივობის ბრალია. “ამ აქციით ჩვენ გვინდა შევაჩეროთ ის ბარბაროსული პროცესი, რასაც ჩადის ხელისუფლება. ამ ხალხს ასახლებენ იძულებით ყოველგვარი შებრალების გარეშე. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საზოგადოებამ შეძლოს ამ ადამიანების სატკივარის გაზიარება. ვინაიდან, ანალოგიური ბედი ემუქრება არა მარტო დევნილებს არამედ თბილისილებსაც და ყველა ქართველს.”- განაცხადა ჩხარტისვილმა. ჩხარტიშვილის თქმით, შესაძლებელია აციის მონაწილეებმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან გადაინაცვლონ, თუმცა ეს დამოკიდებულია საზოგადოების აქტივობაზე. მისივე თქმით, აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ ეს პრობლემა არ მოგვარდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts