shavlego91 Posted January 22, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს[კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს]20:29 21.01.2011[თეონა მანაგაძე] სეპარატისტთა ლიდერი, ედუარდ კოკოითი, თბილისისაგან, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ საბჭოთა კავშირის მხრივ დაიწყო პროვოკაციებისა და შანტაჟის კამპანია, რომლის კულმინაციაც გახდა გორბაჩევის მუქარა პრეზიდენტ ზ.გამსახურდიასადმი: „საქართველოს საბჭოთა კავშირიდან შეუძლია გავიდეს, მაგრამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის გარეშე“-ო.ამ მუქარის უკან ედუარდ შევარდნაძეც იდგა საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა ასეთი რადიკალური ზომების მიღებას რასაც ოლქის გაუქმება ქვია, მაგრამ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით ყველა ნორმატიული აქტის დაცვით, ხელისუფლებამ სამართლიანად გააუქმა "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი" უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ცდილობდა მშვიდობიანი, სამართლებრივი ფორმების გამოყენებით მოეგვარებინა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ინსპირირებული კონფლიქტები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 1990 წლის 20 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭომ (წაქეზებულმა ანდრეი სახაროვის ლოზუნგით „საქართველო მცირე იმპერიაა“) მიიღო დადგენილება ოლქის „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ“. ეს გადაწყვეტილება საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმმა გააუქმა 21 სექტემბერს. მიუხედავად ამისა, ოლქის საბჭოს მეთხუთმეტე სესიამ ძალაში დატოვა თავისი გადაწყვეტილება, აირჩია ე.წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიული რესპუბლიკის აღმასრულებელი კომიტეტი“ და მიიღო დროებითი დებულება უზენაესი საბჭოსა და ადგილობრივი საბჭოების არჩევნების შესახებ და ეს არჩევნები დანიშნა 1990 წლის 2 დეკემბერს. ამის საპასუხოდ საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1990 წლის 22 ნოემბერს მიიღო დადგენილება: „გაუქმდეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახალხო დეპუტატთა საბჭოს დადგენილება ავტონომიური ოლქის ე. წ. „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად“ გარდაქმნის შესახებ და, აქედან გამომდინარე, მის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, მათ შორის 1990 წლის 2 დეკემბრისათვის არჩევნების დანიშვნისა და ჩატარების შესახებ, რადგანაც ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს რესპუბლიკის მოქმედი კონსტიტუციის, აგრეთვე სსრ კავშირის კონსტიტუციის დებულებებსა და საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის 1990 წლის 21 სექტემბრის დადგენილებას. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო მიმართავს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მცხოვრებ ყველა მოქალაქეს, განსაკუთრებით ოსი ეროვნების მოქალაქეებს მოწოდებით, გამოიჩინონ კეთილგონიერება, პოლიტიკური წინდახედულება, სიფრთხილე და სწორად შეაფასონ სეპარატისტული ძალების სახიფათო მოქმედება, რომელსაც შეიძლება საერთო დესტაბილიზაცია და უაღრესად მძიმე, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ იგი განუხრელად იბრძოლებს საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის. ამასთან ერთად იგი ადასტურებს თავის გადაწყვეტილებას, რომ კვლავაც დაიცავს საქართველოში მცხოვრები ყველა ეროვნული უმცირესობის უფლებებს საერთაშორისო საყოველთაოდ აღიარებული პრინციპების შესაბამისად“. მიუხედავად აღნიშნულისა, მოსკოვის მიერ წაქეზებული ოსი სეპარატისტები აგრძელებდნენ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას, რასაც მოჰყვა იძულებითი ნაბიჯი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მიზნით და მიღებული იქნა საქართველოს რესპუბლიკის კანონი - „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ“ და დადგენილება - „ქ. ცხინვალისა და ჯავის რაიონის ტერიტორიაზე საგანგებო წესების გამოცხადების შესახებ“ (1990 წლის 11 დეკემბერი). კრემლის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედების პასუხად გაისმა ზვიად გამსახურდიას მოწოდება ოსი მოსახლეობისადმი, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამი იყო: “... ქართველები და ოსები, რომლებიც ხანგრძლივი დროის მანძილზე მშვიდობიანად და მეგობრულად ცხოვრობდნენ ამ მიწაზე, ახლა ურთიერთს ხოცავენ, ეომებიან გარეშე ძალის წაქეზებით. ვინაიდან ეს ძმათამკვლელი ომი ვიღაცის იმპერიულ ამბიციების დასაყრდენია, სირცხვილი იქნება, თუ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით არ აღდგება მშვიდობა და თანხმობა ჩვენს ხალხებს შორის. ამის უპირველესი და აუცილებელი პირობაა ყველა უკანონო შეიარაღებული ფორმირების მიერ იარაღის ჩაბარება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, მათი სრული და უსიტყვო განიარაღების, რაც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცხინვალი გამონაკლისი არ უნდა იყოს. შეიარაღებული ჯგუფები უნდა განიარაღდნენ. სამაგიეროდ ჩვენ სრული ხელშეუხებლობის გარანტიას ვაძლევთ მათ, ვინც ნებაყოფილობით ჩააბარებს იარაღს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება... ოსებისათვის შენარჩუნებული იქნება კულტურული ავტონომიის ყველა უფლება, რომელიც მათ ოლქის არსებობის პერიოდში ჰქონდათ. ის უფლებები კიდევაც გაიზრდება, გაფართოვდება და განმტკიცდება საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობით... ქართველები და ოსები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ. გარანტირებული იქნება მათი ხელშეუხებლობა, შრომითი მოწყობა და მშვიდი ცხოვრება შიდა ქართლის მთელ ტერიტორიაზე... მოვუხმოთ კეთილგონიერებას, სანამ გვიან არ არის, ვინაიდან ჩვენი კონფლიქტი და სისხლის ღვრა მხოლოდ ჩვენს მტერს აძლევს ხელს“ (1991 წლის 4 მარტი). ცხინვალის რეგიონში არსებული კონფლიქტის მოგვარების მიზნით 1991 წლის 23 მარტს საქართველოს ტერიოტორიაზე, ყაზბეგში ერთმანეთს შეხვდნენ რსფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ბორის ელცინი და საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ზვიად გამსახურდია. დაიგეგმა მეტად მნიშვნელოვანი ღონისძიებანი. უპირველესი და უმთავრესი მათ შორის იყო გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე, რომელიც დაიგეგმა თბილისში. გაფორმდა შეხვედრის და მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც, კერძოდ, აღინიშნა: 1. 1991 წლის აპრილის მანძილზე ხელმოსაწერად მომზადდეს რუსეთის სფსრ და საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობის ხელშეკრულების პროექტი, რისთვისაც შეიქმნას სამუშაო ჯგუფები ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის რეგიონში ვითარების სტაბილიზაციისათვის, ერთობლივი მოქმედების მიზნით შეთანხმების შედეგად მხარეები მორიგდნენ:2. რუსეთის სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 დღეში შექმნან ერთბლივი კომისია აღნიშნულ რეგიონში ვითარების შესასწავლად და მიმდინარე წლის 20 აპრილამდე სიტუაციის ობიექტურად შეფასების მიზნით.3. რუსეთი სფსრ შინაგან საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრომ 10 აპრილამდე შექმნან მილიციის გაერთიანებული რაზმი ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე ყველა უკანონო ფორმირების განსაიარაღებლად. ამ რაზმს დაევალება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მოცემულ ტერიტორიაზე ვითარების სტაბილიზაციამდე.4. სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს წინადადება მიეცეს გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები.5. რუსეთის სფსრ, საქართველოს რესპუბლიკის და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მინისტრთა საბჭოებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ საიმისო მუშაობა, რომ ლტოლვილებს მუდმივ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების საშუალება შეექმნათ, უზრუნველყონ ადგილობრივი ხელისუფლების კანონიერი ორგანოების აღდგენა.6. საქართველოს რესპუბლიკის, რუსეთის სფსრ და ჩრდილოეთ ოსეთის ასსრ მთავრობებმა შექმნან ლტოლვილებისათვის მიყენებული ზარალის შემფასებელი კომისია და დამატებითი მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური სახსრები გამოყონ ამ ზარალის ასანაზღაურებლად.7. შექმნილი კომისიებისა და რაზმების საბოლოო ამოცანად ჩაითვალოს რეგიონში მშვიდობისა და სიმშვიდის აღდგენა.8. შეიქმნას მუდმივი ჯგუფი, რომელიც კონტროლს გაუწევს ამ ოქმის შესრულებას და განიხილავს წამოჭრილ მიმდინარე საკითხებს. საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ზვიად გამსახურდია რუსეთის სფსრ უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე: ბორის ელცინი დაბა ყაზბეგი, 1991 წ. 23 მარტი დოკუმენტიდან ჩანს, რომ რუსეთი სცნობს სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქს გაუქმებულად. შეთანხმებაში ყველგან ნახმარია "ყოფილი სამხრეთ ოსეთი"! უფრო მეტიც, მოლაპარაკებებში იგი საერთოდ არ ფიგურირებს როგორც არსებული სუბიექტი ...ასევე წერია-"გაიყვანოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიიდან აქ დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილები."----- ეს იყო ეროვნული ხელისუფლების უდიდესი მიღწევა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 22, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 22, 2011 რუსეთის მიერ ხელისუფლების დამხობის შედეგად მიყენებული ზარალი თუ დავითვალეთ 1992 წლიდან,მაშინ ათობით მილიარდზე ავა მათი ვალი...თუ დავიწყებთ ათვლას 1921 წლიდან...ან თუნდაც 1801 წლიდან, ვალი ტრილიონებს მიაღწევს...მასში შევა სოჭის,ტაო-კლარჯეთის,საინგილოს,დვალეთის,ალავერდის,აფხაზეთის,სამაჩაბლოს,ქსნის ხეობის,დალის სვანეთის ტერიტორიების მიტაცების საზღაურიც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 დედის ხვნას! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 გაღმა შეედავე პოლიტიკა - აფხაზებისგან ისწალა ( რუსები კარნახობენ) ვიტყოდი ეხლა რა პასუხის ღირსია - მრცხვენია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
alex Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 კოკოითისთვის შეგვეძლო მიგვეცა ფული თავის დროზე და თვითონ შეგვიშვებდა სამაჩაბლოში ,მაგრამ მოინდომეს ბიჭებმა იარაღით აღება. ჯაყოა ჩვეულებრივი ფულის მეტი არაფერი უნდა მაგას ,მიგვეცა მილიონები და გათავდებოდა ამბავი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shavlego91 Posted January 23, 2011 Author დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 კოკოითისთვის შეგვეძლო მიგვეცა ფული თავის დროზე და თვითონ შეგვიშვებდა სამაჩაბლოში ,მაგრამ მოინდომეს ბიჭებმა იარაღით აღება. ჯაყოა ჩვეულებრივი ფულის მეტი არაფერი უნდა მაგას ,მიგვეცა მილიონები და გათავდებოდა ამბავი.ეჰ მაგას რა ჯობდა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 ტერმინ დეოკუპაციას, რუსებმა დაუპირისპირეს კომპენსაცია,მაგათ ამერიკელებისგან ფული აიღეს 90-იანებში, სამხედრო ბაზების გაყვანის დროს...ეხლა რასაც ფულს ითხოვენ, ვითომ ბაგაბში და ყოყოითი, ეს არისრუსებისგან დადებული ფასი აფხაზეთის და ცხინვალის გამოსასყიდად,ეს ფული ტუ წავა მოსკოვში, დათმობენ ამ რეგიონებს,ანუ ისევ ამერიკისგან ითხოვენ ჯარის გასაყვანად კომპენსაციას,აბა ბაღაბშს და ყოყოითს ფულს ვინ ანდობს მგონი ამ ფულს ამოიღებენ ამერიკის საშუალებით და გაეთრევა რუსის ჯარი საბოლოოდ თავის ბაზებით.ამ დებილ ამერიკელებს უფრო ადრე მოთხოვეს რუსებმა გუდაუთის და ჯავის ბაზის გაყვანაში,უფრო ცოტა ფული, იჟმოტეს მაშინ ამერიკელებმა ნაწილი ბაზების გადაიხადეს და აგე, დაუჯდებათ ახლა უფრო ძვირი ეგეც შენი დეოკუპაცია, ყველაფერი ფული ღირს ბაბაია, ასე თქვა რუსმა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
PEPE. Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს[კოკოითი თბილისს მილიონებს სთხოვს]20:29 21.01.2011[თეონა მანაგაძე] სეპარატისტთა ლიდერი, ედუარდ კოკოითი, თბილისისაგან, შეიარაღებული კონფლიქტის დროს მიყენებული დანაკარგის ანაზღაურებას ითხოვს. :018: ამ ჩორტს რუსული ფული არარ ყოფნის უკვე :018: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 Marta1 2011 წლის რუსეთის ბიუჯეტი რამდენია იცი მარტა? 12 ტრილიონი რუბლი. სადღაც დაახლოვებით 300 მილიარდი აშშ-ის მწვანე ანუ.. რუსეთის სავალუტო რეზერვები რამდენია იცი? სადღაც დაახლოვებით 450 მილიარდი აშშ-ის მწვანე.. და მართლა ფიქრობ რომ რაღაც 10 და 20 მილიარდის გამო (მოსკოვის ერთი კვირის ჯიბის ფული) გაყიდიან აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს? ვითომ? აფხაზებს და ოსებს ტრადიციულად არაფრად თვლით არა? : )) არა რა, რამდენჯერ უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა??? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted January 23, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 23, 2011 asdsჩემო კარგო, ოკუპაციას აცხადებს ამერიკა, ევროკავშირი, ცოტა ხანში საკითხი დაისმება,ავტონომიების სტატუსზე, საქარტველოს შემადგენლობაში,რუსი თავისას ითხოვს, ეს თანხა არის განაცხადი, რა უღირს რუსებს ეს ავტონომიები, იქეთ შეეკითხე, ფასი მაგათ დაადეს შეიძლება საერთოდ უფასოდაც აახვევინონ,მაგასაა რომ ჩივა, მე ჩემო მომეცითო ასეთი ჭკვიანი ბიჭი ხარ და უბრალო ამბის გაგება რატომ ვერ შეძელი?შენ არ გემახსოვრება ან პატარა იყავი, როგორ ევაჭრებოდა რუსეთი იმ სამხედრობაზების გაყვანის დროს ამერიკას, რომელიც გაიყვანეს,ვერც გაამტყუნებ,გერმანიიდანაც რომ გამოიყვანეს, კომპენსაცია აიღეს, რუსის ბაზები აქედან აუცილებლად გავა, რადგან ოკუპაცია თქვეს,ეს ორჯერ ორი ოთხია.შენ ნუ დარდობ, მიშიკოს გადასაწყვეტიც არ იქნება ავტონომიის სტატუსი, ამაზე მოიფიქრებენ რამეს, ხალხი რომ არ დაზარალდეს, ან მანამდე ეს აღარც იქნება.მშვიდობას გაუმარჯოს! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ჩემო კარგო, ოკუპაციას აცხადებს ამერიკა, ევროკავშირი, ცოტა ხანში საკითხი დაისმება,ავტონომიების სტატუსზე, საქარტველოს შემადგენლობაში,რუსი თავისას ითხოვს, ეს თანხა არის განაცხადი, რა უღირს რუსებს ეს ავტონომიები, იქეთ შეეკითხე, ფასი მაგათ დაადეს შეიძლება საერთოდ უფასოდაც აახვევინონ,მაგასაა რომ ჩივა, მე ჩემო მომეცითო ასეთი ჭკვიანი ბიჭი ხარ და უბრალო ამბის გაგება რატომ ვერ შეძელი?შენ არ გემახსოვრება ან პატარა იყავი, როგორ ევაჭრებოდა რუსეთი იმ სამხედრობაზების გაყვანის დროს ამერიკას, რომელიც გაიყვანეს,ვერც გაამტყუნებ,გერმანიიდანაც რომ გამოიყვანეს, კომპენსაცია აიღეს, რუსის ბაზები აქედან აუცილებლად გავა, რადგან ოკუპაცია თქვეს,ეს ორჯერ ორი ოთხია.შენ ნუ დარდობ, მიშიკოს გადასაწყვეტიც არ იქნება ავტონომიის სტატუსი, ამაზე მოიფიქრებენ რამეს, ხალხი რომ არ დაზარალდეს, ან მანამდე ეს აღარც იქნება.მშვიდობას გაუმარჯოს!მართალი ხარ ყველაფერი ამ ორი ზე სახელმწიფოს გადასაწყვეტია კოკოითი მაღაფში და სააკაშვილი აქ რუპორი პეშკები არიან მხოლოდ მე იმედი მაქვს რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება მაგრამ რის საფასურად? მუქთა ყველი რომ მხოლოდ სათაგურშია ეს არავის არ უნდა დაავიწყდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 MOXUCI მე იმედი მაქვს რომ საქართველოს დეოკუპაცია მოხდება მაგრამ რის საფასურად?საფასური შეიძლება იყოს ნატოზე უარის თქმა (მით უმეტეს რომ არავინ გვექაჩება ჯერჯერობით) და ფულადი კომპენსაცია.მე ვთქვი აქ ადრე და ზოგ-ზოგებმა ირონიული განცხადებებით მიპასუხეს, მაგრამ რეალობა ასეთია, რომ რუსების ოკუპანტად გამოცხადება აშშ/ევროპის მიერ მომავალში ამ პრობლემის გადაჭრას გამოიწვევს აუცილებლად, რადგან არ შეიძლება თან ოკუპანტი იყო და თან პარტნიორი. ერთადერთი შემთხვევა როცა რუსები არ ტოვებენ ოკუპირებულ ტერიტორიებს არის ის შემთხვევა თუ რუსეთში ღია დიქტატურა დამყარდება და როგორც სსრკ-ს ეკიდა აშშ/ევროპა, ისევე დაიკიდებენ. მაგრამ ამის რესურსი რომ რუსეთმა სსრკ-სავით შეძლოს პრაქტიკულად იზოლირებულად არსებობა რუსეთს არ აქვს. ამიტომ ეს საკითხი ადრე თუ გვიან გადაწყდება. ალბათ მაშინ როცა რუსეთშიც და საქართველოშიც ხელისუფლებები შეიცვლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
MOXUCI Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 ეს საკითხი ადრე თუ გვიან გადაწყდება. ალბათ მაშინ როცა რუსეთშიც და საქართველოშიც ხელისუფლებები შეიცვლება.ეხლა ან ვირი რო მოკვდება და ან ვირის პატრონი ეგ ისედაც ცხადია, მაგრამ სანამ ეს მოხდება ქართველები თუ საზღვარგარეთ გააქციე და საკუთარი სამშობლო მოაძულე ჩინელებსა და ბურებს უტოვებს ქვეყანას სააკიანცი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted January 24, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 24, 2011 MOXUCIბურებს უტოვებს ქვეყანას არ გეწყინოს და სისულელეა ეგ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.