Jump to content
Planeta.Ge

ბოქლომის ბლოგი- საქართველოს საპატრიარქოს განცხადება თურქეთში ქართული ტაძრების, ხოლო საქართველოში მეჩეთების რესტავრაციასთან დაკავშირებით


Recommended Posts

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, კვლავ მიმდინარეობს მოლაპარაკება საქართველოსა და თურქეთის სახელმწიფოებს შორის ამჯერად საქართველოში უკვე ოთხი მეჩეთის და ერთი აბანოს, ხოლო თურქეთში ოთხი ქართული ტაძრის აღდგენის შესახებ.

 

გაზიარება

[23:20 21-01-2011]

http://4.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/TTncdYU7ztI/AAAAAAAAEXQ/h2ubARP6S4I/s400/holms.jpgსაქართველოს კანონმდებლობის (კონსტიტუციური შეთანხმების) თანახმად, ეკლესია წარმოდგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც მესაკუთრეა ქართული მართლმადიდებლური ეკლესია- მონასტრებისა, ხოლო სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, აწარმოოს მოლაპარაკება უცხოეთში არსებული ქართული ტაძრების საკუთრებისა და მოვლა-პატრონობის შესახებ.

ამდენად, თურქეთის მხარისათვის წარდგენილი ტაძრების სია და მოლაპარაკების პირობები, ბუნებრივია, შეთანხმებული უნდა ყოფილიყო მის მესაკუთრესთან-საქართველოს საპატრიარქოსთან, რაც არც ადრე და არც ახლა არ განხორციელებულა. ეს ჩვენთვის სრულიად გაუგებარია.თავიდანვე შევნიშნავთ, რომ ისეთი მნიშვნელობის ძეგლები, როგორიცაა ოშკი, ხანძთა, ოთხთა, იშხანი ... იუნესკოს ეგიდითაც შეიძლებოდა აღდგენილიყო და ამისათვის შესაბამისი ნაბიჯები აქამდეც შეიძლებოდა გადადგმულიყო. მოლაპარაკებები კი თურქულ მხარესთან სხვა ტაძრების რესტავრაციასთან დაკავშირებით უნდა გვეწარმოებინა.

რატომ არ იქნა ეს გზა გამოყენებული, არ ვიცით. ხოლო თუ დღეს არსებული სიტუაციის მიხედვით ვიმსჯელებთ, ჩვენთვის საპრობლემო საკითხებიდან ამჯერად მხოლოდ ორ მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას:

ა) ადრეც აღვნიშნავდით, და ახლაც ვიმეორებთ, რომ თურქეთი მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის პარტნიორ სახელმწიფოდ, რომელთანაც კეთილმეზობლური ურთიერთობები გვაკავშირებს, ამიტომაც, ბუნებრივია, ისმება კითხვა: მაშინ, როდესაც საქართველოში ახლადგახსნილი უამრავი მეჩეთი და ჯამე ფუნქციონირებს, ამათ სანაცვლოდ ჩვენს მეგობარ ქვეყანაში რატომ არ შეიძლება გაიხსნას თუნდაც 2-3 ქართული მონასტერი (მათ ამოქმედებას ხომ მრევლი არ სჭირდება) და რატომ გვთავაზობს თურქული მხარე ამის განხორციელებას მხოლოდ ნაცვალგების საფუძველზე, თანაც 5/4 შეფარდებით?

ბ) შევნიშნავთ იმასაც, რომ, როგორც თურქული მხარისათვის არის მნიშვნელოვანი გარკვეული მეჩეთების პროირიტეტად წარმოჩენა, ასევე ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი, მაგალითად, ლაზებით დასახლებელ ზღვისპირა ზოლში დანგრევის პირას მყოფი არდაშენის ტაძრის აღდგენა; ასევე ხახულის ტაძრიდან მეჩეთის გადატანა და მნახველთათვის მისი გახსნა;

ასე რომ, საქართველოს საპატრიარქო უპირველესად მიიჩნევს ქალაქ არდაშენისა და ხახულის ტაძრების აღდგენას; სხვა სარესტავრაციო ეკლესიების შერჩევა კი შეიძლება სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა გადაწყვიტონ საპატრიარქოსთან შეთანხმებით.და ბოლოს, უნდა თავიდანვე განისაზღვროს ისიც, თუ ვის საკუთრებაში იქნება საქართველოში აღდგენილი მეჩეთები, თურქეთში კი - ტაძრები.

ვიმედოვნებთ, ჩვენს მიერ წამოყენებული წინადადებები მისაღები იქნება ყველა მხარისთვის, რაც ჩვენს შორის ურთიერთობას კონსტრუქციულს გახდის.

18 იანვარი, 2011 წელი

presage.tvhttp://2.bp.blogspot.com/_NJ-vfhEIXi8/SzEjsmnETZI/AAAAAAAADK8/gGTRe_SU1m4/s400/ukan1.gif2907431438646605030-1900401166762827482?l=boqlomi.blogspot.com

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...