Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) ვულვზი V ლივერპული


Recommended Posts

 

 

ლივერპული პრემიერლიგის მორიგ ტურში “Molineux”-ზე მგლებს ესტუმრება…

 

ლეგენდარული კენი დალგლიში დაბრუნების შემდეგ კვლავ პირველი გამარჯვების მოლოდინშია. ორი წაგების და ერთი ფრის შემდეგ ევერტონთან, დალგლიშისთვის ვულვზთან მატჩი ნამდვილად კარგი შანსია კვლავ დაუბრუნოს სახეზე ღიმილი ლივერპულის გულშემატკივრებს. ამავდროულად ლივერპულს შური აქვს საძიებელი Molineux-ზე, რადგან ენფილდზე წინა შეხვედრა სტეფან ვარდის გოლის წყალობით 0-1 დასრულდა…

 

ინგლისის პირველ ლიგაში ლივერპული და ვულვზი სულ 91-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. აქედან წითლებმა 44-ჯერ იმარჯვეს, მგლებმა 30-ჯერ, 17 მატჩი კი ფრედ დასრულდა. ხოლო კონკრეტულად ვულვზის მოედანზე მერსესაიდელებმა 13-ჯერ გაიმარჯვეს, 21-ჯერ დამარცხდნენ და 10-ჯერ მხოლოდ ქულის წამოღება მოახერხეს.

 

აღსანიშნავია, რომ “მოლინეუქსზე” ლივერპულმა ბოლო 6 შეხვედრიდან 3 დათმო და სამჯერ ფრე ითამაშა. ასე რომ ბოლო 6 მატჩია ვულვზი წითლებთან სახლში არ დამარცხებულა. უკანასკნელად წითლებმა ვულვზი გასვლაზე 1979 წელს დაამარცხეს ალან ჰანსენის გოლის წყალობით და სიმბოლურია, რომ კენი დალგლიში იმ მატჩშიც მოედანზე იყო…

 

კენიმ, როგორც ფეხბურთელმა, პირველივე გასვლით მატჩში ვულვზს 2 გოლი გაუტანა. თუმცა, მიუხედავბად იმისა, რომ მას შემდეგ კიდევ 5-ჯერ ითამაშა “მგლებთან, მეფეს გოლი აღარ გაუტანია. საინტერესოა როგორი იქნება “მოლინეუქსზე” მისი პირველი ვიზიტის შედეგი დაბრუნების შემდეგ…

 

ლივერპულის მწვრთნელის გარდა ეს მატჩი ლუკას ლეივასა და მაქსი როდრიგესისთვისაც მნიშვნელოვანია. არგენტინელ ნახევარმცველს საკუთარი დებიუტი წითლების შემადგენლობაში სწორად ვულვზთან ჰქონდა. ხოლო ლუკასი კი თავის 150-ე მატჩს ჩაატარებს ლივერპულის მაისურით…

 

რაც შეეხება ტრამვებს, ლივერპულს მხოლოდ კარაგერი ყავს ლაზარეთში. თუმცა მერსესაიდელების მხრიდან ასევე ვერ ითამაშებს სტივენ ჯერარდი, რომელიც თავის მესამე და საბოლოო მატჩს გამოტოვებს დისკვალიფიკაციის გამო. ასევე საეჭვოა მილან ივანოვიჩის თამაშიც, რადგან გავრცელებული ინფორმაციით იგი ავად იყო და ვარჯიშიც გამოტოვა. თუმცა სავარაუდოდ გუნდს დაუბრუნდება ჯო კოული, რომელმაც რეზერვების შემადგენლობაში შესანიშნავად ითამაშა და შესაძლოა კენიმ მას ძირითადგუნდშიც მოუძებნოს ადგილი ჯერარდის არ ყოფნის გამო.

 

ვულვზს კი თავის მხრივ ებანკს-ბლეიქი, ედვარდსი, გუედიორა, კაითლი და მანსინი დააკლდება. ელოკობი კი დისკვალიფიკაციის გამო არ იქნება განაცხადში.

 

მატჩის წინ ლივერპული 13-ე პოზიციაზეა პრემიერლიგაში. ვულვზი კი 19-ზე. მართალია მერსესაიდულ გრანდს არ შეეფერება ცხრილის მეორე ათეულში ყოფნა, მაგრამ ბოლო სამეულის გუნდებთან რომ წითლებს თამაში უჭირთ ეს უკვე კარგად გამოჩნდა. ვნახოთ შეძლებენ თუ არა ლივერპულელები მერსესაიდული დერბის შემდეგ გასვლით მატჩში წარმატების მიღწევას…

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...