planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/1212-150x141.jpgსაქსტატმა 2011 წლის იანვრის ინფლაციის გაანგარიშების პირველ ეტაპი დაასრულა 10-20 იანვრის ჩათვლით სამომხმარებლო ფასების რეგისტრაციის საველე სამუშაოები ჩატარდა. ფასებზე დაკვირვება ფასების 20 რეგისტრატორის მიერ საქართველოს ხუთ ქალაქში: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორსა და თელავში მიმდინარეობდა. ფასების აღება 1300 სავაჭრო და მომსახურების ობიექტზე მოხდა. საქსტატის ინფორმაციით, საქსტატი დღეიდან შეგროვილი პირველადი ინფორმაციის ელექტრონული ფორმატში გადაყვანასა და დეტალურ დამუშავებას იწყებს. იანვრის თვის ინფლაციის მაჩვენებელი მიმდინარე წლის 3 თებერვალს გამოქვეყნდება. შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს საქსტატის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნების ვადები შემცირდა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts