Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - გიორგი ქადაგიძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოწვეული ფასების ზრდის პროცესი გავანეიტრალოთ


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/314141-150x150.jpgყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გამოწვეული ფასების ზრდის პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ.

 

ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ სასტუმრო „თბილისი-მარიოტში“ ეკონომიკის ექსპერტებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

შეხვედრაზე მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე, ფასების სტაბილურობასა და ინფლაციის გამომწვევ მიზეზებზე ისაუბრეს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ მონეტარულად ძალიან შეზღუდულები ვართ გავლენა ვიქონიოთ გარე ფაქტორებით გამოწვეულ ფასების ზრდაზე, ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ეს პროცესი გავანეიტრალოთ და ამის შედეგად ინფლაცია ერთნიშნა მაჩვენებელზე დავაბრუნოთ. ეროვნული ბანკი უკვე ექვსი თვეა გადავიდა გამკაცრების პოლიტიკაზე, ეს აისახება როგორც საპროცენტო განაკვეთში, ასევე სარეზერვო მოთხოვნებში. იანვრის თვიდან თავდაპირველ ნიშნულს დაუბრუნდა კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელიც“, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ.

 

შეხვედრაზე, ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობამ ეკონომიკური ექსპერტების პოზიციებიც მოისმინა.

 

ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს ეროვნული ბანკის პოლიტიკა ინფლაციურ პროცესებთან დაკავშირებით.

 

„ეროვნული ბანკის ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში არის აბსოლუტურად ჯანსაღი. ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა სწორ გზას ადგას“, – ითქვა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ეკონომიკის ექპერტებთან შეხვედრები საქართველოს ეროვნულ ბანკში რეგულარულად იმართება, ანალოგიური შეხვედრა 2010 წლის ზაფხულშიც გაიმართა.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...