planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/lukashenko1-150x150.jpgბელორუსის ახლად არჩეული პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა , – ამის შესახებ “ვესტი.რუ” იუწყება. რესპუბლიკის სასახლეში გამართულ ინაუგურაციის ცერემონიაზე ლუკაშენკომ მარჯვენა ხელი კონსტიტუციის სპეციალურ ეგზემპლარს დაადო და ფიცი წაიკითხა. ,,მე, როგორც ბელორუსის რესპუბლიკის პრეზიდენტი, საზეიმოდ ვფიცავ, ერთგულად ვემსახურო ბელორუს ერს, პატივი ვცე და დავიცვა ადამიანთა და მოქალაქეთა უფლებები, გავუფრთხილდე რესპუბლიკის კონსტიტუციას, წმინდად და კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მაღალი მოვალეობა”, – ნათქვამია ფიცში. ფიცის მიღების აქტზე ხელმოწერის შემდეგ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ლიდია ერმოშინამ ლუკაშენკოს მისი პრეზიდენტად არჩევის დამადასტურებელი სპეციალური დოკუმენტი გადასცა. ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას რესპუბლიკის სასახლის დიდ დარბაზში დეპუტატები, მთავრობისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, ბელორუსის ინტელიგენციის და მინსკში აკრედიტებული რიგი დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები დაესწრნენ. ცერემონიაზე ევროკავშირის ქვეყნების ელჩები არ იმყოფებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი ვილნიუსში გაემგზავრნენ.ცერემონიის დასრულების შემდეგ მოწვეული სტუმრებისთვის ხელოვანების მონაწილეობით კონცერტი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს შედგა. ხმათა 79,65%-ით არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts