planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/123-150x150.jpgსაქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა აბო თბილელის ხსენების დღეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე, აბო თბილელის სახელობის ტაძარში მივიდა და წმინდანის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი აღავლინა. პარაკლისის შემდეგ, უწმინდესმა ტაძარში მყოფი მრევლი და სრულიად საქართველო დალოცა. წმინდა მოწამე აბო მერვე საუკუნეში მოღვაწეობდა. ის წარმოშობით არაბი იყო. აბო თბილელმა ქრისტიანობა მიიღო. ამისთვის იგი არაბებმა აწამეს და 21 იანვარს თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ აბო თბილელი წმინდანად შერაცხა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts