planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 “ახალი მემარჯვენეები” კობა სუბელიანის თანამდებობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვენ. http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/54545-150x150.jpg . ამის შესახებ, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ დღეს გამართულ პორესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ეს მოთხოვნა განპირობებული არ არის მხოლოდ ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებით, არამედ იმ აგრესიული და არაადამიანური პოლიტიკით, რომელსაც უკანასკნელი წლების განმავლობაში სახელმწიფო დევნილების მიმართ ახორციელებს. “დევნილთა კომპაქტური საცხოვრებელი ადგილებიდან გამოსახლების ძალადობრივი და არაჰუმანური პროცესი აშკარად აჩვენებს, რომ შექმნლი კრიზისული სიტუაცია კობა სუბელიანის მიერ მთელი მისი საქმიანობის განმავლობაში განხორციელებული არაკომპეტენტური, გაუაზრებელი და დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგია და იგი თანამდებობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ამავე დროს, მინისტრის ქმედებები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და მისი პასუხისმგებლობის საკითხი შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განიხილონ”, – განაცხადა მან. კაციტაძის განცხადებით, “ახალი მემარჯვენეები” ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ აცხადებდნენ, რომ დევნილთა მიმართ განხორციელებულ პოლიტიკას აშკარად აკლია სახელმწიფოებრივი ხედვა და მათი მხრიდან კონკრეტული შეთავაზებებიც იყო ხელისუფლების მიმართ, რომელიც ითვალისწინებდა დევნილთა ჩასახლებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, დაცლის პირას მყოფ სოფლებში შესაბამისი კომპენსაციის შეთავაზებით და გამართული საოჯახო მეურნეობების უზრუნველყოფით. “ხელისუფლებამ ასეთ პოლიტიკას ამჯობინა, დევნილთა საჩვენებელი “გეტოების” მოწყობა, რის უკანაც აშკარად ჩანს ე.წ. “მარცხენა” ფულის დიდი ინტერესი და სრულიად გამართლებულია საზოგადოებაში არსებული ეჭვი, რომ დევნილთათვის გამოყოფილი მრავალმილიონიანი დახმარება ხელისუფლებაში მყოფი ჩინოვნიკების ჯიბეებში “დაილექა”, – აღნიშნა მან.კაციტაძის განცხადებით, “ახალი მემარჯვენეები” მოუწოდებენ ხელისუფლებას, სანამ ჯერ კიდევ შესაძლებელია სიტუაციის გამოსწორება, დაუყოვნებლივ შეწყდეს დევნილთა რბევა–გამოსახლების პროცესი. სასწრაფოდ შეისწავლონ ინფორმაცია მიგრაციულ რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესახებ და გაირკვეს, სად შეიძლება თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით დევნილთა განსახლება; მოიძიონ სათანადო სახსრები ამ ადგილებში დევნილთათვის საცხოვრებელი სახლის, მიწის ნაკვეთის გამოსაყოფად და შესაბამისი მცირე მეურნეობის მოსაწყობად; პროცესი წარიმართოს გამჭვირვალედ, საერთაშორისო საზოგადოების ფართო მონიტორინგის ქვეშ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts