Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, ხელისუფლებამ ახსნას, თუ რა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკას აწარმოებს წყალტუბოს რაიონში


Recommended Posts

http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/77771-150x150.jpg,,თავისუფალი დემოკრატები” მოითხოვენ, ხელისუფლებამ ახსნას, თუ რა კულტურულ-საგანმანათლებლო პოლიტიკას აწარმოებს წყალტუბოს რაიონში.

 

როგორც პარტიის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი, წყალტუბოს რაიონში 37 ბიბლიოთეკიდან 33 იხურება. გადაწყვეტილება ამის შესახებ რაიონულმა გამგეობამ და საკრებულომ 2010 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო.

 

“ამ დრომდე გაურკეველია, რა ბედი ეწევა დარჩენილ 4 ბიბლიოთეკას, ასევე 400 ათასზე მეტ წიგნს. სამსახურის გარეშე რჩება 39 თანამშრომელი. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, იხურება აკაკი წერეთლის მიერ პირადად გახსნილი ბიბლიოთეკა სოფელ ქვედა ქვიტირში, ასევე 1908 წელს გახსნილი ბიბლიოთეკა სოფელ მუხიანში”, _ ნათქვამია განცხადებაში.

 

განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ წყალტუბოში კულტურის 15 სახლიდან 7 მხოლოდ ფურცელზე არსებობს, თუმცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მაინც ფინანსდება.

 

“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამ გზით რაიონული ბიუჯეტიდან ხელფასს სოფლებში “ნაციონალური მოძრაობის” კოორდინატორები იღებენ, რას უპირებენ უნიკალურ წიგნებს და უმუშევრად დარჩენილ ათობით ადამიანს. მოვითხოვთ, მაქსიმალურად შენარჩუნდეს ბიბილიოთეკები და ამით კულტურულ საგანმანათლებლო კერები რაიონში”, _ ნათქვამია “თავისუფალი დემოკრატების” განცხადებაში.

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...