Jump to content
Planeta.Ge

liverpoolfc(ფანკლუბი) სატრანსფერო სტატიებზე წესები მკაცრდება!


Recommended Posts

http://news.bbcimg.co.uk/media/images/48547000/jpg/_48547329_footyseasonvt.jpg

 

იანვარში მთავარი საფეხბურთო თემა ყოველთვის ტრანსფერებია და პრესაც “კარგად” იყენებს ამ მომგებიან საკითხს თავისი ჟურნალის თუ ვებსაიტის გვერდების გასავსებად. უბრალო გულშემატკივრები კი უკვე დაიღალნენ ამდენი უაზრო ჭორის მოსმენით. ამიტომ…

 

ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით შეუზღუდება იმ ვებ-გვერდების ნუსხა, რომელთა დაყრდნობითაც დაიდება ჩვენს საიტზე სატრანსფერო სიახლე და ამასთანავე გამკაცრდება თავად პოსტის წესებიც. ამიერიდან:

 

1) ტრანსფერებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სტატიას თან უნდა ერთვოდეს წყარო, მაგრამ არა უბრალოდ უცხოური ვებ-გვერდის სახელი, არამედ კონკრეტულად ამ სტატიის ლინკი. ამის მეშვეობით ნებისმიერ მომხმარებელს შეეძელება გადაამოწმოს ინფორმაცია და შესაბამისად პოსტის ავტორიც უფრო პასუხისმგებლობით მოეკიდება სტატიის თარგმნას და გამოქვეყნებას.

 

2) სტატიები, რომლებიც იქნება ნათარგმნი შემდეგი საიტებიდან: Daily Mail, The metro, Daily Express, The Star, The, Daily Star, Talk Sport, TeamTalk, Tribal Football, Sportsnetwork, Goal.com, fansfc.com, The Sun, The News of World, Liverpool Echo, Sky Sports და Vital Football - არ გამოქვეყნდება საიტზე.

 

3) პოსტის დაწერა შეიძლება მხოლოდ The Guardian, Telegraph.co.uk, BBC და ESPN Soccernet-ის ვებ გვერდებიდან. მაგრამ მხოლოდ ორიგინალი სტატიის ლინკის თანხლებით.

 

4) რაც შეეხება ოფიციალურ საიტს, რასაკვირველია ყველა ოფიციალური განცხადება მხოლოდ ოფიციალურ საიტზე კეთდება და ბუნებრივია LiverpoolFC.tv-ის სტატიები ჩვეულებრივ დაიდება. მაგრამ – ! – არა ის სტატიები, რომლებიც არიან Transfer Gossip-ის განყოფილებაში! გამონაკლისები დაიშვება მხოლოდ The Guardian, Telegraph.co.uk, BBC და ESPN Soccernet-ის ვებგვერდებზე.

 

5) თუ ახალი პოსტი არ შეიცავს კონკრეტულად რაიმე სიახლეს ფეხბურთელის სატრანსფერო თემასთან დაკავშირებით, მაგალითად  მწვრთნელის ან აგენტის ინტერვიუს, კლუბის ხელმძღვანელების განცხადებებს და მსგავს ინფორმაციას და არის მხოლოდ რომელიმე უცხოური საიტის ჟურნალისტის პირადი მოსაზრება და რეიტინგის ასაწევად გამოქვეყნებული ახალი ჭორი, არ გამოქვეყნდება საიტზე და შესაბამისად გირჩევთ ტყუილად ნუ დახარჯავთ ავტორები თქვენს ძვირფას დროს და ენერგიას “უაზრო ჭორების” წერაზე.

 

6) ზემოთ ჩამოთვლილი წესებიდან გამომდინარე, ნებისმიერი “არასასრუველი” სტატიის წაშლის შემთხვევაში ავტორი ადმინისტრაციისგან განმარტებებს ვერ მიიღებს და რამდენჯერმე მსგავსი პოსტის დადების შემთხვევაში კი წაერთმევა სტატიის დადების უფლება.

 

ადმინისტრაციის მთავარი მიზანი საიტის მკითხველთათვის სწორი და რეალური ინფორმაციის მიწოდებაა და შესბამისად საიტის სარედაქციო ჯგუფმაც (ჟურნალისტებმა და მოდერატორებმა) სწორედ ამაზე უნდა იზრუნო

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

×
×
  • შექმენი...