planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 საქართველოში შაქარი გაძვირდა. კილოგრამი შაქრის ფასი, დაახლოებით, 12 თეთრით გაიზარდა და 2,20 ლარი გახდა, ზოგან კი 2.40 ლარიც ღირს. რhttp://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/12-150x150.jpgოგორც “აგარის შაქრის” გენერალურმა დირექტორმა, ალხან ალიზადემ განაცხადა, დღეიდან 50 კგ-იანი, ერთი ტომარა შაქრის საცალო ფასი 6 ლარით გაძვირდა და 104 ლარი გახდა. ალხან ალიზადეს თქმით, საქართველოში შაქრის ღირებულების გაზრდა საერთაშორისო ბაზარზე ფასების ზრდას უკავშირდება. კომპანიის დირექტორმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შაქრის ფასი საერთაშორიო ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა, რაც საქართველოზეც აისახა. ამასთან, ალხან ალიზადემ განაცხადა, რომ შაქრის დეფიციტი ქვეყანაში არ შეიქმნება. მოთხოვნის შემთხვევაში, შაქრის ნედლეულის შემოტანა გაიზრდება. მისივე თქმით, იმ ნედლეულით დატვირთული გემი, რომელიც აგარის ქარხანაში უნდა გადამუშავდეს, ბათუმის პორტში ახლაც დგას. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts