planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/21-150x150.jpgშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მკვლელობაში ბრალდებული რამაზ ჯმუხაძე დააკავეს. ბრალდებულმა 2010 წლის 10 დეკემბერს შურისძიების მოტივით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან, მრავალჯერადი გასროლით მოკლა თანასოფლელი კოტე კობახიძე, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. რამაზ ჯმუხაძემ კი მოახერხა ადგილიდან მიმალვა. ბრალდებული იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ა/წ 18 იანვარს თბილისში. ამოღებულია მკვლელობის იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts