planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/zurabishvili-salome-150x150.jpgსალომე ზურაბიშვილი გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფის ეგიდით რუსეთში ჩავა და სერგეი ლავროვს შეხვდება. ზურაბიშვილი მოსკოვში შეხვედრებს თებერვალში გამართავს. მანამდე კი, გაერო-ს ექსპერტთა ჯგუფი ირანის საკითხებთან დაკავშირებით ნიგერიაში ჩავიდა. საქმე ეხება ნიგერიის მხრიდან გაერო-ს სანქციების დარღვევას. ჯგუფის კოორდინატორი სალომე ზურაბიშვილია. “როიტერისა” და “ბი-ბი-სის” ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ნიგერიის დედაქალაქში გამართულ მოლაპარაკებებზე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. “ჩვენ ყველა გაგვაოცა მოლაპარაკებათა პროცესში თქვენი მხარის გამჭვირვალობამ”,-აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა. სალომე ზურაბიშვილისა და გაერო-ს სხვა ექსპერტთა ვიზიტი წინ უსწრებს სასამართლო პროცესს, რომელიც ნიგერიაში გაიმართება. ნიგერიის პროკურატურამ გამოავლინა ირანელი ბიზნესმენი და “რევოლუციური გვარდიის წევრი”, რომელიც იარაღით ვაჭრობაშია ბრალდებული. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts