planetanews Posted January 21, 2011 დარეპორტება გაზიარება Posted January 21, 2011 http://epn.ge/wp-content/uploads/2011/01/shashkini5-150x150.jpgსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი პოლონეთის სახელმიწიფო მინისტრისა და განათლების ეროვნული მინისტრის მოადგილეს მიროსლავ სილატიცკის შეხვდა. მიროსლავ სილატიცკისა და დიმიტრი შაშკინის შეხვედრა ორი ქვეყნის მომავალ თანამშრომლობას ეხებოდა. შეხვედრაზე ისეთი თემები განიხილეს, როგორიცაა სკოლაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება და მასწავლებელთა პროფესიული გადამზადება. პოლონეთის მთავრობის წარმომადგენლები საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში განხორციელებული რეფორმებით დაინტერესდნენ. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეები, მომავალი თანამშრომლობის ფარგლებში, ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts