Jump to content
Planeta.Ge

სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ავტონომია


  

21 members have voted

  1. 1. ემხრობით თუ არა სამცხე-ჯავახეთის და სამეგრელოს ავტონომიურ რესპუბლიკებად გარდაქმნას?

    • კი
      2
    • არა
      17
    • კი - მხოლოდ სამეგრელოს ავტონომიად გარდაქმნას
      2
    • კი - მხოლოდ სამცხე-ჯავახეთის ავტონომიად გარდაქმნას
      0


Recommended Posts

მოდით ვიყოთ პრაგმატიკოსები შეიქმნა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფო, დღეს ის არსებობს რუსეთის ხარჯზე,

მერე თუკი ის გახდება ეგ. წოდებული კონფედერაციის წევრი ვის ხარჯზე იარსებებს?

სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა რა უნდა ჭამოს ელემენტარულად,ამაზე გიფიქრია,

აი აფხაზები მანდარინას გაყიდიან და კურორტი, თუმცა მაგათი სახლემიწოფოც არ გაიშვას, ცოტანი არიან და ვერ მრავლდებიან 60 000 კაცს უჭირავს ამხელა ტერიტორია, ადრე თუ გვიან რომ დდეეენძრევათ ძნელი წარმოსადგენია?

 

ეს ორი ეთნოსი რომ გადარჩეს, მათი ადგილი არის საქართველოში, ოღონდ ნორმალური ქართველების საქმეა ეს და არა საააკაშვილისნაირი ავადმყოფების,

ფედერაცია, კულტურის განვითარება, ენა, თვითმართველობა, რავი, კი ბატონო, რამდენსაც გაწვდებიან

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 86
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Siknadmo

 

საკუთარ თავს აფხაზეთიც გაიტანს და სამხრეთ ოსეთიც..

 

კონფედერაციის პირობებში ორივე სუბიექტი გადასახადების ძირითად ნაწილს საკუთარ ბიუჯეტებში ჩარიცხავს, პლუს ფედერალური ცენტრიც განახორციელებს ფინანსებით სოხუმისა და ცხინვალის გაძლიერებას..

 

ასეა თუ ისე ან თბილისი აზრზე მოვა ან მარტო თბილისი იქნება რაც დღევანდელი საქართველოსგან დარჩება.

ალბათ..

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კი - მხოლოდ სამეგრელოს ავტონომიად გარდაქმნას (2 ხმები [10.00%])

ვა,ორი მეგრელი სეპარატისტია ფორუმზე.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

gendolf

ასდს ნელნელა ფორმაში დგება

....

ნაჩიტ ფეესბეს ტრენინგებს უშედეგოდ არ ჩაუვლია :018:

 

გიორგი68

ვა,ორი მეგრელი სეპარატისტია ფორუმზე.. :givi: :givi:

 

...................

:)) :)) :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

საკუთარ თავს აფხაზეთიც გაიტანს და სამხრეთ ოსეთიც..

 

კონფედერაციის პირობებში ორივე სუბიექტი გადასახადების ძირითად ნაწილს საკუთარ ბიუჯეტებში ჩარიცხავს, პლუს ფედერალური ცენტრიც განახორციელებს ფინანსებით სოხუმისა და ცხინვალის გაძლიერებას..

 

ასეა თუ ისე ან თბილისი აზრზე მოვა ან მარტო თბილისი იქნება რაც დღევანდელი საქართველოსგან დარჩება.

ალბათ..

ვახ, აი აქ უფრო კონკრეტულად რითი გაიტანს სამხრეთ ოსეთი თავს, რითი, თუკი რუსეთის დაფინანსება აღარ იქნება მაშინ?

აფხაზეთს სხვა პრობლემა შეექმნება, ეთნიკური

2008 წლის ომამდე ქართველი გლეხები ამარაგებდნენ ცხინვალელებს პროდუქტით, ფული კი ოსებს რუსებისგან ქონდათ

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვა,ორი მეგრელი სეპარატისტია ფორუმზე..

არა კაცო, ერთი მე მივეცი ხმა :) აი მეორე არ ვიცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ვახ, აი აქ უფრო კონკრეტულად რითი გაიტანს სამხრეთ ოსეთი თავს, რითი, თუკი რუსეთის დაფინანსება აღარ იქნება მაშინ?

აფხაზეთს სხვა პრობლემა შეექმნება, ეთნიკური

2008 წლის ომამდე ქართველი გლეხები ამარაგებდნენ ცხინვალელებს პროდუქტით, ფული კი ოსებს რუსებისგან ქონდათ

 

.....

 

კარგი ბატონო, უფრო კონკრეტულად გეტყვი რომ სამხრეთ ოსეთში სავსებით შესაძლებელია მეხილეობის, მესაქონლეობის განვითარება რაც თავისთავად ფულია, გარდა ამისა შესაძლებელია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარება და სავაჭრო და სამრეწველო სექტორებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა.. ის რომ ჩრდილოეთ ოსეთი ყავს ცხინვალს ზურგს უკან გასაღების ბაზრის ადვილად მოპოვების შანსს აძლევს..

 

გარდა ამისა როდესღაც იქნება დალაგდება თბილისსა და ცხინვალს შორის ურთიერთობები და სამხრეთ კავკასიიდან რუსეთისკენ და რუსეთიდან სამხრეთ კავკასიისკენ მიმავალ მომავალი ტვირთების მნიშვნელოვანი ნაწილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გავა რაც სატრანზიტო მოსაკრებლების სახით სოლიდური ფინანსების მობილიზების რესურსს მისცემს ცხინვალს..

 

 

რავიცი ტო საქართველო როგორ არსებობს?

 

მაღაზია თბილისში თუ შეიძლება ქონდეს ადამიანს ცხინვალშიც შეიძლება არა?

 

მაგიდას ან სკამს თბილისში თუ შეიძლება აწყობდეს ადამიანი ცხინვალშიც შეიძლება არა?

 

 

მე პირადად საერთოდ ვერ ვხედავ ამ მხრივ პრობლემას.. საქართველოს მოსახლეობა კი შეცდომაშია შესული თუ ფიქრობს რომ მაინც და მაინც ზღვა უნდა ქონდეს ქვეყანას და მანდარინი ან ჩაი (:D :D) რომ იარსებოს..

 

შვეიცარია როგორ არსებობს? მანდარინით და ჩაით?

Edited by asds
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა კაცო, ერთი მე მივეცი ხმა :)

ხო..მაშინ ერთი დარჩა.. :) :) ერთს უფრო ადვილად მოვერევით.. :givi: :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქართველებში პრეზიდენტობის სურვილებს დააკმაყოფილებთ რამოდენიმე სახელმწიფოს შექმნით!...ახლა სერიოზულად გამოტყდით ვინ ხართ მსურველი ავტონომიის.. ტალიავინი-საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა”… 2005 წელს შექმნილი “ეროვნული სამეცნიერო ფონდი”, შემდეგ კი მის ბაზაზე დაფუძნებული “რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდი” ექსპერტებად ძირითადად იწვევს ანტიქართული რუკების ავტორებსა და საბჭოური ანტიქართული „სამეცნიერო“ თეორიებს დამცველებს, რომლებიც უფრო ამძიმებენ საქართველოს მდგომარეობას საერთაშორისო ველში. პარალელურად, ინდიფერენტული ხალხის ხელში ჩავარდნილი საქართველო უპირველესი უნივერსიტეტი ამავე უცხოელებს საპატიო დოქტორობას, ე.წ. ქართველ ექსპერტებს კი თანამდებობებით აჯილდოვებს...ამ ღალატში პოლიტიკური პარტიები თავისუფლების ინსტიტუტთან ერთად მონაწილეობენ

 

ავტონომისტებს უპასუხა ერთერთმა ექპერტმა:"რაც შეეხება ტალიავინის კომისიის მცდარი დებულებების პასუხებს (მოკლედ):

 

1. ტერმინი: “სუბ-ეთნიკური ერთეული” არაადეკვატურია ქართველური სინამდვილესთვის: სულ მცირე 20 საუკუნეა, ყველა კუთხის ქართველის დედაენა ერთია – ქართული ენაა; ქართველთა კულტურა და ცხოვრების წესიც თვისობრივად ერთგავრია. მრავალსაუკუნოვანი ქართული სამწიგნობრო ტრადიცია თვისობრივად ერთნაირად იქმნებოდა მცირე ტერიროტიის მქონე საქართველოს ყველა კუთხეში. შესაბამისად, გაუგებრობა ან რელობის მიჩქმალვაა ქართველთა (მეგრელთა, სვანთა, აჭარელთა, მესხთა, იმერელთა, კახთა…) საერთო შემოქმედების – ქართული სამწიგნობრო კულტურის – იგნორირება და ქართველთა სუნეთნოსებად დანაწევრება. შესაბამისად, რეალობას არ ასახავს ტალიავინის კომისიის დასკვნის სემდეგი ფრაზა: “საუკუნეების მანძილზე საქართველო დაყოფილი იყო ადგილობრივ სოციალურ სუბ-ეთნიკურ ერთეულებად. თოთეულს გააჩნდა საკუთარი ტრადიცია, ქცევა, დიალექტი. მეგრელების, ლაზებისა და სვანების შემთხვევაში კი ცალკეული ენები, რომელიც ქართულის მსგავსია. ეთნიკური კონსოლიდაციის და ერად ქმნადობის პროცესი მე-13 საუკუნეშიც კი არ დასრულებულა”...

 

2. შესაძლებელია მტკიცება, რომ ქართველი ერი ერთიან ეროვნულ ორგანიზმად ჩამოყალიბდა ძვ.წ. მე-3 საუკუნეში; უდავოა, რომ ადრე შუა საუკუნეებში ფაქტია ქართველი ეროვნებისა და ერთიანი ქართული კულტურის არსებობა, რომელიც იქმნებოდა სამეგრელოშიც, სვანეთშიც, მესხეთსიც და ცენტრალურ საქართველოშიც. მე-13 საუკუნეში ქართველი ერის ჩამოუყალიბებლობაზე საუბარი საბჭოური დემაგოგიაა!

 

3. დამპყრობლებთან ბრძოლაში საქართველო ზოჯგერ ნაწევრდებოდა კიდეც, მაგრამ იშლებოდა პატარ-პატარა საქართველოებად; ამ “საქართველოებში” კანცელარიის ენა ისევ ქართული იყო, ეკლესიის ენაც ქართული იყო; მშობლიური ისტორიაც და ლიტერატურული ისტორიაც იგივე ქართული იყო… არასოდეს დაშლილა საქართველო ისეთ სეპარატისტულ სამეფოებად/სამთავროებად, რომელთაც თავ-თავიანთი ენა, ქცევა თუ კულტურა ჰქონდათ…

 

4. ქართველი ერის ისტორიული მეხსიერება დღესაც ყველა კუთხის ქართველის იდენტობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია; მაგ., თამარ მეფის ხსოვნა ყველა კუთხის ქართველის იდენტობის შემადგენელი ნაწილია (საქართველოს ამჟამინდელ საზღვრებს მიღმა დარჩენილი ლაზებისა თუ იმერხეველ-ტაოელებისთვისაც კი).

 

5. ქართული ენა ყველა ქართველის (მეგრელის, სვანის, აჭარელის, მესხის, იმერელის, კახელის…) დედაენაა, ეროვნული ენაა, ეროვნული მეობის საფუძველია: მრავალი საუკუნის მანძილზე ამ დედაენობრივ კულტურაში იწრთობა ქართველი ერი. ქართველთა დედაენის ზეპირი კუთხური სახესხვაობები (თუ კილოები, კილოკავები) “საოჯახო ენის” ფუნქციით შემოისაზღვრება და არალოგიკურია მათი წარმოდგენა ე.წ. სუბ-ეთნოსების მახასიათებლებად… ქართული ენის გავრცელების საზღვარი არ არის მდინარე ცხენისწყალი და ერგნეთი, როგორც ეს ჰგონიათ “რუსთაველის (ქართველოლოგიის) ფონდის” ცინიკოს ე.წ. ექსპერტებს; მათ გასაგონადაც ვამბობ:

 

ქართული ენა ცხინვალის მხარეშიც და სამეგრელო-აფხაზეთსა თუ სვანეთშიც ავტოქთნი ქართველების მრავალსაუკუნოვანი დედაენაა!"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს მოკლე ისტორიული ექსკურსი ჩვენც მშვენივრად ვიცით მაგრამ საქართველოს რუკას დახედე და მიხვდები ფედერაციული მოწყობის იდეას რად ვუჭერთ მხარს.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იყო შანსი სამაჩაბლოსა და აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში ეარსება ფართოუფლებიანი ავტონომიის სახით ნაგრამ ამ შლეგიანმა კაზიოლმა ეს შანსიც დაკარგა, ეხლა გინდა ტალიავინს დავაბრალოთ უცოდინარობა გინდა ნიკიფორეს რაც გვაქვს ისიც რომ არ დაიკარგოს საჭიროა დროული და პოლიტიკურად ბრძნული გადაწყვეტილებები და ერთ ერთი ასეთი ქვეყნის ტერიტორიის ფედერაციული მოწყობაა.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...